x
მეტი
  • 16.06.2024
  • სტატია:135371
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509636
მსოფლიოში ყველაზე დიდი ტუჩების მქონე ქალი, რომელსაც დღემდე გაურბიან მამაკაცები გარეგნობის გამო

image
ბულგარეთის დედაქალაქის მცხოვრებმა, მსოფლიოში ყველაზე დიდი ტუჩების მქონე ანდრეა ივანოვამ გადაწყვიტა ამჯერად სარეკორდო ზომებამდე გაიდიდოს ღაწვები.
ახლა კატასტროფულად გამოიყურება და ღაწვების გადიდების შემდეგ წარმოიდგინეთ რას დაემსგავსება პატივცემული ივანოვა.
25-წლის ანდრეამ 1, 6 ათასი ფუნტ სტერლინგი დახარჯა ღაწვების გასადიდებლად, თუმცა ანდრეა შედეგით კმაყოფილი არაა და აპირებს ფილერისათვის დამატებით გადაიხადოს ფული, რათა მისმა ღაწვებმა ტუჩებივით სარეკორდო ზომებს მიაღწიოს.

ექიმებმა გააფრთხილეს ანდრეა, რომ დამატებითი ინექციები შესაძლოა საფრთხის შემცველი გახდეს მისი სიცოცხლისათვის, თუმცა ანდრეას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ღაწვების ზომებთან ერთად ნიკაპის ზომაც გაიდიდოს.
ანდრეას მთავარი მიზანია-"Bratz"-ის თოჯინების ადამიანის ვერსიას დაემსგავსოს.

"მე მინდა მქონდეს არა მხოლოდ ყველაზე დიდი ტუჩები მსოფლიოში, არამედ მე მინდა ყველაზე მქონდეს ყველაზე დიდი ღაწვები მსოფლიოში. ჯერ მხოლოდ 4 ინექცია გამიკეთეს ღაწვების გასადიდებლად, დამრჩა კიდევ 2 ინექცია, რომლის წყალობითაც მე გავხდები ყველაზე დიდი ღაწვების მქონე ქალი დედამიწაზე"-აცხადებს ანდრეა ჟურნალისტებთან საუბარში.

ამასთან ერთად ანდრეა არ აპირებს მიღწეულ შედეგზე გაჩერებას და აპირებს კიდევ უფრო გაიდიდოს ტუჩები, რისთვისაც ისევ ინექციებია საჭირო.
"ჩემი ტუჩები ისეთი დიდი ზომის და მოცულობის არაა, როგორიც მე მინდა, რომ იყოს"-ასეთია ანდრეა ივანოვას პასუხი კითხვაზე, აპირებს თუ არა ტუჩების გადიდებასაც!
ანდრეა აღიარებს, რომ მისი უჩვეულო გარეგნობის გამო მისთვის ჯერჯერობით შეუძლებელია ნამდვილი სიყვარულის პოვნა. თუმცა ანდრეას ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ შეხვდება თავისი ცხოვრების სიყვარულს, ანდრეას არ აინტერესებს სხვისი აზრი და "ჰეითერების" კომენტარებს მუდამ აიგნორებს.

ანდრეამ თავისი გარეგნობის შეცვლა აქტიურად დაიწყო 2018 წელს, ჯერ გაიდიდა ტუჩები, შემდეგ კი უზარმაზარ ზომებამდე გაიდიდა ბიუსტი. ანდრეას თქმით მას საკუთარი ქალაქის ნებისმიერ კლინიკაში უკვე იცნობენ, რადგან არაა კლინიკა სოფიაში, სადაც რაიმე სახის პროცედურა არ ჰქონდეს ჩატარებული.

რატომ უნდა გარისკო ადამიანმა სიცოცხლით, როცა ექიმები გაფრთხილებენ, რომ დამატებითი ინექციები სასიცოცხლოდ მაჩვენებლებისათვის საფრთხის შემცველია?
"გემოვნებაზე არ დაობენო"-ნათქვამია, მაგრამ ეს გემოვნება კი არა აშკარად უგემოვნებაა და სწორედ ამიტომაც გაურბიან ანდრეას მამაკაცები ჭირივით.

imageimageimageimageimageimageimageimage








0
253
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
253