x
მეტი
  • 16.06.2024
  • სტატია:135371
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509636
ისრაელში დამყარდა მსოფლიო რეკორდი ფეხბურთში პენალტების სერიაში, 23:22 დასრულდა შეხვედრა

image
პენალტების სერია უცხო არასდროს ყოფილა ფეხბურთში "ახალი ხილი", მაგრამ პენალტებიცაა და პენალტებიც.
ის რაც მოხდა ისრაელში, ჯერ არსად არ მომხდარა ფეხბურთის არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე.
კლუბი "დიმონა" ხვდებოდა კლუბ "შიმშონს"ისრაელის მეორე ლიგაში გადასვლის "ფლეიოფის" პირველ შეხვედრაში. სწორედ ამ შეხვედრაზე დაფიქსირდა მსოფლიო რეკორდი პენალტების სერიაში.

შეხვედრა შედგა 20 მაისს, ძირითადი და დამატებითი დრო დამთავრდა ანგარიშით 2:2, რასაც პენალტების სერია მოჰყვა. სწორედ ამ პენალტების სერია გახდა ახალი მსოფლიო რეკორდის დამყარების მიზეზი.
"დიმონმა" გაიმარჯვა ანგარიშით 23:22. ორივე გუნდის ფეხბურთელებმა სარეკორდო რაოდენობის პენალტები დაარტყეს.

ადრინდელი მსოფლიო რეკორდი ეკუთვნოდა ნამიბიელ ფეხბურთელებს, სადაც ნამიბიის თასის ფინალში (2005 წელს), მეტოქე გუნდების ფეხბურთელებმა კარში დაარტყეს 48 პენალტი.

0
173
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
173