x
მეტი
  • 17.06.2024
  • სტატია:135388
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509670
რა ხდება სინამდვილეში, როდესაც საღეჭ რეზინს ვყლაპავთ
აწიეთ ხელი მათ, ვისაც ბავშვობაში მშობლები აფრთხილებდნენ, რომ საღეჭი რეზინი არ გადაეყლაპა და მიუხედავად ამისა, მაინც გაქვთ გადაყლაპული. ვფიქრობ, ყველა ჩვენგანს, ცხოვრებაში ერთჯერ მაინც აქვს ის გადაყლაპული.



image



ალბათ გსმენიათ ყველანაირი საშინელი ამბავი, რაც შეიძლება საღეჭი რეზინის ჩაყლაპვის გვერდითი ეფექტი ყოფილიყო - ის მუცელში 7 წელი ან სამუდამოდ დარჩება; კუჭზე მიგეკრობა და მოკვდები; თუ ბევრ საღეჭს გადაყლაპავ, ის უბრალოდ მუცელს აავსებს და ყელამდე ამოვა და ა.შ.



ასეთი ამბების შემდეგ ყველა, რა თქმა უნდა, ცდილობდა, საღეჭი რეზინი არ გადაეყლაპა. მაგრამ მსგავსი საშინელება არავის არ დამართვნია! განა არის ვინმე ვისაც არასოდეს არ გადაუყლაპავს ის? მაშ, ყველა განწირულები ვართ? მართალია ყველა ეს საშინელებათა ისტორია მის შესახებ?



რა ხდება სინამდვილეში, როდესაც საღეჭ რეზინს ვყლაპავთ





კარგი ამბავი ის არის, რომ არცერთი ეს ამბავი არ არის სიმართლე. მიუხედავად იმისა, რომ საღეჭი რეზინის გადაყლაპვა მაინც არ არის რეკომენდებული.


"მართალია, რომ საღეჭი რეზინის ინგრედიენტების უმეტესობა ბუნებაში არ არსებობს", - ამბობს გასტროენტეროლოგი რობინ ჩუტკანი. - რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვაქვს ფერმენტები მათ მოსანელებლად. მაგრამ საღეჭი რეზინი საბოლოოდ გადადის საჭმლის მომნელებელი სისტემის მეშვეობით ნაწლავებში, ერევა განავალს და გამოიყოფა“. და ეს "საბოლოოდ" არ ნიშნავს, რომ ამ პროცესს სჭირდება 7 წელი. ის არ გაიჭედება მუცელში და არ მიეკრობა კუჭსა და ნაწლავებს.


image



ვინაიდან საღეჭ რეზინს კვებითი ღირებულება არ აქვს, მის გადაყლაპვას აზრი არ აქვს. მასში არსებული შაქრისგან მხოლოდ ნახშირწყლები შეიწოვება. ყველაფერი დანარჩენი არის არაბუნებრივი კომპონენტები, რომლებთანაც თქვენს სხეულს საერთო არაფერი აქვს. სწორედ აქედან მოდის ასეთი საშინელი ისტორიები ბავშვობიდან.


image


ასე რომ, დიახ, თუ საღეჭი რეზინას გადაყლაპავთ, არ მოკვდებით, მაგრამ კუჭს მეტი ძალისხმევა დასჭირდება, რათა შეეცადოს მოინელოს ის, რაც არ არის თქვენთვის კარგი.



1
171
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
171
  
24 მაისი, 13:30
ჩემი მეზობლის ბავშვი ავადმყოფობდა, 5 წლის ბიჭი იყო. სად არ ჰყავდათ, თავი და ბოლო ვერ გაუგეს, "გაჭყიპეს" ბავშვი პრეპარატებით.
ზუგდიდში რუსი რადიოლოგი ქალი მუშაობდა კომპინატის საავადმყოფოში, მან დააფიქსირა ის რაც ვერავინ შეამჩნია.
კუჭიდან 12-გოჯა ნაწლავის გადასასვლელში საღეჭი რეზინი მიკვრია ნაწლავს, ეროზია და წყლული გააჩინა, რაც ბავშვს აუტანელ ტკივილებს აყენებდა.
ზუგდიდშივე გაუკეთეს ოპერაცია და საბედნიეროდ გადარჩა.
0 1 1