კინო
არაბავშვური კინო: ნორჩი მსახიობები, რომლებმაც ფილმებში ზედმეტად ზრდასრული როლები შეასრულეს
16 მაისი, 19:58
მსახიობის პროფესია საკმაოდ რთულია ემოციურ დონეზე, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც მსახიობობა ძალიან პატარა ასაკში დაიწყო. ზოგიერთ ცნობილ არტისტს უძველესი პროფესიის წარმომადგენელთა თამაში ჯერ კიდევ კარიერის დასაწყისში მოუწია, ამ მხრივ აღსანიშნავია ჯოდი ფოსტერი ფილმით "ტაქსის მძღოლი" და ნატალი პორტმანი კრიმინალური დრამით "ლეონი", თუმცა დღევანდელ სტატიაში მსურს კიდევ იმ რამდენიმე ცნობილი მსახიობის შესახებ მოგითხროთ, რომელსაც სრულიად არაბავშვური როლის თამაში საკმაოდ პატარა ასაკში მოუწია.
ნიკი რიდი - "ცამეტი", 2003 წელი
ნიკიმ 15 წლის ასაკში ითამაშა ფილმში, რომელიც მოზარდების არც თუ იოლ ცხოვრებაზე მოგვითხრობდა: პირველი ინტიმური კავშირი, სიგარეტი, ალკოჰოლი... აღსანიშნავია, რომ სცენარის დაწერაში გოგონა თავადაც მონაწილეობდა, ამიტომ ფილმში მსახიობის პირადი გამოცდილებიდან რამდენიმე ეპიზოდიც შევიდა.
მარტინ ლობი, ლარა ვენდელი და ევა იონესკო - "სიყვარულთან თამაში", 1977 წელი
სურათის სახელწოდება სრულად შეესაბამება ფილმის სიუჟეტს - 11 წლის მოზარდები არა მხოლოდ ინტიმურ სცენებში მონაწილეობდნენ, არამედ ისინი კადრში სრულიად შიშვლებიც არაერთხელ გამოჩნდნენ. კრიტიკოსები შეთანხმდნენ, რომ ფილმი მთლიანად პასუხობდა ბავშვთა პორნოგრაფიას, ამიტომ ის გაქირავებიდან მოიხსნა.
კარა ჰეიუორდი - "ამომავალი მთვარის სამეფო", 2012 წელი
13 წლის კარას თავის ახალგაზრდა კოლეგასთან ერთად ინტიმურ სცენაში თამაში მოუწია. რეჟისორს ასეთი გადაწყვეტილებისთვის ბევრი აკრიტიკებდა, თუმცა თავადაც კარგად მოგეხსენებათ, რომ შემოქმედებითი ადამიანები "ჩვენი სამყაროდან" სულაც არ არიან.
"ბავშვები", 1995 წელი
რეჟისორ ლარი კლარკის ფილმს ბავშვთა პორნოგრაფიას ღიად უწოდებდნენ, ვინაიდან ინტიმურ სცენებში, სადაც დაუცველი სქესობრივი კავშირი, ნარკოტიკები და ალკოჰოლი იყო ნაჩვენები 14-დან 16-წლამდე მოზარდები თამაშობდნენ. მიუხედავად იმისა რომ ფილმი ფართო ეკრანებზე არასოდეს გამოსულა დღეს, მას ზოგიერთი კრიტიკოსი საკულტოს უწოდებს.