x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
"ქურდ ქუდი ეწვისო", ამ გერმანელ პოლიტიკოსზეა ნათქვამი როცა საპატრიარქოს ეხება და მოწოდებებს აკეთებს
image
როცა ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ასეთ განცხადებას აკეთებს, ეს აპრიორი ნიშნავს, რომ ეს პოლიტიკოსი არღვევს დიპლომატიის ყველა ნორმას.


ხელისუფლებას, სასწრაფოდ უნდა გაეძევებინა ქვეყნიდან როთი, როგორც ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშად ჩამრევი პოლიტიკოსი, სასწრაფოდ უნდა გამოეძახებინა გერმანიის ელჩი საქართველოში და წარედგინა სპროტესტო ნოტა გერმანელი მაღალი რანგის პოლიტიკოსის განცხადებების გამო, რომელმაც ირიბად ხელისუფლების დამხობისაკენ მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს.



როთი აცხადებს: "ჩვენ ვრჩებით კონსტრუქციული დიალოგის მომხრეებად საქართველოს ხელისუფლებასთან და საქართველოს პარლამენთთან, მაგრამ შეწყვიტეთ მუქარები, უკან გამოიხმეთ კანონი "უცხოელი აგენტების შესახებ".



გერმანელი პოლიტიკოსის განცხადებიდან ლოგიკურად იკითხება, რომ საქართველოს შიდა საქმეებში აშკარად ერევა უცხო ძალები, რომელთა გამოაშკარავების კატეგორიული წინააღმდეგია როთი.




გერმანიას უამრავი კანონი აქვს მიღებული, რომელიც მიუღებელია ჩვენთვის, მაგრამ ამის გამო გერმანიაში მოქმედ ქრისტიანული რელიგიის ორ რელიგიურ მიმდინარეობებს პროტესტანტიზმს და კათოლიციზმს არ ვაიგივებთ გერმანიის ხელისუფლებასთან და გერმანელ ერს არ მოვუწოდებთ შეცვალონ ხელისუფლება ძალისმიერი გზით.


ნაკომუნისტარი ანგელა მერკელის კისერზე, რომაა 2008 წლის ომი ქართველებს არ გვესწავლება.


კეთილი ინებეთ ბატონო რუთ და თქვენს ნუდისტ მოქალაქეებს მიხედეთ, ჩვენ როგორმე მივხედავთ უთქვენოდ თავს.


სწორედ თქვენი ქვეყნის ლიდერმა ადოლფ ჰიტლერმა დააყენა სისხლის ტბები მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში, 350 000 ქართველი შეეწირა გერმანულ ნაციზმთან ბრძოლას. იმ გერმანიის სამართალმემკვიდრეები თქვენ ხართ, საქართველო არაა სსრკ-ს სამართალმემკვიდრე, რუსეთია-ადრესატი შეგეშალათ.




0
157
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
157