სხვა იცით, რატომ არის აკრძალული ტაილანდში ღამით და წვიმაში ბანაობა? 15 მაისი, 17:06 ტურისტები მთელი მსოფლიოდან ყოველდღიურად მიემგზავრებიან ტაილანდში საუცხოო დასვენების მოსაწყობად, რადგან ზეციური ცხოვრების ყველა სიამოვნება - იდეალურად სუფთა ოკეანე, პალმები და ქვიშიანი პლაჟები სწორედ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მდებარე ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე იყრის თავს. ტაილანდის მიწაზე ყველაფერი ზღაპრულია, თუმცა არის ერთი დეტალი, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ტაილანდის სანაპიროზე ღამით ან წვიმაში ბანაობა სასტიკად აკრძალულია. ბანაობა ტაილანდში მხოლოდ დღისით არის ნებადართული. ამის შესახებ ყოველ ფეხის ნაბიჯზე განთავსებული ნიშნებიც გვაუწყებენ. ახლად ჩასულ ტურისტებს სიფრთხილისკენ გიდები და სასტუმროს პერსონალიც მოუწოდებს.გაინტერესებთ რაში მდგომარეობს საფრთხის მიზეზი? გიხსნით!ტაილანდში, იმავე პატაიაში მაშველები და ექიმები ღამით არ მუშაობენ, ამიტომ ღამით წყალში თუ ფეხის კრუნჩხვები დაგემართათ ან ძალიან შორს გაცურეთ, იცოდეთ რომ პროფესიონალებიდან ვერავინ დაგეხმარებათ.მეორე მიზეზი - ღამე საუკეთესო დროა საშიში ზღვის ბინადრებისთვის, თუნდაც იმიტომ რომ სიბნელეში ადამიანის თვალისთვის მათი შემჩნევა იოლი არ არის. ღამით ეს გათამამებული არსებები ნაპირთან ძალიან ახლოს გამოდიან. მაგალითად, შესაძლოა სრულიად მარტივად გადაეყაროთ შხამიან თევზს, საშიშ მოლუსკს ან სკაროსების (ბოლოქაცვიასებრნი) ოჯახის წარმომადგენლებს ან ღმერთმა არ ქნას ფეხი გრძელ (20 სმ-მდე) ბასრეკლებიან ზღვის ზღარბს დააბიჯოთ.დღის განმავლობაში ამ ჯაგრისები არსებების შემჩნევა კამკამა წყალში საკმაოდ ადვილია, მაგრამ აი, ღამით... ზღვის ზღარბის ეკლის ფეხიდან ამოღება თქვენ ჩვეულებრივი ეკლის ამოღება არ გეგნოთ... კანიდან მისი მოცილება საკმაოდ რთულია, ვინაიდან ის საკმაოდ მყიფეა, გარდა ამისა, იწვევს ალერგიულ რეაქციებსაც. ტაილანდის წყლებში მედუზებიც სახიფათოა - აქ ისინი შავი ზღვისთვის დამახასიათებელი უწყინარი ბინადრების მსგავსნი არ არიან, რომლებთანაც შეხვედრამ შესაძლოა მაქსიმუმ უსიამოვნო შეგრძნებები დაგიტოვოთ. ტროპიკული მედუზები ძალიან სახიფათოები არიან.
|