საქართველო იმედგაცრუებული "ქართველი მეოცნებეები" 2012, 16 ოქტომბერი, 1:01 ნამდვილად რომ ვერაფერს იტყვი და წუნს ვერ დასდებ ახალი ქართული კოალიციის "ქართული ოცნების" სახელწოდებას. სწორედაც რომ ოცნებაა ეს ყველაფერი ქართველი ხალხისა და მხოლოდ უფალი უწყის ოდესმე რეალობად იქცევა თუ არა. მითუმეტეს მას შემდეგ, რაც კოალიციის ლიდერმა, ბატონ ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას განუცხადა, რომ საკუთარი ბიუჯეტიდან თეთრიანის დახარჯვას არ აპირებს.არა და ემიგრანტებმა უკვე შვებით ამოისუნთქეს. ვინ და რატომ ავრცელებს ამ ინფორმაციას არ ვიცი, მაგრამ საზრვარგარეთ ჰგონიათ, რომ როგორც იქნა საქართველოს დაუბრუნდა დიადი ბრწყინვალება.
- ვაა რა მაგარია სააკაშვილი გაიქცა არაა?
მწერს გახარებული მეუღლე თურქეთიდან
-საიდან მოიტანე?
-აქ ყველა ამაზე ლაპარაკობს. -არა, ტყუილია. -პენსიები ხომ გაზარდეს უკვე? -ჯერ პარლამენტი არ დაუმტკიცებიათ. -და არც კომუნალურები შეამცირეს? -არა, ჯერ საბოლოოდ არჩევნების შედეგებიც არ გამოქვეყნებულა. -აქ კი ამბობენ ყველაფერი მორჩაო........" ეხ ჩემო ძვირფასებო, მორჩენამდე ჯერ ბევრი გვიკლია. რაც შეეხება თვითონ ქართული ოცნების დამოკიდებულებას ემიგრანტებისადმი გეტყვით, რომ სოციალურ ქსელ "ოდნოკლასნიკებში" ერთი საინტერესო "გრუპა" სახელად "ქართველ ემიგრანტთა ქართული ოცნება" აღმოვაჩინე. პირდაპირ შემძრა იქ ნანახმა რამდენიმე ფოტოსურათმა. ნუთუ ეს არის ჩვენი ოცნება??? რატომ ვემსგავსებით მათ, ვინც გვძულს და ვისაც ვაკრიტიკებთ? თქვენი არ ვიცი, მაგრამ რაც შეეხება ჩემს აზრს ამ ფოტოებზე დავესესხები ჩვენს დიდ მგოსანს და ვიტყვი: " სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს". 2689 23-ს მოსწონს 7-ს არა |
ეხლა საქმეს რაც შეეხება
შენი საუბარი და ივანიშვილის წინასაარჩევნო დაპირებები რომ დაპირისპირებაში მოდის ვერ ატყობ? როგორც ჩანს ვერა.
კაცმა აღიარა ისეთი დაპირებები გავეცი, რომ გადაჭარბებული იყო ყველაფერიო. შენ კიდე წინასაარჩევნოდ გჯეროდა ამ დაპირების ხომ ასეა? და ამ დაპირებების გამო ხმა მიეცი! მაგრამ ახლა რაღას იტყვი? კაცი ამბობს გადასახადები ისედაც ყველაზე იაფი გვაქვს მთელ ევროპასთან შედარებითო, მეტი რაღა უნდა გააიაფონ? ახლა ხომ მაინც გჯერა რო ტარიფების განახევრება მართლაც რომ ოცნებაა! ამას ნაციოანლებიც ამბობდნენ თავის დროზე.
რაც შეეხება ოფლითა და შრომიტ მოპოვებულ მილიარდებს, ჯერ გაიკითხე როგორ მოიპოვა ეგ მილიარდები და მერე ილაპარაკე ივანიშვილზე!
ოფლით მოპოვებული შრომა ჰქვია ზურგზე რომ ფეხებს იდგავ! მაგან კიდე მილიარდები რუსეთში შეკვეთილი მკვლელობებით დააგროვა და იმდროინდელი რუსული მაფიის კანონიერ ქურდებთან ჰქონდა ბიზნესი გაყოფილი!
შენ თუ მაგარი ხარ წადი მოსკოვში და 8 მილიარდი კიარა, 1 მილიონი დააგროვე პატიოსანი შრომით! ცოტა დაუფიქრდი რას ნიშნავს, იყი მილიარდელი 90-იანი წლების მოსკოვში და იყო პატიოსანი მშრომელი! განსხვავება უზარმაზარია.
აქვე მაგალითი მოვიყვანოთ
იმედი მქონდა მეოცნებეები ბენზინს გააიაფებდნენ 50 თეთრით და 1.50 ლარს გახდიდნენ მაგრამ აბა დამანახე სადაა გაიაფებული? რატო ღირს ბენზინი ისევ 2 ლარი?
უბრალოდ გირჩევ ნუ დაემსავსები პოლიტიკურად გაფანატებულ ადამიანს. მე არავისზე არ ვაფანატებ, რაც სიმართლეა იმას ვამბობ, ნაციონალებს არ ჰქონდათ ისეთი დაპირება რაც მეოცნებეებს ჰქონდათ! ნეტა რატომ? იმიტომ რომ იცოდნენ სისულელეა ასეთი დაპირებების გაცემა რასაც ივანიშვილი გასცემდა, თქვენ კიდე გჯეროდათ. ახლა ცოტა მაინც შეუშვით ყურში რომ ჩვენი ბიუჯეტი ვერანაირად ვერ ეყოფა მეოცნებეების წინასაარჩევნო დაპირებებს! ამიტომ ვამბობ რომ გადმორიცხოს მილიონები ბიუჯეტში, რომ თავისი დაპირებები რაც შეიძლება მალე შეასრულოს! მაგრამ შენ ამბობ არ გადმორიცხოსო და კაი ბატონო, ნუ გადმორიცხავს.
სახელმწიფო ვალდებულია მისი მოქალაქეების მიმართ, განურჩევლად ეროვნებისა და პოლიტიკური ნიშნისა დაეხმაროს. იმედია ამდენს აცნობიერებს დღევანდელი ხელი