x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138436
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512070
როგორ გადაარჩინა ტაილანდის მეფე რამა IX-მ ქვეყანა ნარკომაფიისგან „არადემოკრატიული მეთოდების“ გამოყენებით, რითიც მსოფლიო საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია

image


ტაილანდის ჩრდილოეთით არის ეგრეთ წოდებული "ოქროს სამკუთხედი" - ადგილი, სადაც ერთმანეთს ტაილანდის, ლაოსისა და მიანმარის (ბირმა) საზღვრები ერწყმის. დიდი ხნის განმავლობაში რეგიონი ოპიუმის ყაყაჩოს კულტივირებისა და ნარკოტიკების წარმოების ერთ-ერთ უდიდეს ზონად რჩებოდა. ფაქტობრივად, რეგიონს ნარკომაფია მართავდა, საიდანაც ნარკოტიკები მთელს მსოფლიოში ვრცელდებოდა, სანამ ტრაფიკი საზღვარგარეთ გადიოდა, ტაილანდის ხელმძღვანელობა პრობლემას ვერ ხედავდა, მაგრამ მალევე ნარკოდილერებისთვის უცხოური ბაზარი არასაკმარისი გახდა და მათ წამლის გავრცელება სამეფოს მოსახლეობაში, კერძოდ კი ახალგაზრდებში დაიწყეს. ქვეყანაში ნარკოდამოკიდებულება ნამდვილ ეპიდემიად იქცა, რომლის შემთხვევებიც ფატალურად სულ უფრო ხშირად სრულდებოდა.


image


2003 წლის იანვარში "ეროვნული ანტინარკოტიკული ცენტრის" სახელით მთავრობისთვის ოფიციალური ანგარიში გამოქვეყნდა. მასში წარმოდგენილმა ციფრებმა ბევრი საგონებელში ჩააგდო და არსებულ ვითარებაზე სერიოზულად დააფიქრა: სამეფოს 5 მილიონზე მეტი მცხოვრები, რაც მთლიანი მოსახლეობის თითქმის 8%-ს შეადგენდა მძიმე ნარკოტიკზე "იჯდა". ტაილანდის მეფემ, პუმიპონ ადულიადეტმა — (ტაილანდის მეცხრე მონარქი ჩაკრის დინასტიიდან) იგივე რამა IX (1928-2016), რომელმაც ოდესღაც ჩამორჩენილი ქვეყნის ეკონომიკის გასაძლიერებლად ბევრი რამ გააკეთა, გადაწყვიტა ქვეყანაში მთლიანად აღეკვეთა ნარკომაფიის უკანონობა. სხვათა შორის, ამ ოპერაციას არა თავად ის, არამედ მისი პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა, რომელიც მოგვიანებით მსოფლიო საზოგადოებამ ბევრ ცოდვაში ამხილა. "ნუ შეგვიშლით ხელს ქვეყნის გადარჩენაში!" პრემიერ-მინისტრს ამ სიტყვების გამო ბევრი აკრიტიკებდა. ნარკომაფიის ლიკვიდაციის ოპერაცია სამ ეტაპად წარიმართა.





ეტაპი 1 - გონივრული შეთავაზება


image


მეფესთან მიღებაზე ჩრდილოეთის ყველა ნარკობარონი იყო მიწვეული, რომლებიც ძირითადად უდიდეს ქალაქებში - ჩიანგმაიში, ჩიანგრაისა და ბანგკოკში ცხოვრობდნენ. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა: ბევრი უცხოელი მაღალი რანგის სტუმარი თვეების განმავლობაში ელოდა რამა IX-სთან აუდიენციას და ახლა თავად მეფე იწვევდა მათ. რა დიდი პატივია! ყველასთვის მოულოდნელად საუბარი საკმაოდ მკაცრ ტონში წარიმართა. ნარკობარონებს შესთავაზეს ნებაყოფლობით დაეტოვებინათ თავიანთი ბიზნესი, მოღვაწეობის სფეროდ სხვა დარგი შეერჩიათ ან საერთოდ დაეტოვებინათ ქვეყანა. ვინც ტაილანდის დატოვებას გადაწყვეტდა, უფლება მიეცემოდა მთელი თავიანთი კაპიტალის, ოჯახისა და ახლობელი ადამიანების ქვეყნიდან გაყვანის. ამავდროულად, თანამდებობიდან გაათავისუფლეს 700-ზე მეტი სახელმწიფო მოხელე, რომელიც ეჭვმიტანილი იყო ნარკოტრაფიკში. მათ შორის იყვნენ როგორც პოლიციელები და სამხედროები, ასევე განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების თანამშრომლებიც, თუმცა ცოტამ თუ ისარგებლა მეფის გონივრული შეთავაზებით. ნარკომაფიის ბოსები თავიანთ ძალებში დარწმუნებულები იყვნენ.





ეტაპი 2 - "მწვანე პიკაპების დრო"


image


შემდეგ დაიწყო - მსოფლიო საზოგადოების მიერ ორაზროვანი შეფასებების ძალიან რთული მეორე ეტაპი, რომელიც საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა ქვეყნისთვის. ამ ეტაპს "მწვანე პიკაპების დრო" ეწოდა. მოულოდნელად, ტაილანდის გზებზე, განსაკუთრებით მის ჩრდილოეთ ნაწილში, ისევე როგორც ბანგკოკში, სადაც ბევრი წარმატებული ნარკორეალიზატორი ცხოვრობდა უამრავი ახალი პიკაპი გამოჩნდა. ისინი ყველა იყო არამარკირებული და თან მწვანე ფერის, რაც ძალიან არადამახასიათებელი ფერი იყო ამ ტიპის მანქანებისთვის ტაილანდში. ძირითადად, ეს პიკაპები ღამით მოძრაობდნენ. ავტომობილებში ხალხის მცირე ჯგუფები იყვნენ გადანაწილებული. თითოეულ ასეთ მცირე რაზმს ცოტა ხნის წინ, თანამდებობიდან გათავისუფლებული ტაილანდის არმიის ოფიცერი ხელმძღვანელობდა, ხოლო მებრძოლებს შორის იყვნენ ძალიან განსხვავებული ფენისა თუ სტატუსის მქონე მშვიდობიანი მოქალაქეები, ყველა მათგანს ერთი რამ აერთიანებდა - თავიანთი დაკარგული ახლობლების გამო შურისძიების წყურვილი.


image



სიბნელის დადგომასთან ერთად, ასეთი პიკაპის 2-3 მანქანა მოულოდნელად ნარკობარონის მამულის ტერიტორიაზე შევარდებოდა, ხოლო რაც შემდეგ ხდებოდა წარმოდგენაც კი ჭირს. პიკაპებიდან გადმომხტარი ადამიანები თავიანთ რისხვას სრულ თავისუფლებას აძლევდნენ, რის შემდეგაც ადგილზე ყოველთვის რჩებოდა მათი "სავიზიტო ბარათი" - დასახიჩრებულ სხეულზე მოყრილი თეთრი ფხვნილი. ოპერაციის ეს ეტაპი დაახლოებით 9 თვე გაგრძელდა. ამ პერიოდის ბოლოსთვის ცოცხალი მხოლოდ ის ნარკორეალიზატორები გადარჩნენ, რომლებმაც ქვეყნიდან გასვლა ან ნებაყოფლობით ჩაბარება მოხერხეს.



image


ოპერაციაში ოფიციალურად არც ერთი სამთავრობო უწყება არ მონაწილეობდა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა თითქოს სპეცოპერაციაც კი ჩატარებული არ იყო. ქვეყნის გზებზე მწვანე პიკაპებს პოლიციაც კი "ვერ ხედავდა", რომლებიც მათ საგუშაგოებთან საერთოდ არ ხვდებოდნენ. სამეფოს რიგითი მაცხოვრებლები კი "ღამის გუშაგებს" მხოლოდ მიესალმებოდნენ და მათ "იინგ-ტინგს" უწოდებდნენ. კვლევების თანახმად, სამეფოს მცხოვრებთა ნახევარზე მეტი მზად იყო მათ რიგებს შეერთებოდა. რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის საქმეები იღძვრებოდა, თუმცა "მეტისმეტი დაკავებულობის" გამო მათ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იძიებდნენ, ბოლოს კი, გამოძიება იმ დასკვნამდე მიდიოდა, რომ "მაფიოზნიკები" თავად იყვნენ ყვლაფერში დამნაშავეები, რომლებიც ერთმანეთში გარჩევებს აწყობდნენ - აი, ასეთი იყო შედეგი.


image


"სახელმწიფოში არსებული უკანონობით" და "არადემოკრატიული მეთოდების" გამოყენებით მსოფლიო საზოგადოება აღშფოთებული იყო, რითიც მეფეზე ზემოქმედების მოხდენას ცდილობდა. მსოფლიო საზოგადოების აღშფოთების მიუხედავად ქვეყნის "დასუფთავების" ოპერაცია ჩვეულ რეჟიმში გრძელდებოდა. ოფიციალური მონაცემებით, ოპერაციის მეორე ეტაპის რვა თვის განმავლობაში ლიკვიდირებულ იქნა 7000-ზე მეტი ნარკორეალიზატორი, დაკავებულ იქნა 29394 დამნაშავე, ხოლო 20000-მდე "მებრძოლი" ნებაყოფლობით იქნა ჩაბარებული. "ღამის გუშაგების" მიერ აღებულ იქნა რამდენიმე ასეული ათასი სამალავი, ხოლო 312 მიწისქვეშა ქარხანა მთლიანად იყო განადგურებული. 200 ათასამდე ნარკოდამოკიდებულმა სტაციონარული მკურნალობა მიიღო. ოპერაციის შედეგი იყო ის, რომ ქვეყანაში ნარკოტიკების კულტივაცია და წარმოება პრაქტიკულად შეწყდა.





ეტაპი 3 – სამეფო მხარდაჭერის პროგრამა გლეხებისთვის


image


რაც არ უნდა ცუდი ყოფილიყო ეს სახელმწიფოსთვის, გლეხებს ტაილანდის მთებში ყაყაჩო მოჰყავდათ, ზოგიც მის მოსაყვანად პლანტაციებში მუშაობდა და ამით იღებდა სულ მცირე შემოსავალს, რომლითაც ოჯახს ინახავდა. მოულოდნელად კი ყველა ყაყაჩოს მინდორი ერთიანად იქნა განადგურებული, და შემდეგ დადგა მესამე ეტაპიც - ძალაში შევიდა სამეფო პროგრამა გლეხების მხარდასაჭერად.


image


სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის დიდი სუბსიდიები განხორციელდა. გლეხებს ჩაის, ყავის, ყურძნისა და მარწყვის მოყვანას სთავაზობდნენ, მზა პროდუქციის რეალიზება კი საკმაოდ სარფიანად ხდებოდა. გლეხებისგან სახელმწიფო უხარისხო ბრინჯსაც კი კარგ ფასად ყიდულობდა. ახლა ჩრდილოეთ ტაილანდის მთებში მხოლოდ ჩაის, ყავისა და ყურძნის პლანტაციებს თუ შეხვდებით. იმ მხარეში განსაკუთრებით ფესვი კარგად მარწყვმა გაიდგა, და იქ, სადაც სულ ცოტა ხნის წინ, ყაყაჩოები ულამაზესად ყვაოდნენ, ახლა მათ ადგილას თავს უგემრიელესი, ხასხასა, წვნიანი კენკრა იწონებს.









0
442
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
442