x
მეტი
  • 19.07.2024
  • სტატია:136050
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510305
ცნობილ ფილმებში დიზაინერების მიერ დაშვებული უხერხული შეცდომები
image


ზოგიერთი მძაფრსიუჟეტიანი ფილმი იმდენად გითრევს, რომ მაყურებელთა მხოლოდ მცირე რაოდენობა თუ ამჩნევს ამა თუ იმ კადრში გაპარულ არც თუ უმნიშვნელო შეცდომებს. აი, რაც შეეხება ნამდვილ კინომოყვარულებს მათ თვალს შეუმნეველი პრაქტიკულად არაფერი რჩება, მათ შორის არც კოსტიუმების დიზაინერთა შეცდომები.




"წვიმის ქვეშ მომღერალი"


image


ასე მაგალითად, ამ ლეგენდარულ ფილმში მოქმედება 20-იან წლებში ხდება, გმირის კაბა კი, 50-იანი წლების არის.




ფავორიტი"


image


ჟოკეის ქუდები პირველად 1956 წელს გამოჩნდა, ფილმის სიუჟეტი კი ბევრად უფრო ადრე 20-იანი წლებში ვითარდება.




"ავიატორი"


image


1920-იან წლებში უჩარჩო სათვალე გამოგონილი ჯერ კიდევ არ იყო, ფილმში მოქმედება კი სწორედ ამ პერიოდში ვითარდება.



"ქორწილის მომღერალი"


image


აი, ამ შემთხვევაში კი უკვე სტილისტები შეცდნენ: ისეთი ვარცხნილობის ტარება, როგორც ფილმში დრიუ ბერიმორის პერსონაჟს აქვს ქალებმა მხოლოდ 10 წლის შემდეგ დაიწყეს, ანუ ფილმში მოქმედება 1980–იან წლებში ვითარდება, ვარცხნილობა კი 1990 – იანი წლების არის.




"ინფორმატორი"


image


"Nike"–ის ბრენდის გოლფის ფეხსაცმლის წარმოება დაიწყეს მხოლოდ 6 წლის შემდეგ, რაც ის პირველად ფილმში გამოჩნდა.



"გლადიატორი"


image


როგორც არ უნდა იყოს, ძველ რომში მოკრივის ტრუსები არავის ეცვა.



"შინდლერის სია"


image


ფილმში მშვენიერი სქესის პრაქტიკულად ყველა წარმომადგენელი იდეალურად სუფთად გამოიყურება: გაპარსული იღლიებით, გაპარსული ფეხებით. 40-იან წლებში კი, მით უმეტეს, საკონცენტრაციო ბანაკში ასეთ მდგომარეობაში ყოფნა პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო.




"ინდიანა ჯონსი და უკანასკნელი ჯვაროსნული ლაშქრობა"


image


ფილმში მოქმედება 1938 წელს ვითარდება, ნაცისტები კი უკვე სამხედრო ჯილდოებსა და მედლებს ატარებენ, რომლებიც მათ მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დროს გადაეცათ.




0
295
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
295