x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ინგლისის ნაკრების ყველაზე სამარცხვინო მარცხი ფეხბურთის ისტორიაში
image

70 წლის წინ, 1954 წლის 23 მაისი ინგლისის ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერა "შავ ლაქად", ამ დღეს რევანშს მოწყურებული ინგლისის ნაკრები ანგარიშით 1:7 დამარცხდა უნგრეთის ნაკრებთან.ეს გახლავთ ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი ნაციონალური ნაკრების ისტორიაში.



გუსტავ სებეს ხელმძღვანელობით 1950 წლის მაისიდან მოყოლებული უნგრეთს არცერთი მატჩი არ ჰქონდა წაგებული.მოიგო 1952 წლის ოლიმპიადა ფინეთის დედაქალაქში. სწორედ უნგრეთი ითვლებოდა შვეიცარიაში მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად. (შენიშვნა: დამარცხდა ფინალში გერმანიასთან 3:2)ერთი წლით ადრე, უნგრელმა ფეხბურთელებმა უკვე დაამარცხეს ინგლისის ნაკრები უემბლიზე ანგარიშით 6:3 -მაშინ პირველად არაბრიტანულმა გუნდმა ინგლისი საკუთარ მიწაზე დაამარცხა.


ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ჩათვალა, რომ ინგლისელი ფეხბურთელები ტექნიკურად და ფიზიკურად ყველა დანარჩენ გუნდს სჯობდა და 1953 წლის 25 ნოემბერს უნგრეთთან მარცხი მიაწერეს მოწინააღმდეგეების შეუფასებლობას.ამიტომ გადაწყვიტეს რევანში, რითაც სურდათ დამეტკიცებინათ, რომ სწორედ ინგლისი იყო ყველაზე ძლიერი გუნდი მსოფლიოში.



ყველა უცხოური ტაქტიკური და სამწვრთნელო მიღწევა იგნორირებული იყო, ინგლისის ნაკრები და კლუბების უმეტესობა აგრძელებდა თამაშს მოძველებული "WM" სისტემის მიხედვით. ეროვნული ნაკრების მწვრთნელს, უოლტერ ვინტერბოტომს არ ჰქონდა სამწვრთნელო გამოცდილება, ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია კი ფეხბურთელების შერჩევისას ყოველთვის არ აკეთებდა სწორ არჩევანს.

image


მატჩი გამიართა 1954 წლის 23 მაისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, "ნეპშტადიონზე". თამაშს ესწრებოდა 92 000 მაყურებელი.



ინგლისის ნაკრებმა მატჩში სტანდარტული "WM" სქემით დაიწყო; სასტარტო შემადგენლობაში შედიოდნენ ეროვნული ნაკრების წამყვანი ფეხბურთელები: კაპიტანი ბილი რაიტი, მეკარე გილ მერიკი, გარემარბი ტომ ფინი და ფორვარდი აივორ ბროდისი; ამავდროულად, ინგლისის ნაკრებში ცენტრალური თავდამსხმელის, ბედფორდ ჯეზარდის სასტარტო დებიუტი შედგა .


უნგრეთის ნაკრებმა სტანდარტი 4-2-4 -ით ითამაშა. იოზეფ ბოჟიკი თამაშობდა დაცვით ნახევარმცველად, ნანდორ ჰიდეგკუტი თამაშობდა შემტევ ნახევარმცველად. ფერენც პუშკაში და შანდორ კოჩიში ცენტრალური თავდამსხმელები იყვნენ, ფლანგური თავდამსხმელები კი ზოლტან ციბორი და იოზეფ ტოტი იყვნენ.


პირველ ტაიმში ანგარიში მატჩის მე-10 წუთზე მიხაი ლანტოშმა გახსნა; შვიდი წუთის შემდეგ გუნდის ლიდერმა ფერენც პუშკაშმა უნგრეთის უპირატესობა გააორმაგა, ორი წუთის შემდეგ კი შანდორ კოჩიშმა ანგარიში სამამდე გაზარდა. პირველი ტაიმის განმავლობაში უნგრეთი დომინირებდა.


მეორე ტაიმიც ასე გაგრძელდა: კოჩიშმა დუბლი შეასრულა 57-ე წუთზე, ნანდორ ჰიდეგკუტიმ მეხუთე გოლი 59-ე წუთზე გაიტანა, იოზეფ ტოტმა მეექვსე 63-ე წუთზე, ფერენც პუშკაშმა კი მე-7 გოლი 71-ე წუთზე დუბლით დააგვირგვინა. ინგლისის ტაქტიკური ქმედებები საშინელი იყო, „პრესტიჟის გოლი“ 68-ე წუთზე აივორ ბროადისმა გაიტანა.


image

მატჩის შედეგმა დაადასტურა, რომ ინგლისი აღარ იყო სერიოზული საფეხბურთო ძალა. თამაშმა აჩვენა, რომ უემბლიზე წინა მარცხი 6:3 შემთხვევითი არ იყო და დრო იყო ფეხბურთის სამშობლოს უცხოური გამოცდილებები გაეზიარებინა.


0
179
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
179
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0