x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ლოთობის წინააღმდეგ ბრძოლა - რის ფასად? როგორ ჩაფლავდა გორბაჩოვის "შრალი კანონი"
image

1985 წლის 16 მაისს გამოიცა სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება "ლოთობის და ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების და შინნაახადი სპირტიანი სასმელების აღმოფხვრის შესახებ", რომელიც მეორე დღიდან შევიდა ძალაში.თუ რატომ განიცადა თითქმის სრული ფიასკო ამ ანტიალკოჰოლურმა კამპანიამ.ქვემოთ სტატიაში გაეცნობით.


1985 წლის 11 მარტს სკკპ ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის პოსტი დაიკავა მიხეილ გორბაჩოვმა, ამბიციურმა და ენერგიულმა პოლიტიკოსმა, რომელიც მზად იყო გამოეყვანა ქვეყანა სტაგნაციიდან. დანიშვნიდან ორი თვის შემდეგ გორბაჩოვმა დაიწყო ბრძოლა ლოთობის წინააღმდეგ, რომლის დონე ქვეყანაში სტაბილურად იზრდებოდა, მიუხედავად წინა ანტიალკოჰოლური ზომებისა.


სიტუაცია მართლაც საგანგაშო ჩანდა: 1970-იანი წლების ბოლოს სსრკ-ში ალკოჰოლური სასმელების მოხმარებამ რეკორდულ დონეს მიაღწია ქვეყნის არსებობის მანძილზე. მაშინ, როცა რუსეთის იმპერიასა და სტალინურ სსრკ-ში ალკოჰოლის მოხმარება არ აღემატებოდა წელიწადში 5 ლიტრს ერთ ადამიანზე, 1984 წლისთვის ამ მაჩვენებელმა 10, 5 ლიტრს მიაღწია. და ეს მხოლოდ რეგისტრირებული შემთხვევები და თუ გავითვალისწინებთ შინნახადი სპირტიან სასმელებს. ეს მაჩვენებელი შეიძლება ბევრად უფრო საშიში ყოფილიყო- წელიწადში 14 ლიტრზე მეტი ერთ ადამიანზე. ეს ნიშნავს, რომ თითქმის ყველა ზრდასრული საბჭოთა მამაკაცი, მცირე რაოდენობის არამსმელების გამოკლებით გარდა, წელიწადში დაახლოებით 90-110 ბოთლ არაყს სვამდა. დანარჩენი ალკოჰოლს მოიხმარდნენ შინნახადის, ღვინის ან ლუდის სახით.



კამპანიის ინიციატორები იყვნენ სკკპ ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრები მიხაილ სოლომენცევი და ეგორ ლიგაჩოვი. ისევე, როგორც იური ანდროპოვი, მათ სჯეროდათ, რომ საბჭოთა ეკონომიკის სტაგნაციის ერთ-ერთი მიზეზი იყო საბჭოთა ხალხის მორალური ფასეულობების ზოგადი დაქვეითება, სამუშაოსადმი მათი დაუდევარი დამოკიდებულება. ამის მიზეზი, მათი აზრით, ფართოდ გავრცელებული ლოთობა იყო.


1985 წლის 7 მაისს დაიწყო მზადება ფართომასშტაბიანი რეფორმისთვის, რომელიც მოიცავდა ალკოჰოლური სასმელების წარმოების მნიშვნელოვან შემცირებას, მათი გასაყიდი ადგილების რაოდენობას და გაყიდვის დროს. 1985 წლის 16 მაისს გამოიცა სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის შესაბამისი ბრძანებულება.შესაბამისი ღაონისძიებები გავრცელდა ყველა მოკავშირე რესპუბლიკების მიმართ. რეგულაციების დარღვევისთვის დაწესდა როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის სასჯელი.

image

ახალი ზომები დაუყოვნებლივ შევიდა ძალაში. ქვეყანაში დაიხურა ბევრი დიდი მაღაზია, რომელიც ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობდა (თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერ რეგიონში ამით დასრულდა ალკოჰოლის საწინააღმდეგო ღონისძიებებ)). არყის ფასები შესამჩნევად გაიზარდა: თუ კამპანიის დაწყებამდე პოპულარული "ანდროპოვკა" ბოთლი 4 მანეთი 70 კაპიკი ღირდა, 1986 წლის აგვისტოში არაყის ფასი 9 მანეთი 10 კაპიკი გახდა, თან არაყი მთლიანად გაქრა დახლებიდან.


მაღაზიებს შეეძლოთ ალკოჰოლის გაყიდვა, მაგრამ მკაცრად დადგენილ ფარგლებში - 14:00 საათიდან 19:00 საათამდე. პარკებში, სკვერებსა და მატარებლებში ალკოჰოლის დალევა მკაცრად აკრძალული იყო. ქუჩაში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში ნასვამ მდგომარეობაში მყოფებს სამსახურში სერიოზული პრობლემები ექმნებოდათ. სამსახურში ალკოჰოლის დალევის გამო ადამიანს მაშინვე ათავისუფლებდნენ. განსაკუთრებით მკაცრი მოთხოვნები ჰქონდათ წაყენებული პარტიულ მუშაკებს, პარტიიდან გარიცხვის და მთლიანად კარიერის დაკარგვის პერსპექტივით.

image

ასევე გაქრა გართობის ისეთი ფორმა, როგორიცაა ბანკეტები: არც დისერტაციის დაცვა და არც ახალ თანამდებობაზე დანიშვნის აღნიშვნა აღარ იყო ალკოჰოლთან დაკავშირებული. დაიწყო უალკოჰოლო "კომკავშირული ქორწილების" გამართვა. საბჭოთა ადამიანებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, მკაცრ ზომებს უპასუხა იუმორით. გაჩნდა აფორიზმები, როგორიცაა "უალკოჰოლო ქორწილი არის პირველი ნაბიჯი უბიწო ჩასახვისკენ", ხოლო გორბაჩოვს უწოდეს "მინერალური მდივანი" (გენერალურის პერიფრაზირება)და "სოკინ სინი", ("სუკინ სინის" პერიფრაზირება რადგან ყურძნისაგან ღვინის ნაცვლად ამზადებდნენ წვენს.)


პროფკავშირები, განათლებისა და ჯანდაცვის მთელი სისტემა, ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაცია და თუნდაც მწერალთა, კომპოზიტორთა და კულტურის სხვა მოღვაწეთა გაერთიანება ჩართული იყო ფხიზელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში. ყველგან ვრცელდებოდა სტატიები ალკოჰოლის საშიშროებაზე და იმაზე, რომ ლოთობა არ არის დამახასიათებელი საბჭოთა ხალხისთვის. (განსკაკუთრებით ეს პრობლემა შეიმჩნეოდა სლავებში)პარტიული ცენზურა უმოწყალოდ ჭრიდა ეპიზოდებს ფილმებიდან, სიმღერების ტექსტებიდან თუ ლიტერატურული ნაწარმოებებიდან, სადაც ალკოჰოლი დომინირებდა.



ნებისმიერი რეფორმის მსგავსად, გორბაჩოვის ანტიალკოჰოლურ კამპანიას ჰქონდა თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. მისი ერთ-ერთი აშკარა უპირატესობა იყო მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა. ამრიგად, მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა 2, 6 წლით, გაიზარდა შობადობა: აკრძალვის პერიოდში (1985 წლიდან 1990 წლამდე) წელიწადში 5, 5 მილიონი ახალშობილი იბადებოდა, რაც წელიწადში 500 ათასით მეტი იყო, ვიდრე ყოველწლიურად წინა 20-30 წლის განმავლობაში. უფრო მეტიც, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემური 8%-ით ნაკლები ბავშვი დაიბადა.


კამპანიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი იყო ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ჩადენილი დანაშაულების მკვეთრი შემცირება და სიკვდილიანობა. თუმცა, ყველა ამ პოზიტიურმა ასპექტმა ვერ დააბალანსა ის ზიანი, რაც ანტიალკოჰოლურმა კამპანიამ მიაყენა საბჭოთა ეკონომიკას.


მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება აკრძალვის მთავარ მიზანში საზოგადოების „მორალური გაუმჯობესებას“ ხედავდა, ადამიანების უმეტესობამ მას აღიქვამდა, როგორც უბრალო ხალხის წინააღმდეგ მიმართულ მთავრობის აბსურდულ ინიციატივას. პარტიული ელიტისთვის ალკოჰოლი რაღაცნაირად ხელმისაწვდომი იყო და რიგითი მომხმარებლები ცდილობდნენ მის მიღებას შემოვლითი გზებით.


ალკოჰოლის ლეგალური გაყიდვის აკრძალვამ გამოიწვია ჩრდილოვანი ეკონომიკის ძლიერი ზრდა. შინნახადი არყის წარმოებამ მიაღწია უპრეცედენტო მასშტაბებს: შაქრის გაყიდვები 1985-იდან 1987 წლამდე გაიზარდა 7, 850 ათასი ტონიდან 9, 280 ათას ტონამდე (18%). ვარაუდობენ, რომ იმ წლებში შინნახადი არყის წარმოებას 1, 4 მილიონი ტონა შაქარი დასჭირდა, რის შედეგადაც 140-150 მილიონი დეცილიტრი შინნახადი არაყი იყო წარმოებული.

image

ასევე 80-იანი წლების ბოლოს, აკრძალვის გამო, ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა ნარკომანთა და ტოქსიკომანთა რიცხვი. 1987 წელს ალკოჰოლთან დაკავშირებული 44 ათასზე მეტი მოწამვლა დაფიქსირდა (11 ათასი ადამიანი გარდაიცვალა), ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული ნარკომანთა რაოდენობა 9-დან 20 ათასამდე გაიზარდა.


სსრკ კგბ-ს თავმჯდომარის ყოფილი პირველი მოადგილე ვიქტორ გრუშკო ანტიალკოჰოლური რეფორმების შედეგებზე წერდა.


"ჩვენ მივიღეთ მთელი რიგი პრობლემები: ასტრონომიული ნახტომი ჩრდილოვან შემოსავალში და საწყისი კერძო კაპიტალის დაგროვება, კორუფციის სწრაფი ზრდა, შაქრის გაქრობა დახლებიდან შინნახადი არყისთვის... მოკლედ, შედეგი აღმოჩნდა ზუსტად საპირისპირო, რაც მოსალოდნელი იყო და ხაზინას დააკლდა უზარმაზარი ბიუჯეტური თანხები, რომლის შევსებაც არსაიდან იყო შესაძლებელი “.



ალკოჰოლის გაყიდვის შემცირებამ სერიოზული ზიანი მიაყენა საბჭოთა ეკონომიკას. ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტის 30%-მდე იყო. გორბაჩოვის კამპანიის დაწყების შემდეგ საცალო ვაჭრობის წლიური ბრუნვა საშუალოდ 16 მილიარდი მანეთით შემცირდა.


ბიუჯეტის ზარალი კატასტროფული იყო: წინა წელს 60 მილიარდი მანეთი შემოსავლის ნაცვლად, 1986 წელს კვების მრეწველობამ შემოიტანა მხოლოდ 38 მილიარდი მანეთი ხოლო კიდევ უფორ ნაკლები 35 მილიარდი 1987 წელს. სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ნიკოლაი რიჟკოვის თქმით, "მშრალი კანონის" გამო ქვეყანამ 62 მილიარდი მანეთი დაკარგა.


2005 წელს, ანტიალკოჰოლური კამპანიის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მიხეილ გორბაჩოვმა ინტერვიუში აღიარა: „შეცდომების გამო, დიდი კარგი საქმე სამარცხვინოდ დასრულდა".



სხვათა შორის ანტიალკოჰოლური კამპანია ყოველთვის კრახით სრულდებოდა, ანალოგიური მოხდა აშშ-ში, სადაც "მშრალი კანონი" 1920 წლიდან 1933 წლამდე მოქმედებდა.

0
486
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
486
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0