შოუბიზნესი რიანა და კრის ბრაუნი ქორწინდებიან 2012, 16 ოქტომბერი, 0:30 ალბათ გახსოვთ, რომ მომღერალ რიანასა და მისი რჩეულის-კრის ბრაუნის სკანდალური განშორების შესახებ ყველა ჟურნალი თუ გაზეთი წერდა.შოუბიზნესის სამყარო შეძრა ფოტოსურათებმა, რომლებშიც კრისის მიერ ნაცემი რიანა იყო გამოსახული.ამ ფაქტს მრავალი ვარსკვლავი გამოეხმაურა და საბოლოოდ საქმე სასამართლომდეც კი მივიდა.ქალს ჯერ სერიოზული სამედიცინო დახმარება დასჭირდა, საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ კი ბარბადოსზე წავიდა, რადგან სერიოზულად ეშინოდა ბრაუნის.სულ ახლახან კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილი ისევ ერთადაა და დაქორწინებასაც კი აპირებს.უცხოურ პრესას თუ დავუჯერებთ, რიანამ თავად განუცხადა თავის ახლობლებს, რომ ისევ კრისთან ყოფნა სურს.მისი მეგობრები და ოჯახის წევრები შოკში არიან.შესაძლოა, ეს მართლაც ნამდვილი სიყვარულია და ვარსკვლავმა გადაწყვიტა საყვარელ მამაკაცს მეორე შანსი მისცეს, თავად კრის ბრაუნი კი საზოგადოებაში ახალი ტატუთი გამოჩნდა, რომელიც ძალიან ჰგავს ნაცემი რიანას სახეს.როგორ განვითარდება მოვლენები, მომავალში ვნახავთ. 292 4-ს მოსწონს
|