x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ვინ იყვნენ რუსთავში მოკლული დედა-შვილი?
imageცნო­ბი­ლი გახდა რუს­თავ­ში მოკ­ლუ­ლი დედა-შვი­ლის ვი­ნა­ო­ბა. ახალ­გაზ­რდა კაც­მა დუმბაძის ქუჩაზე სკვერში საკუთარი მე­უღ­ლე მა­რი­ამ სოფ­რო­მა­ძე და სი­დედ­რი ინგა ბე­გაშ­ვი­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკლა.


მკვლელობის დროს დედა-შვილს თან საბავშვო ეტლით ჩვილი ახლდათ.და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლას პირ­ვე­ლე­ბი რუს­თა­ვის და­სუფ­თა­ვე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მი­ვიდ­ნენ, რო­მელ­თა თქმი­თაც, 5 გას­რო­ლის ხმა გა­ი­გეს და ორი ცხე­და­რი ნა­ხეს. მა­თი­ვე თქმით, დამ­ნა­შა­ვეს გაქ­ცე­ვა არ უც­დია და პო­ლი­ცი­ამ ის ად­გილ­ზე და­ა­კა­ვა. ერთ-ერთი ვერ­სი­ით კი მან თა­ვად და­რე­კა პო­ლი­ცი­ა­ში.


30 წლის მამაკაცი დააკავეს.გა­მო­ძი­ე­ბა შსს-მ სსკ-ის 109-ე, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით და­ი­წყო.

image


"ხუთი გასროლის ხმა იყო, თავდაპირველად ორი, შემდეგ კიდევ ორი და ბოლოს ერთი გასროლის ხმა. გავიქეცით, ვნახეთ ორი გარდაცვლილი. აქეთ კი, ეტლი იყო გამოგორებული, პატარა ბავშვი იყო შიგ, ალბათ, 1 წლის იქნებოდა. ის ბავშვი სკვერში მე წამოვიყვანე, პოლიციელს ვუთხარი, რომ მე წავიყვან-მეთქი. მერე ბავშვი ექიმებმა წაიყვანეს. თვითონ ის კაცი, რომელმაც ისროლა არ გარბოდა, ადგილზე იყო ისე ჩასვეს მანქანაში. პოლიციის მოსვლამდე ადგილზე იყო. მე არ დამინახავს, მაგრამ თქვეს, რომ ამ კაცს იარაღი ჰქონდა”, - აცხადებს თვითმხილველი "ინფო რუსთავთან" საუბარში.


გარ­დაც­ვლი­ლებ­ზე მათი ყო­ფი­ლი მე­ზო­ბე­ლი "პა­ლიტ­რა ვი­დე­ოს­თან" შემ­დეგს ჰყვე­ბა:

"ინგა მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დედა იყო, ადრე ჩემს მე­ზობ­ლად ცხოვ­რობ­დნენ, მაგ­რამ შემ­დეგ მთავ­რო­ბამ რო­გორ მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი და გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ოჯა­ხი, გა­და­იყ­ვა­ნა და სხვა­გან შე­ა­სახ­ლა. მა­რი­ა­მის გა­თხო­ვე­ბის ამ­ბა­ვი ამ ზა­ფხულს გა­ვი­გე მისი დის­გან, რო­მე­ლიც გა­სა­თხო­ვა­რია. მა­რი­ა­მის ქმრის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვიცი. ინ­გამ მარ­ტომ, წვა­ლე­ბით გა­ზარ­და შვი­ლე­ბი, ბავ­შვებ­ზე ცუდი არას­დროს არა­ფე­რი გა­მი­გია. ბი­ჭე­ბიც ჰყავს და გო­გო­ნე­ბიც, ეს ბავ­შვე­ბი ერ­თმა­ნე­თის პატ­რო­ნე­ბი იყ­ვნენ. კარ­გი შვი­ლე­ბი გა­ზარ­და. ვერ იყო ეს ბიჭი ჯან­მრთე­ლად, ალ­ბათ, თო­რემ ეს რო­გორ უნდა ჩა­ე­დი­ნა, არ ვიცი".

image

0
181
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
181
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0