ქალი და მამაკაცი გოგონას გატაცება სე@ს ექსპერიმენტებით ტრაგედიით დასრულდა 20 მაისი, 18:29
დიდ ბრიტანეთში ექიმებმა ვერ გადაარჩინეს მოცეკვავე, რომელიც სექს ექსპერიმენტებით იყო გატაცებული. ამის შესახებ BBC News-ი იუწყება.
26 წლის ბრიტანელი ჯორჯია ბრუკსი ოფიციალურ ურთიერთობაში იყო 31 წლის ლუკ ქენონთან. ორივემ პარტნიორმა ერთმანეთს მშობლები და ახლო ნათესავები გააცნო. თუმცა, 2022 წლის 2 თებერვალს მოხდა ტრაგედია: ქენონმა დარეკა 911-ზე და ოპერატორს უთხრა, რომ ბრუკსი უგონო მდგომარეობაში იყო. გოგონა სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვალების მიზეზი დახრჩობა აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, ბრუკსმა და ქენონმა იმ საღამოს რამდენიმე სახეობის ნარკოტიკი მიიღეს, შემდეგ კი სექსიც ჰქონდათ, რა დროსაც მამაკაცმა პარტნიორის გაგუდვა დაიწყო. ქენონი ბრუკსთან ერთად საავადმყოფოში მივიდა. მას შემდეგ რაც გაიგო, რომ გოგონას სიცოცხლის ფასი დაჯდა მისი ქმედებები სექსის დროს, მამაკაცი სახანძრო გასასვლელიდან გაიპარა. ერთი დღის შემდეგ ის საავადმყოფოსთან ახლოს, ტყეში ხეზე ჩამოკიდებული იპოვეს. ქენონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რადგან ვერ შეეგუა მომხდარს. მომხდარზე გამოძიება რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბრუკსის და ქენონის სმარტფონების შინაარსის განხილვის შემდეგ, გამომძიებლებმა დაასკვნეს, რომ სექსუალური ასფიქსია იყო პრაქტიკა, რომელის ბრუს თავად სურდა. მათ ურთიერთობაში სხვა უჩვეულო სექსუალური პრაქტიკაც იყო. სასამართლომ დაასკვნა, რომ ქალის გარდაცვალება შემთხვევითი იყო. ნარკოტიკების გავლენის ქვეშ ქენონმა უბრალოდ ვერ გამოთვალა მოჭერის ძალა. 731 2-ს მოსწონს
|