x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ნიგოითის (ჩოლოქის) ბრძოლა, სადაც ოსმანთა და რუსთა მხარეს ორივეგან ქართველი მეთაურობდა
image

170 წლის წინ, 1854 წლის 20 მაისს ს ყირიმის ომის (1853-1856) დროს გურიის სოფლების ნიგოითისა და შუხუთის მიდამოებში გაიმართა ოსმანთა იმპერიის და რუსეთის იმპერიის შორის ბრძოლა, რომელიც ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ორივე მოწინააღმდეგე მხარეს ქართველი მეთაურობდა.



1854 წელს ოსმალებმა ფართო ფრონტით დაიწყეს შეტევა ბათუმიდან, ანაკლიიდან და სოხუმიდან. ოსმალების ბათუმის კორპუსს, რომელსაც სელიმ-ფაშა მეთაურობდა, ოზურგეთ-ქუთაისის გავლით თბილისის მიმართულებით უნდა ემოქმედა. სელიმ-ფაშა 34 ათასი მებრძოლით მდინარე ჩოლოქს, რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიების საზღვარს მიადგა. სელიმ-ფაშას რაზმი შედგებოდა მოხალისეთაგან (ბაში-ბუზუკები), რომლებსაც ქართველი ჰასან-ბეგ თავდგირიძე მეთაურობდა. რუსეთის იმპერიის მხრიდან ახალციხე-გურიის რაზმის უფროსად დანიშნული იყო გენერალ-ლეიტენანტი ივანე ანდრონიკაშვილი. ნიგოითიდან ქუთაისისაკენ მიმავალ გზას იცავდა პოდპოლკოვნიკი ნიკოლოზ ერისთავი 2 ბატალიონითა და 4 ქვემეხით. ოსმალები შეიარაღებულნი იყვნენ ინგლისური იარაღით, ხოლო რუსების რეგულარული ჯარი და ქართველებით დაკომპლექტებული მილიცია — კაჟიანი თოფებით.




სელიმ-ფაშას 12-ათასიანმა რაზმმა გადაკვეთა მდინარე ჩოლოქი და 11 აპრილს დაიკავა ოზურგეთი. იმავე წლის მაისში სელიმ-ფაშამ ჰასან ბეგ თავდგირიძეს, რომელიც თავისი ჯარით შეკვეთილში იდგა, უბრძანა განედევნა ნიგოიეთის ქედზე მდგომი გურიის რაზმი. თავდგირიძე დაიძრა შეკვეთილიდან ნიგოითისკენ. განვლო გურიანთა, ბაილეთი, აკეთი, მამათი და ლანჩხუთი. წინააღმდეგობა არსად შეხვედრა, გურიის ჯარი შეგნებულად იყო უკანდახეული.



თავდგირიძემ შეუტია თავად მაჭუტაძეების სასახლეს ნიგოითში. 27 მაისს ნიკოლოზ ერისთავი მოულოდნელად თავს დაესხა მტერს და ხელჩართული ბრძოლა გაუმართა. ოსმალებმა რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენეს და უკუიქცნენ. რუსეთის იმპერიის რეგულარულმა ჯარმა და ქართველთა მილიციამ მტერს მძიმე მარცხი მიაყენა. ჰასან-ბეგ თავდგირიძე ბრძოლის ველზე აზნაურმა ერასტი ჭყონიამ მოკლა. ბრძოლაში თავი გამოიჩინეს აზნაურებმა გოგია კუპრაძემ, ერასტი ჭყონიამ და მისმა ძმებმა, ლანჩხუთის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდლებმა სოფრომ ჯაშმა, ნიკოლოზ და გაბრიელ კანდელაკებმა. სელიმ-ფაშამ მოკლულთა და დაჭრილთა სახით 3 ათასი მებრძოლი დაკარგა, ერისთავის რაზმმა — 600.


ნიგოითის ბრძოლამ საშუალება მისცა გენერალ ანდრონიკაშვილს ოზურგეთისკენ დაძრულიყო. სელიმ-ფაშამ ქალაქი მიატოვა და ჩოლოქის მარცხენა მხარეს, გაღმა ქაქუთში დაბანაკდა, რასაც მოჰყვა ჩოლოქის ბრძოლა.


ნიგოითის ბრძოლაში თურქთა დამარცხების შემდეგ გენერალი ივანე ანდრონიკაშვილი, თურქთა მთავარი ძალების წინააღმდეგ შეტევის მიზნით, ოზურგეთისაკენ დაიძრა, ოსმალეთის ჯარმა სასწრაფოდ დატოვა ქალაქი და მდინარე ჩოლოქის მარცხენა ნაპირზე დაბანაკდა. რუს-ქართველთა ჯარის განკარგულებაში იყო 11 ბატალიონი (ქვეითი), 4 ასეული (დონელი კაზაკები), მილიციის 6 ქვეითი და 5 ცხენოსანი ასეული (იმერეთისა) და 6 ქვეითი რაზმი (გურიისა), სულ 10 ათასი ჯარისკაცი. თურქთა ჯარი, რომელსაც სინანფაში (სელიმ-ფაშა) სარდლობდა, 35 ათასი ჯარისკაცს ითვლიდა. გენერალი ანდრონიკაშვილმა მტერზე სწრაფი იერიშის მიტანა გადაწყვიტა. 4 ივნისს დილით „გურიის რაზმმა“ მტრის მოწინავე რაზმი დაამარცხა, მდინარე ჩოლოქისაკენ დაეშვა და ოსმალებს უკანდასახევი გზა მოუჭრა, შემდეგ ჩოლოქი გადალახა და მტრის პირისპირ დადგა. საარტილერიო ცეცხლის გახსნის შემდეგ რუს-ქართველთა მხედრობა ბრძოლაში ჩაება და, მტრის რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, დიდი მსხვერპლით წინ მიიწევდა.


კავალერიის ბრძოლაში ჩაბმის შემდეგ ჯარის სხვა ნაწილებიც ფართო შეტევაზე გადავიდნენ. ხელჩართულ ბრძოლაში ოსმალები შედრკნენ და უკან დაიხიეს. რუს-ქართველთა ცხენოსნებმა მტერს ქობულეთამდე სდიეს. სელიმ-ფაშამ დაკარგა 4 ათასი მებრძოლი, 15 ქვემეხი, 36 დროშა და 3 ბანაკი, ანდრონიკაშვილმა - 1500 კაცი.




ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის ქართული მილიცია წმ. გიორგის დროშით დააჯილდოეს. ჩოლოქის ბრძოლაში გამარჯვებამ ჩაფუშა ოსმალეთის ცდა, სურამის გზით შეეერთებინა ახალციხე-ახალქალაქისა და ბათუმის კორპუსები.


ნიგოითის ბრძოლა პოპულარულ კულტურაში:ნიგოითის ბრძოლა და ჰასან-ბეგ თავდგირიძის სიკვდილი ასახულია ხალხურ სიმღერაში „ხასანბეგურა“. ბრძოლაში მონაწილე თუშების და მათი ლიდერის, ივანე ელიზბარიძის შესახებ გამოთქმულია თუშური ხალხური ლექსი.

0
355
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
355
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0