შოუბიზნესი ბლეიკ ლაივლის საიდუმლო ჯვრისწერა 2012, 16 ოქტომბერი, 13:23 ყველასათვის ცნობილი სერიალის-"ჭორიკანას" მთავარი როლის შემსრულებელი ვარკსვლავი ბლეიკ ლაივლი გასულ თვეში თავის რჩეულს, ჰოლივუდის სექს-სიმბოლო რაიან რეინოლდს გაჰყვა ცოლად.წყვილი უკვე ერთადაც ცხოვრობდა, მაგრამ მათი ქორწილი მაინც მოულოდნელი სიურპრიზი იყო ჰოლივუდის სამყაროსათვის.ჯვრისწერა ჩარლსტონის მახლობლად, პატარა ქალაქში შედგა და მას ლამაზი საქორწინო ზეიმიც მოჰყვა, ტრადიციული ამერიკული გაფორმებებითა და უზარმაზარი ტორტით, რომელიც სპეციალურად ვირჯინიიდან ჩამოიტანეს.ეს ფაქტი ვარსკვლავებმა გაასაიდუმლოეს და, სწორედ ამიტომ, ცერემონია ღამით ჩატარადა, თუმცა ასეთი მოვლენა მაინც არ დარჩენილა შეუმჩნეველი და პრესაში არაერთი სტატია დაიბეჭდა.როგორც ცნობილია, ქორწილს ესწრებოდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორიცაა ბეტ მიდლერი და ფლორენს უელჩი.ფლორენსმა წყვილს საჩუქრად რამდენიმე სიმღერაც კი მიუძღვნა, საპატიო სტუმრების რანგში კი ვარსკვლავის დედა და და იყვნენ. ამჟამად წყვილი უკვე დაუბრუნდა ცხოვრების ჩვეულ რიტმს და მათ მალე ისევ ვიხილავთ ეკრანებზე. 104 2-ს მოსწონს
|