სხვა
რას ატარებენ ირანელი გოგონები ჰიჯაბის ქვეშ
16 მაისი, 14:39
"- ეს პირველ რიგში, გამოცანაა, ხოლო მეორე რიგში კი, მისი ამოხსნა მხოლოდ ერთადერთ კაცს ძალუძს. მხოლოდ მას შეუძლია იცოდეს რა სილამაზე იმალება შავი ტანსაცმლის ქვეშ და სხვამ არავინ" - განაცხადა ქალის თეთრეულით მოვაჭრე მამაკაცმა, რომლის კლიენტებიც ძირითადად ირანელი ქალბატონები არიან. მოდით, ვნახოთ რას ატარებენ ირანელი გოგონები ჰიჯაბის ან უბრალოდ დახურული შავი სამოსის ქვეშ.
ბაზრობა - რა თქმა უნდა, "Victoria's Secret"-ის ბუტიკი არ არის. აქ მოდელები გაცილებით უფრო სადა და უბრალოა, თუმცა ფერები მაქსიმალურად ხასხასა, ფასები კი რაც შეიძლება დაბალი. ცნობილი ბრენდების თეთრეულში ზედმეტი ფასის გადახდას ბევრი ირანელი ქალი უბრალოდ ვერ ახერხებს, ამიტომ მათი უმრავლესობა თეთრეულს ძირითადად ბაზრობაზე იძენს.
ფოტოებზე აღბეჭდილი ნივთების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ძნელი მისახვედრი არ არის რომ ახლო აღმოსავლეთის ქალებს ნათელი და ხასხასა ფერები იზიდავთ. ეს კი საღამოს ვარიანტები გახლავთ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის....
საინტერესოა, რომ თეირანის ბაზრობაზე საცურაო კოსტუმების შეძენაც კი შესაძლებელია, თუმცა თავად ირანელი ქალები მათში არ ბანაობენ: არ შეიძლება. პირადი აუზები კი ბევრს არ აქვს, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ მსგავსი შესაძლებლობის ქალები საცვლებს ბაზრობაზე ყიდულობდნენ.
ზოგიერთი გამყიდველი ზედმეტად არ იწუხებს თავს და ტრუსებსა და ბიუსტჰალტერებს პირდაპირ ბეტონის ბლოკებზე კიდებს. ისე საიტერესეოა, ქალებს ნუთუ დისკომფორტს არ უქმნით ასეთი "ვიტრინებიდან" თეთრეულის შეძენა? ამ ფერად-ფერად სავაჭრო რიგებს შეგიძლიათ თეირანის უზარმაზარი ბაზრის გვერდით წააწყდეთ, სადაც ძირითადად, ძვირადღირებული სპარსული ხალიჩები იყიდება.
ულამაზესი ირანული ხალიჩები ნამდვილად ჩამორჩება ამ კაშკაშა ქვედა საცვლების, ბიუსტჰალტერებისა თუ საღამურების წარმოუდგენელ მრავალფეროვნებას. ამხელა არჩევანში ადამიანს უბრალოდ თვალები აქეთ -იქით გაგირბის!
და რაც ყველაზე საინტერესოა არის ის, რომ დახლებს შორის გამყიდველები ძირითადად, მამრობითი სქესის არიან რაც უკიდურესად უცნაურია, რადგან ირანის კანონებისა და ტრადიციების თანახმად, ქალები და კაცები ერთმანეთს არ უნდა ეხებოდნენ - აქ კი აი, ასეთი გაურკვევლობა ხდება....
რა დასკვნა შეგვიძლია ამ ყველაფრიდან გამოვიტანოთ? პირველ რიგში ის, რომ მოკრძალებული სამოსის მიუხედავად ფერადი, სექსუალური თეთრეულის ტარება ირანელ ქალებსაც არანაკლებ უყვართ.