x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ჟურნალის ყდაზე კეით მილდტონის გამოსახულებამ ქსელის მომხმარებლები აღაშფოთა

image

ბრიტანული მოდის ჟურნალის Tatler-ის ყდაზე გამოსახულია უელსის პრინცესა და პრინცი უილიამის მეუღლე კეით მიდლტონი, რამაც ძალზე გააბრაზა ინტერნეტ ქსელის მომხმარებლები.


პუბლიკაცია გამოჩნდა გამოცემის ინსტაგრამის გვერდზე, . ხელით დახატულ პორტრეტზე კეით მიდლტონს Jenny Packham-ის ბრენდის თეთრი გრძელი კაბა აცვია მხრებზე მოსასხამით.


მთლიან კომპოზიციას ასრულებს ლალით გაწყობილი გვირგვინი, მარგალიტის საყურეები და ბეჭედი.


ნახატზე პრინცესას თმა შეკრული აქვს.

image


კომენტარებში მომხმარებლებს ჟურნალის ყდაზე გამოსახული პრიცესას იმიჯი უკიდურესად უცნაური მიაჩნიათ.


”როდის გახდა ის აზიელი?”, ”ეს პორტრეტი საშინელებაა.იმდენი კარგი მხატვარია, რა თქმა უნდა შეიძლებოდა უფრო უკეთესის პოვნა“, „თავიდან მე მეგონა, რომ ეს იყო იაპონიის იმპერატრიცა მასაკო“, „ვინ არის ეს?“, „ეს რა ბავშვმა დახატა?“, „საერთოდ არ ჰგავს მას ", - წერენ აღშფოთებულები კომენტარებში


როგორც ცნობილია, კეით მიდლტონი დროებით ჩამოშორდა სამეფო ოჯახის უფროსი წევრის მოვალეობას და შეწყვიტა საზოგადოებაში გამოჩენა.მიზეზი კიბოს მკურნალობაა.


კეიტის დიაგნოზი თავდაპირველად არ გასაჯაროვდა, მაგრამ მისმა გაუჩინარებამ საზოგადოების გამძაფრებული ყურადღება მიიპყრო, რამაც გამოიწვია სხვადასხვა ჭორები და შეთქმულების თეორიები: თაყვანისმცემლები ეჭვობდნენ, რომ ის კომაში იყო, ემზადებოდა პრინც უილიამთან განქორწინებისთვის ან კიდევ რეაბილიტაციას გადის დუნდულების აწევის ოპერაციის შემდგომო.


კეთრინ (კეით) მიდლტონმა და პრინცმა უილიამმა წმინდა ენდრიუს უნივერსიტეტში სწავლის დროს გაიცნეს ერთმანეთი 2001 წელს. 2010 წლის 16 ნოემბერს ის და უილიამი დაინიშნნენ, ხოლო 2011 წლის 29 აპრილს დაქორწინდნენ.


უილიამსა და კეითს სამი შვილი ჰყავთ: პრინცი ჯორჯი (ინგლ. George Alexander Louis; დ. 22 ივლისი, 2013), პრინცესა შარლოტი (ინგლ. Charlotte Elizabeth Diana; დ. 2 მაისი, 2015) და პრინცი ლუი (ინგლ. Louis Arthur Charles; დ. 23 აპრილი, 2018).

0
181
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
181
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0