რა მითები და სტერეოტიპები იცით იაპონიის შესახებ? ამომავალი მზის ქვეყნის მაცხოვრებლებს უწოდებენ მოწესრიგებულებს, შრომისმოყვარეებს, არსებობს სხვადასხვა სტერეოტიპები მათ განათლების სისტემასა და სპორტის სიყვარულზე, რა არის აქედან ნამდვილი?![9 პოპულარული მითი იაპონიის შესახებ,
რომლისაც რატომღაც დღემდე სჯერათ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202405/2024051616575489693.jpg)
მითი 1: იაპონელ ბავშვებს ნებადართული აქვთ აბსოლუტურად ყველაფერი და 5 წლამდე ისინი ნამდვილი მეფეებივით არიან
ეს არ შეესაბამება სიმართლეს. აქ ბავშვებს ბევრი რამის კეთების უფლება არ აქვთ. მშობლები გამუდმებით ეუბნებიან შვილებს: თქვენ არ შეგიძლიათ ამის გაკეთება, ნუ ატეხთ ხმაურს, ეს საშიშია, არ წახვიდეთ იქ, არ შეეხოთ, არ ჩაერიოთ...![9 პოპულარული მითი იაპონიის შესახებ,
რომლისაც რატომღაც დღემდე სჯერათ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202405/2024051617145189693.jpg)
მითი 2: მიკროტალღური ღუმელები აკრძალულია იაპონიაში, რადგან ისინი იწვევენ კიბოს.
ესეც ტყუილია. ყველა სახლში, ყველა მაღაზიაში არის მიკროტალღური ღუმელი და იაპონელები მას მუდმივად იყენებენ.![9 პოპულარული მითი იაპონიის შესახებ,
რომლისაც რატომღაც დღემდე სჯერათ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202405/2024051617155189693.jpg)
მითი 3: იაპონიაში უსახლკარო ხალხი არ არის
ისინი არსებობენ, მაგრამ 2019 წლის მდგომარეობით, მათი რაოდენობა 4000-მდე ადამიანი იყო, უსახლკაროები ფულს იშვიათად სთხოვენ ვინმეს, როგორც წესი მუშაობენ კიდეც.![9 პოპულარული მითი იაპონიის შესახებ,
რომლისაც რატომღაც დღემდე სჯერათ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202405/2024051617173889693.jpg)
მითი 4: ყველა იაპონელი გარყვნილია
ასეთები რომც იყვნენ, ამას საგულდაგულოდ მალავენ. და საცვლების სავაჭრო ავტომატები იშვიათია, შესაძლოა ისინი ტოკიოში არსებობს და, სავარაუდოდ, მხოლოდ ტურისტების გასართობად.
![9 პოპულარული მითი იაპონიის შესახებ,
რომლისაც რატომღაც დღემდე სჯერათ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202405/2024051617185989693.jpg)
მითი 5: იაპონელი ქალები ძალიან დამყოლები არიან
ძველ ფილმებში ქალებს რეალურად ასე აჩვენებდნენ. თუმცა, თანამედროვე იაპონიაში ყველაფერი ქალების ხელშია: ფინანსები, ყოველდღიური ცხოვრება და მათ შეუძლიათ ნებისმიერი მამაკაცი “ადგილზე მოსვან".![9 პოპულარული მითი იაპონიის შესახებ,
რომლისაც რატომღაც დღემდე სჯერათ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202405/2024051617210889693.jpg)
მითი 6: იაპონელებს არ შეუძლიათ რძის დალევა, რადგან ყველას აქვს ლაქტოზას აუტანლობა.
ეს უფრო ხშირია ჩინელებში. იაპონიაში, საბავშვო ბაღებშიც კი რძით კვებავენ ბავშვებს.![9 პოპულარული მითი იაპონიის შესახებ,
რომლისაც რატომღაც დღემდე სჯერათ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202405/2024051617383889693.jpg)
მითი 7: იაპონელები ყოველ დღე მიირთმევენ თევზს
თევზის გარდა, აქ ბევრი სხვა საკვებია. მას ძირითადად კვირაში რამდენჯერმე ჭამენ, ეს ყველაფერი სეზონზეა დამოკიდებული, მაგრამ აუცილებლად არა ყოველდღე.![9 პოპულარული მითი იაპონიის შესახებ,
რომლისაც რატომღაც დღემდე სჯერათ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202405/2024051617420789693.jpg)
მითი 8: ტექნოლოგიების თვალსაზრისით, იაპონია უსწრებს დანარჩენებს
ესეც არ შეესაბამება სიმართლეს, არის მაღაზიები, სადაც მხოლოდ ქეშად იღებენ თანხას და ბარათს არ ატარებენ.![9 პოპულარული მითი იაპონიის შესახებ,
რომლისაც რატომღაც დღემდე სჯერათ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202405/2024051617440589693.jpg)
მითი 9: ყველა იაპონელს უყვარს სუმო
კიდევ ერთი მცდარი წარმოდგენა. სუმო ყველასთვის არ არის უფრო ხშირად იაპონელები უპირატესობას ანიჭებენ ბეისბოლს, ფეხბურთს, ცურვას და სირბილს.![9 პოპულარული მითი იაპონიის შესახებ,
რომლისაც რატომღაც დღემდე სჯერათ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202405/2024051617563789693.jpg)