x
მეტი
  • 17.06.2024
  • სტატია:135415
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509711
შეიძლება თუ არა ავად გახდეთ კონდიციონერის გამო? - ექსპერტების პასუხი
არსებობს მოსაზრება, რომ ჩართულ კონდიციონერთან დიდხანს ყოფნამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადების განვითარება. ასეა მართლაც? ლოურენს ბერკლის სახელობის ნაციონალური ლაბორატორიის მეცნიერებმა ამ კითხვაზე პასუხი გასცეს.



image



ცხელ სეზონზე ძალიან გვინდა ცოტა გაგრილება კონდიციონერის ქვეშ. ამით ხომ არაფერი ცუდი არ მოხდება. თუ მოხდება?



ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, რადგან ეს პირველ რიგში დამოკიდებულია იმაზე, როგორ გამოიყენება კონდიციონერი. თუმცა ამ ტექნიკის მთავარ რისკფაქტორებზე, უპირატესობებსა და ნაკლოვანებებზე მაინც გიამბობთ.




image



როგორც უკვე ვთქვით, კონდიციონერს ზიანი არ მოაქვს ჯანმრთელობისთვის, თუ იცით მისი სწორად გამოყენება. ბევრი ადამიანი ამ მოთხოვნას უგულებელყოფს, რის გამოც უვითარდებათ სხვადასხვა დაავადებები.



ლოურენს ბერკლის სახელობის ნაციონალური ლაბორატორიის სპეციალისტების კვლევაში, რომელიც ეპიდემიოლოგიის საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ ადამიანები, რომლებიც მუშაობენ საოფისე შენობებში, სადაც დამონტაჟებულია კონდიციონერები, უფრო ხშირად ჩივიან ცუდ განწყობაზე, ვიდრე ისინი, რომლებიც იყენებენ ბუნებრივ ვენტილაციას.



image



მათ უმეტესობას რეგულარულად აწუხებს ავადმყოფი შენობის სინდრომის (Sick Building Syndrome) სიმპტომები. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანები გარკვეულ ოთახში დიდხანს ყოფნის შემდეგ თავს ცუდად გრძნობენ აშკარა მიზეზის გარეშე. SBS ჩვეულებრივ ვლინდება გაღიზიანებული თვალის, ხველის, სუნთქვის გაუარესების, ყელის სიმშრალის და თავის ტკივილის სახით.



კვლევის ავტორი უილიამ ფისკი არ გამორიცხავს, რომ ეს სიმპტომები შეიძლება დაკავშირებული იყოს კონდიციონერის ტენიანობასთან, რომელიც „იწვევს ადამიანებზე დამატებითი ტოქსინების, ალერგენების ან გამაღიზიანებლების ზემოქმედებას“.



image



გარდა ამისა, კონდიციონერის მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ფსიქოლოგიური ეფექტები. მეცნიერის აზრით, თანამშრომლების პროდუქტიულობა პიკს აღწევს მხოლოდ კომფორტული „ოთახის“ ტემპერატურის (დაახლოებით 21, 6 გრადუსი ცელსიუსი) პირობებში და არა ცხელ ან ცივ პირობებში.



ამავდროულად, სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ კონდიციონერს უდავო უპირატესობებიც აქვს. მაგალითად, გამართული მუშაობისას შეუძლია ჰაერის გაფილტვრა და მისი კარგ მდგომარეობაში შენარჩუნება, რის გამოც დამაბინძურებლები არ ხვდება ადამიანის ორგანიზმში. დადგენილია, რომ კონდიციონერის გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს გულ–სისხლძარღვთა დაავადებებთან დაკავშირებული სიკვდილის და ჰოსპიტალიზაციის რისკს.



image



კონდიციონერმა თქვენს სასარგებლოდ რომ იმუშაოს, მისი ტექნიკური გამართულობა ხშირად შეამოწმეთ და ფილტრი გამოცვალეთ. ასევე აკონტროლეთ ოთახში ჰაერი – ზედმეტად მშრალი არ უნდა იყოს, რადგან მშრალი ჰაერი ლორწოვანი გარსისთვის და სასუნთქი გზებისთვის სახიფათოა. დროდადრო კონდიციონერი გამორთეთ და შენობა გაანიავეთ. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ სველი წმენდა, რომელიც რეგულარულად უნდა ჩატარდეს.



ასევე დაგაინტერესებთ:

იცით, რატომ ვიძინებთ გვიან? – ფსიქოლოგის განმარტება

არასწორი ტემპერატურა და ღამით ვარჯიში: უძილობის მიზეზები და რა უნდა გააკეთოთ

რომელი თერმომეტრია უკეთესი: ვერცხლისწყლის, ელექტრონული თუ ინფრაწითელი

5 მიზეზი, რატომ არ შეიძლება ჩართულ ტელევიზორთან ჩაძინება



0
84
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
84