საქართველო
"დავადგინე და მოგიყვებით რეალურად რა მოხდა"- რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი
11 მაისი, 17:16
"ევროპული საქართველოს" ერთ - ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სამართალდამცავების მიერ სამხედრო ბლოგერის, უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის, მარიამ იაშვილის დაკავების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნულ ქეისს ლაზარეს შემთხვევას ადარებს:
"შალვა რამიშვილი ისეთ ავტოპორტრეტებს ხატავს თავის კედელზე, მგონი სამი დღის მერე მოიფიქრეს, უჩას რა დააბრალონ. P.S. დავადგინე და მოგიყვებით რეალურად რა მოხდაქოცებს ომით შეშინება უნდოდათ ხალხის. შეუვარდნენ უჩა აბაშიძეს - ადვილად დაიხატებოდა ნარატივი, უკრაინაში მებრძოლ მიშისტებთან ერთად როგორ იწყებს არეულობას. გამოაქვეყნეს იმედზე მისი თოფიარაღი!
მაგრად დაიცინენ იმიტომ რომ იარაღი სათამაშო აღმოჩნდა და ხალხი არც ისე დებილი, როგორც მათ ჰგონიათ. უწევდათ გამოშვება. ქექეს ქექეს მისი კომპუტერები და ტელეფონები. მესამე დღეს უპოვეს პირადი ხასიათის ვიდეოები. დაუჭირეს ცოლიც და ახლა უბრალოდ დისკრედიტაციას უკეთებენ რომ გარყვნილია. არანაირი მსხვერპლი არ არსებობს. ეს ქეისი რომ რეალობასთან კავშირში იყოს, სათამაშო თოფებს ვერ ნახავდით იმედზე, დილდოებს ნახავდით. ლაზარეს მსგავსი ამბავია. რუსული!და რუსულ რეჟიმს რა"- წერს "ტაბულას" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ სამხედრო ბლოგერის უჩა აბაშიძის დაკავების შემდეგ სამართალდამცავებმა დღეს მისი ცოლი, მარიამ იაშვილიც დააკავეს. ადვოკატებისთვის ამ დროისთვის უცნობია, თუ რას ედავება გამოძიება მარიამ იაშვილს.