x
image
Yoona
Mediator image
ლამაზმანი ივ მეიერი – ბრწყინვალე ცხოვრება ტრაგიკული დასასრულით
ამერიკელი პინ–აპ მოდელი, მსახიობი და კინოპროდიუსერი ივ მეიერი 1950–იანი წლების ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული ლამაზმანი იყო. ბრწყინავდა ყველაზე ცნობილი ჟურნალების გარეკანებზე, მათ შორის Playboy–ზე. სექსუალური, ლაღი და ნიჭიერი ივი ერთი შეხედვით იპყრობდა მამაკაცის გულს. თითქოს, მთელი სამყარო მის ფეხქვეშ იყო დაგებული, მაგრამ საშინელმა ტრაგედიამ ლამაზმანის ბრწყინვალე ცხოვრება შეწყვიტა.



image



მოდელი, მსახიობი და კინოპროდიუსერი ივ მეიერი (ნამდვილი სახელი ივლინ იუჯინ ტერნერი) 1928 წელს დაიბადა. 1950–იან წლებში ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი პინ–აპ მოდელი იყო და 1955 წლის ივნისში გახდა Playboy–ის „თვის გოგო“. მისი კინოდებიუტი შედგა ფილმში „მხატვარი და მოდელი“ (1955 წ.).



image




ლამაზმანი ცოლად გაყვა ფოტოგრაფ რას მეიერს და მასთან ერთად მუშაობდა. გამოჩნდა ბევრ პოპულარულ ჟურნალში და ითამაშა მთავარი როლი მისი ქმრის კომედიურ ფილმში „ივი და ხელოსანი“. გადაღებებში მონაწილეობის გარდა მეიერი იყო რასის სხვა ფილმების პროდიუსერი.



image



1977 წლის 27 მარტს კანარის კუნძულების ლოს–როდეოსის აეროპორტში მოდელი ავიდა ნიუ–იორკის რეისზე და გარდაიცვალა 335 მგზავრთან ერთად, როდესაც მათი თვითმფრინავი აფრენისას მეორეს შეეჯახა. ეს კატასტროფა ერთ–ერთი ყველაზე საშინელი იყო ავიაციის ისტორიაში და 583 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.



image


image


image


image


image


image

image


image


image


image


image


image


image


image


image



ბოროტმა ბედმა შეწყვიტა ივ მეიერის სიცოცხლე, მაგრამ ლამაზმანი აგრძელებს ეშმაკურად ღიმილს და თვალის ჩაკვრას ვინტაჟურ ფოტოებში. ქერათმიანი ლამაზმანი თავისი დროის ყველა მამაკაცს აგიჟებდა, მაგრამ მისი გული მხოლოდ ერთს ეკუთვნოდა, მის საყვარელ მეუღლეს, რასს. ლამაზმანმა დიდხანს ვერ იცოცხლა, მაგრამ დატოვა ნათელი მოგონებები ფოტოებსა და ფილმებში, რომლითაც ახლა შეგვიძლია დავტკბეთ.



ასევე დაგაინტერესებთ:

ჯურღმულიდან პოდიუმამდე – „ველური ორქიდეის“ კერი ოტისის რთული ბედი

მარგალიტი სკანდინავიელ ლამაზმანთა დინასტიიდან: ნენა ფონ შლებრიუგე, უმა თურმანის დედა

გაუმარჯოს ზაფხულს! ცნობილი ლამაზმანების ვინტაჟური ფოტოები სანაპიროზე

პენელოპე კრუსის ადრეული კარიერის 15 იშვიათი ფოტო – ჰოლივუდის ყველაზე ცეცხლოვანი ესპანელი

ვარსკვლავების 15 ექსპრესიული პორტრეტი, რომლებიც XX საუკუნის ყველაზე ცნობილმა ფოტოგრაფმა გადაიღო


0
304
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
304