სხვა ყველა იმას პოულობს, რასაც ეძებს (3 ბრძნული იგავი) 25 მაისი, 8:30 ეს მოკლე და ბრძნული იგავებია ორი ტიპის აზროვნებაზე, რომელიც ჩვენს ბედს განსაზღვრავს. თუ ბუზს შევეკითხებით, არის თუ არა მის ირგვლივ ყვავილები, ის გიპასუხებს: — არანაირი ყვავილი არ მინახავს, მაგრამ აი ის ორმო, ნაკელით არის სავსე. და დაიწყებს იმ ადგილების ჩამოთვლას, სადაც ბევრი ნაკელია. მაგრამ, თუ ფუტკარს, იგივე ადგილზე, შევეკითხებით – უნახავს, თუ არა, ახლო–მახლოს, რაიმე სახის უწმინდურობა, ის გვიპასუხებს: — უწმინდურობა? არა, არ მინახავს. აქ უამრავი სურნელოვანი ყვავილია. ერთი, ყვავილოვან ველზე, ნაკელს იპოვის, ხოლო მეორე, – ჭაობზე ლოტოსის ყვავილს მონახავს და ნექტარს მოაგროვებს. ადამიანებიც ასე ვართ. ჩვენ ყოველთვის იმას პოულობთ, რასაც ვეძებთ... ***ერთმა მოხუცმა და ბრძენმა კაცმა მეგობარს უთხრა: — დაათვალიერე ეს ოთახი და შეეცადე ყავისფერი ნივთები დაიმახსოვრო. ოთახში ბევრი ყავისფერი ნივთი იყო და მეგობარმა დავალებას სწრაფად გაართვა თავი. მაგრამ, ბრძენმა მას შემდეგი სახის შეკითხვა დაუსვა: — ახლა კი, თვალები დახუჭე და ლურჯი ფერის ნივთები ჩამომითვალე. მეგობარი დაიბნა და აღშფოთდა: — მე ლურჯი ფერის ნივთები არ შემიმჩნევია. შენი დავალებით, მხოლოდ ყავისფერ ნივთებს ვიმახსოვრებდი! რაზეც ბრძენმა უპასუხა: — გაახილე თვალები და ირგვლივ მიმოიხედე. ოთახში ძალიან ბევრი ლურჯი ნივთია. და ეს სრული სიმართლე იყო. ბრძენმა კი გააგრძელა: — შენთვის, ამ მაგალითით, ცხოვრების ჭეშმარიტება მინდოდა მეჩვენებინა: თუ ოთახში მხოლოდ ყავისფერ ნივთებს ეძებთ, ხოლო ცხოვრებაში — მხოლოდ ცუდს, მაშინ მხოლოდ მას ნახავ, მხოლოდ მას შეამჩნევ და მხოლოდ ის დაგამახსოვრდება და შენი ცხოვრების თანამგზავრი, ის იქნება. გახსოვდეს: თუ ცუდს ეძებ, მას აუცილებლად იპოვი და კარგს ვერასდროს შეამჩნევ... ამიტომ, თუ მთელი ცხოვრების მანძილზე, საკუთარ თავს მორალურად ცუდისთვის მოამზადებ, — მაშინ ეს, აუცილებლად დაგემართება. მაგრამ, თუ კარგის იმედი გექნება, ცუდს აღარ მიიზიდავ... და იმედი, მხოლოდ ხანდახან გაგიცრუვდება, რადგან ცხოვრება, იმედგაცრუების გარეშე, შეუძლებელია?! ***მოდიოდა თოვლი. ირგვლივ სიმშვიდე და სიჩუმე სუფევდა. ხოლო, ფუმფულა ფიფქები ჰაერში, ნელ-ნელა, ცეკვა-ცეკვით, უახლოვდებოდნენ დედამიწას. ორმა პატარა ფიფქმა, რომელიც გვერდი-გვერდ მოფრინავდა, ერთმანეთში საუბარი გააბა. ხოლო, ჰაერის ნაკადებს რომ არ დაეშორებინა, ერთმანეთს ხელი ჩასჭიდეს. ერთმა ფიფქმა მეორეს უთხრა: — როგორი ენით აღუწერელი შეგრძნებაა ფრენის განცდა! — ჩვენ არ მივფრინავთ, ჩვენ ვარდებით! – უთხრა, მოწყენილი ხმით, მეორე ფიფქმა. — ჩვენ მალე დედამიწაზე დავეშვებით და თეთრ, ფუმფულა, საფრად გადავიქცევით. — არა, ჩვენ დაღუპვისთვის ვართ განწირულნი. მიწაზე ჩვენ უბრალოდ ფეხით გაგვსრესენ. — ჩვენ ნაკადულებად გადავიქცევით და ზღვისკენ გავეშურებით... მუდმივად ვიცოცხლებთ! – თქვა პირველმა. — არა, ჩვენ დავდნებით და სამუდამოდ გავქრებით! – უპასუხა მეორემ. ბოლოს, კამათი მოსწყინდათ. ერთმანეთს ხელი გაუშვეს და ორივე იმ ბედის შესახვედრად გაფრინდა, რომელიც თავად აირჩია... არხის სხვა სიახლეები:* 4 წლის იყო სიკვდილს თვალებში რომ ჩახედა და შემდეგ, მისი საფრთხის წინაშე, არაერთხელ ყოფილა...* ერთხელ 2 "ექიმი" (ჰაუსი და როსი) ერთმანეთს შეხვდა...* ის უცხოპლანეტელი იყო და შეერთებული შტატების ხელისუფლებაზე მუშაობდა* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?267 1-ს არ მოსწონს
|