x
მეტი
  • 17.06.2024
  • სტატია:135388
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509667
ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოსილი თვითმფრინავის გატაცება ავიაციის ისტორიაში
image

2003 წლის 25 მაისს, მზის ჩასვლამდე ცოტა ხნით ადრე, შეამჩნიეს ორი მამაკაცი, რომლებიც სატვირთოდ გადაკეთებულ Boeing 727-ში ჩასხდნენ ლაუნდას Quatro de Fevereiro-ს აეროპორტში, ანგოლა. რამდენიმე წუთის შემდეგ თვითმფრინავის შესასვლელი კარი დაიხურა და ძრავები ამუშავდა. როდესაც Boeing 727-მა მოძრაობა დაიწყო ასაფრენ ზოლზე, დისპეტჩერები ცდილობდნენ ბორტზე მყოფებთან დაკავშირებას, მაგრამ კაბინიდან არანაირი შეტყობინება არ მიუღიათ.



ამის შემდეგ, ნებართვის მოთხოვნის გარეშე, რადიოს სრულ სიჩუმეში და ჩართული მაშუქებით, თვითმფრინავმა ასაფრენ ბილიკზე აკრიფა სიჩქარე და აფრინდა. მას შემდეგ არც თვითმფრინავი და არც მისი გამტაცებლები არც არავის უნახავს, მიუხედავად იმისა, რომ გაჩაღებული იყო ფართო ძებნის კამპანია, რომელშიც მონაწილეობდა FBI და CIA-ც.


ბევრს ეშინოდა, რომ 727 შეიძლებოდა გამოეყენებინათ ტერორისტული თავდასხმისთვის, როგორც ეს მოხდა 2001 წელს ნიუ-იორკში ტყუპი ცათამბჯენების დროს.თვითმფრინავს თვეობით ეძებდნენ რამდენიმე ქვეყანაში, ოკეანისა და აფრიკის ტყეების უზარმაზარ სივრცეებში, ახლო აღმოსავლეთში და აზიაში. Boeing-ზე და მის ეკიპაჟზე ნადირობა გრძელდებოდა ორი წლის განმავლობაში, სანამ საქმე ოფიციალურად არ დაიხურა.




ასე რომ, 25 მაისის საღამოდან მოყოლებული 21 წლის შემდეგაც, გატაცებული თვითმფრინავისა და მასში ბოლოს მყოფი ორი მამაკაცის ბედი საიდუმლოდ რჩება. ერთ-ერთი მათგანი იყო აშშ-ს მოქალაქე, სახელად ბენ ჩარლზ პადილა, ბორტინჟინერი ფლორიდადან, რომელსაც ჰქონდა კერძო პილოტის მოწმობა. მეორეს ერქვა ჯონ მიკელ მუტანტუ, ის იყო მექანიკოსი კონგოდან. ისინი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ ანგოლელ მექანიკოსებთან ერთად, რათა Boeing 727-223-ის ფრენისთვის გამართული ყოფილიყო. თვითმფრინავი, ბორტის ნომერით N844AA, ადრე მიეკუთნებოდა American Airlines .

imageფოტოზე: გატაცებული თვითმფრინავი, 1989 წელი მაშინ ხომალდი American Airlines ის საკუთრება იყო.


მისი გაუჩინარების პერიოდში თვითმფრინავი იჯარით გადაეცა სამხრეთ აფრიკელ ბიზნესმენს, სახელად კიტ ირვინს. მან თვითმფრინავი 2002 წლის თებერვალში შეიძინა მაიამიში კომპანია Aerospace Sales and Leasing-ისგან. მის მეშვეობით ირვინი გეგმავდა ანგოლაში ალმასის საბადოებისათვის დიზელის საწვავის მიწოდებას. ამ მიზეზით, თვითმფრინავიდან მგზავრის სკამები მოაძრეს და მის ნაცვლად დიზელის საწვავის ავზები დამონტაჟეს. მაგრამ ამ გეგმას ასრულება არ ეწერა.. ირვინმა იჯარის თანხა დროულად ვერ გადაიხადა.


2003 წლის დასაწყისში Aerospace Sales and Leasing-მა ნახა თვითმფრინავის მყიდველი სამხრეთ აფრიკაში და დაიქირავა მცირე გუნდი, მათ შორის ბენ ჩარლზ პადილა, რათა მოემზადებინათ თვითმფრინავი ფრენისთვის მას შემდეგ, რაც ხომალდი რამდენიმე თვე იდგა ლუანდაში;

ფრენამდე ორი დღით ადრე თვითმფრინავი ანგარიდან პერონზე გაიყვანეს და ჩაასხეს 5, 3 ტონა საწვავი, რაც საკმარისი იყო დაახლოებით 2400 კილომეტრის დასაფარად.


ავარიის კვალი არც ანგოლაში და არც მეზობელ ქვეყნებში არ აღმოჩნდა. ავიაციისა და თანამგზავრების დახმარებით გამოიკვლიეს ოკეანის უზარმაზარი ტერიტორიები, მაგრამ ვერც თვითმფრინავის ნამსხვრევები აღმოაჩინეს.


ერთ-ერთი ვერსიით, Boeing 727, რომელიც ღამით დაფრინავდა გამორთული ტრანსპონდერით და დაბალ სიმაღლეზე, რათა რადარისთვის უხილავი ყოფილიყო, გადაიყვანეს ერთ-ერთ ასაფრენ ბილიკზე, რომელიც მდებარეობს ანგოლას საზღვართან, კონგოში ან ზამბიაში. რის შემდეგაც ის ნაწილებად დაშალეს.


ასევე გაურკვეველია პადილას და მუტანტუს ბედი. ბენ ჩარლზ პადილამ ფლორიდაში ოჯახი და შვილები დატოვა. ერთ-ერთი ვერსიით, როცა ის და ჯონ მიკელ მუტანტუ ხომალდში ჩასხდნენ, მათი თანამზრახველები უკვე იქ ელოდებოდნენ. მას შემდეგ, რაც გატაცებული თვითმფრინავი დაეშვა, პადილა და მუტანტა მოკლეს, რათა არასასასურველი მოწმეები მოეშორებინათ.

0
174
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
174
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0