საქართველო
"სარწმუნო ინფორმაციით იმყოფება თბილისში"- ვისზე საუბრობს თაკო ჩარკვიანი
2024, 19 მაისი, 10:05
!["სარწმუნო ინფორმაციით იმყოფება
თბილისში"- ვისზე საუბრობს თაკო
ჩარკვიანი image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202405/2024051909510586669.jpg)
ოპოზიციონერი დეპუტატი და პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც წერს რომ ქვეყანაში პუტინის ერთ-ერთი უმსხვილესი პროპაგანდისტი იმყოფება, რომლის გვარსაც დამოუკიდებელი დეპუტატი ნულოვანი ეჭვის გამო არ აკონკრეტებს:
"ჩემთვის სარწმუნო ინფორმაციით ერთ-ერთი უუმსხვილესი პროპაგანდისტი პუტინისა, იმყოფება თბილისში!!!!!!!!( ინფორმაციის ცდომილება არ არსებობს!) გვართან- პერსონასთან დაკავშირებით, მეათასედი -თითქმის ნულოვანი ეჭვის გამო არ ვწერ გვარს. (არ მიყვარს, როცა თუნდაც თითქმის განულებული უზუსტობაა, მაგრამ მაინც არ ვწერ)
"- წერს ოპოზიციონერი დეპუტატი სოციალურ ქსელში.