x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ტოპ 5 უსარგებლო საოჯახო საქმე, რაზეც უქმად კარგავთ დროს
image

ყველა ეს არასაჭირო აქტივობა გვაკარგვინებს ძვირფას დროს, ნანატრ უქმეებს, ოჯახთან ან მეგობრებთან კომუნიკაციას.


მოდით გავიგოთ რომელი საყოფაცხოვრებო საქმიანობა საერთოდ არ არის სავალდებულო, მაგრამ ჩვენ მაინც ჯიუტად ვასრულებთ ჩანერგილი ჩვევების გამო?



5. მომზადებამდე აბსოლუტურად ყველა ბოსტნეულის გაფცქვნა




დედებისა და ბებიების ვისწავლეთ და ბევრი თქვენთაგანიც ყოველ ჯერზე იწყებს არა მხოლოდ ბოსტნეულის რეცხვას, არამედ საფუძვლიანად გაწმენდა-გაფცქვნას. თუ მარტო სტაფილოს გამოყენებას არ აპირებთ, წარმოიდგინეთ, რამდენი დრო დაგჭირდებათ. თუმცა საქმე იმაშია, რომ პედანტური მიდგომა სულაც არ არის საჭირო. კანში, რომლის მოშორებას ყოველ ჯერზე ასე გულმოდგინედ ვცდილობთ, არის უზარმაზარი რაოდენობის ვიტამინები და სასარგებლო მიკროელემენტები. შემდეგ ჯერზე, შეეცადეთ დაზოგოთ დრო და უბრალოდ მარტო კარგად გარეცხეთ ბოსტნეული, აუცილებლად შეამჩნევთ, რომ კერძი უფრო გემრიელი იქნება



4. ჩაიდანისა და ყავის მადუღარას გულმოდგინედ გარეცხვა



რატომღაც ისე მოხდა და ასეც გვასწავლეს, საშინლად გვეშინოდეს თეთრი ნადების, რომელიც ილექებაა ჩაიდნებისა და ყავის მადუღარების კედლებზე. თუმცა, ეს ყველაფერი ნამდვილად არ არის საშიში. Ამიტომ ჩაიდანში ნალექის გაჩენის ნუ შეგეშინდებათ და ნუ დაკარგავთ დროს მის გახეხვაზე, ყავის შემთხვევასი კი ზემოთ ნახსენებ ბოსტნეულის ანალოგს ჰგავს. ყავის მოყვარულები აღნიშნავენ, რომ მისი ნარჩენები ყავის მადუღარას კედლებზე მხოლოდ სასმელს უფრო გემრიელს ხდის. ამიტომ არც ამის ხშირად გახეხვა არ ღირს. დაინდე საკუთარი თავი და დაზოგე დრო.


3. თეთრეულის დაუთოება



შემდეგი ყველაზე უსარგებლო საყოფაცხოვრებო საქმე თეთრეულის დაუთოებაა. დამეთანხმებით, პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი და ნერვების მომშლელია. მიუხედავად იმისა, რომ ბალიშის პირებისს დაუთოება არც ისე რთულია, აი კონვერტებს და ზეწრებს შეუძლიათ ძვირფასი დრო დაგაკარგინოთ; მარტივი რჩევა: არ შეწუხდეთ და ნუ დაკარგავთ დროს. საკმარისია, მხოლოდ ახლად გარეცხილი თეთრეული ოდნავ ნესტიანი დაიკეცოთ - საკუთარი სიმძიმის ქვეშ ის გასწორდება და არ "გაიბერება". თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თეთრეული ნაოჭების გარეშე შეინახოთ კარადაში, უბრალოდ გაანაწილეთ იგი საწოლზე, შეასხით წყალი სასხურებლით და ხელი გადაისვით ნაკეცს - ის გაქრება.



2. გარეცხილი ჭურჭლის გამშრალება ტილოთი




ბევრ უცხოური ფილმშია კადრი, როდესაც დიასახლისი ჭურჭელს გარეცხვის შემდეგ, ტილოთი ამშრალებს მაგრამ ეს ჩვევა სიკეთეზე უფრო მეტ ზიანის მოტანია. გარდა იმისა, რომ ეს არის დამატებითი სამუშაო, რომელსაც დრო სჭირდება, ტილოზე მცხოვრებ ყველა მიკროორგანიზმს სუფთა ჭურჭელზეც „აწებებთ“. ან ბოლო-ბოლო გამოიყენეთ ერთჯერადი ხელსახოცები - თუმცა გიმეორებთ, ეს მხოლოდ ფულისა და ქაღალდის ფუჭად ხარჯვაა, სჯობს ამ უსარგებლო საქმიანობას საერთოდ თავი დაანებოთ



1. ფარდების და ტიულის დაუთოება



ეს არის ალბათ ყველაზე უსარგებლო რამ, რაზეც ზედმეტად პასუხისმგებელი დიასახლისები მიჩვეულები არიან და დიდი დროს კარგავენ;


დასაწყისისთვის, არ არის საჭირო მათი ასე ხშირად გარეცხვა, თუ ფანჯრები არ არის მიმართული გზის სავალი ნაწილისკენ. არც დაუთოებაა აუცილებელი. თუ მაინც გეშინიათ, რომ სტუმრები შეგნებულად დააკვირდებიან ფარდებს და იქ ხარვეზების ძებნას დაიწყებენ. გააკეთეთ მარტივი ხრიკი. ჩამოკიდეთ ფარდები და ტიული ნესტიანი, რის შედეგაც ქსოვილი საკუთარი წონის და სისველის დახმარებით გასწორდება . წარმოიდგინეთ, რამდენი დრო შეგიძლიათ დაზოგოთ და გააკეთოთ უფრო სასიამოვნო საქმეები, ვიდრე უთოთი ხელში რამდენიმე საათი გატაროთ.

4
1194
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1194
  
2022, 26 ნოემბერი, 23:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 2 ნოემბერი, 1:11
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
2022, 22 ოქტომბერი, 22:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 1 ოქტომბერი, 22:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4