x
მეტი
  • 17.06.2024
  • სტატია:135388
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509667
"წუწურაქი" ჯონ ლენონი და გულისხმიერი პოლ მაკარტნი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს პატივისცემას

image
ჯონ ლენონი 1966 წელს შეხვდა იოკო ონოს და ერთი ნახვით შეუყვარდა (საინტერესოა პირველ ცოლთან შედარებით უსახური იოკო ლენონს). 1969 წელს ლენონმა დატოვა თავისი პირველი ცოლი სინტია და დაქორწინდა იოკოზე.



ჯონ ლენონი მისი გარემოცვის თქმით არასდროს გამოირჩეოდა ხელგაშლილობით, სინტიას და საკუთარ 5 წლის ბიჭ ჯულიანს ისე დაშორდა საკუთარი მილიონებიდან ცენტი არ გაუღია მათი კეთილდღეობისათვის.



გავიდა დრო, სინტიას ისე გაუჭირდა ფინანსურად გადაწყვიტა გაეყიდა ჯონ ლენონთან პირველი სასიყვარულო მიმოწერა და ჯონ ლენონთან ერთად გადაღებული საკუთარი სურათები.


განცხადებას აღნიშნული მიმოწერის და სურათების გაყიდვაზე მალე გამოეხმაურა ინკოგნიტო მყიდველი, რომელმაც შუამავლის მეშვეობით სინტიას იმაზე მეტი გადაუხადა, ვიდრე სინტიას ჰქონდა ფასი დადებული აღნიშნულ მიმოწერებზე და სურათებზე.



წერილების დიდი ნაწილი ასე იწყებოდა: "სინ, მე შენ ძალიან მიყვარხარ". წარმოიდგინეთ როგორი გაჭირვება უნდა ჰქონოდა სინტიას ეს წერილები, რომ გაეყიდა?-მაგრამ მას აუცილებლად ჭირდებოდა ფული, რომელიც მას შვილის, ჯულიანის აღსაზრდელად ჭირდებოდა. ჯულიანს მამა იოკოზე დაქორწინების მერე საერთოდ არ ეხმიანებოდა, დახმარებაზე საუბარიც კი ზედმეტია.



წერილების და სურათების გაყიდვიდან რამდენიმე დღეში სინტიამ მიიღო ამანათი, რომლის გახსნისას დაინახა მის მიერ გაყიდული სასიყვარულო წერილები ჯონ ლენონთან და ჩარჩოში ჩასმული სურათები, სადაც სინტია ხან მარტო იდგა ჯონ ლენონთან და ხან წყვილი იდგა ჯულიანთან ერთად.



ამანათს თან წერილიც ახლდა, რომლის გახსნისას სინტიამ წაიკითხა შემდეგი სიტყვები: "არასდროს არ გაყიდო საკუთარი ხსოვნა. სიყვარულით, პოლ მაკარტნი".



0
81
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
81