x
მეტი
  • 28.05.2024
  • სტატია:134937
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509336
რატომ აბედნიერებს ლუდი ადამიანს? – გერმანელი მეცნიერების განმარტება
ვიცით, რომ რამდენიმე ჭიქა ლუდის შემდეგ ჩვენს ირგვლივ სამყარო საუკეთესო ადგილად იქცევა, ხალხი უფრო სასიამოვნოა და პრობლემები არც ისე რთული ჩანს. რა თქმა უნდა, ამ ეფექტს მივაწერთ ქაფიან სასმელში შემავალ ალკოჰოლს. ერლანგენ–ნიურნბერგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეისწავლეს ლუდი და მისი ზემოქმედების მექანიზმი ადამიანზე და მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს. აღმოჩნდა, რომ ალკოჰოლი აქ მეორეხარისხოვან როლს ასრულებს, ხოლო გვაბედნიერებს სხვა ნივთიერება.



image



რამდენიმე მუქი და ღია ლუდის საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ, ასევე სხვადასხვა სქესის, ასაკის და ლუდის ინტოქსიკაციის დონის ადამიანების სისხლის ანალიზების შესწავლის შემდეგ მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ჩვენს ბედნიერებაში დამნაშავე არის ჰორდენინი.



image




ეს არის ერთ–ერთი 13 ათასი ნივთიერებიდან, რომლებიც, როგორც გაირკვა, ჩვეულებრივ ლუდშია, მაგრამ კონკრეტულად ის მოქმედებს დოფამინის D2 რეცეპტორზე. ამ ზემოქმედების წყალობით ვგრძნობთ იმ სასიხარულო და მსუბუქ განცდას, რომელსაც ლუდში შემავალ სპირტს მივაწერთ.



ჰორდენინი ჩვენი სიხარულის ჰორმონის დოფამინის ანალოგია, რომელსაც ქერის ალაო შეიცავს. იმის გამო, რომ ეს ნივთიერება გარედან მოდის და თანდათანობით, ჩვენს ტვინში დაჯილდოების ცენტრში სხვა გზით ხვდება. ამის გამო უფრო უკეთ და დიდხანს მოქმედებს, ვიდრე დოფამინი.



image



ასე რომ, ახლა, ლუდის დალევის შემდეგ უნდა იცოდეთ, რომ არ თვრებით, უბრალოდ უფრო ბედნიერი ხდებით და ყველაფერი ისე მიდის, როგორც უნდა იყოს, ანუ მეცნიერების კანონების მიხედვით. საინტერესოა, ფხვნილით მომზადებულ ლუდს აქვს იგივე ეფექტი?



ასევე დაგაინტერესებთ:

ლუდი მხოლოდ მოხუცებისთვის – ბრაზილიაში გამოიგონეს სასმლის ახალი სახეობა

უბრალოდ წყალი დაუმატეთ: გერმანიაში ლუდის ფხვნილი გამოიგონეს (ჯერ უალკოჰოლო)

მეცნიერთა ჯგუფის მნიშვნელოვანი შეტყობინება: ალკოჰოლზე უარის თქმა არ გაბედოთ - ეს ნაადრევ სიკვდილს იწვევს

ტეკილა წონის დაკლებაში დაგეხმარებათ - ნათქვამია კვლევაში


0
179
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
179