x
მეტი
  • 01.06.2024
  • სტატია:135029
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509393
ქალმა შვილის გაჩენის უკანასკნელი შანსი ქმრის უგნური საქციელის გამო დაკარგა

image

დიდ ბრიტანეთში ქალმა დაორსულების ბოლო შანსი ქმრის გამო დაკარგა

დიდ ბრიტანეთში ქალმა ქმრის ეჭვების გამო დაკარგა დაორსულების ბოლო შანსი. ამის შესახებ მან Daily Mail-ს განუცხადა.

ქალმა მომავალი ქმარი უნივერსიტეტში სწავლის დროს გაიცნო. როდესაც ის 36 წლის გახდა, მათ შვილის გაჩენა გადაწყვიტეს.ქალი სამი წლის განმავლობაში ცდილობდა დაორსულებას, რის შემდეგაც ექიმს მიმართა. მას უშვილობის დიაგნოზი დაუსვეს.

ქალმა ვერ მიიღო დახმარება დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექტორისგან, ამიტომ იპოვა კლინიკა საზღვარგარეთ, სადაც რამდენიმე ემბრიონი კულტივირებული იყო დონორის კვერცხუჯრედებიდან და მისი მეუღლის სპერმიდან. ერთი მათგანი მას გადაუნერგეს. განაყოფიერების პროგრამა, ფრენების და სასტუმროს ჩათვლით, მას 4 ათასი ფუნტი სტერლინგი დაუჯდა.

„ორი კვირის შემდეგ გავიკეთე ტესტი და, ჩემდა გასაკვირად, დადებითი აღმოჩნდა. მეცხრე ცაზე დავფრინავდი “, - ამბობს ქალი.

თუმცა ქმარს არ ეტყობოდა კმაყოფილება. მან განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეძლოს ბავშთან დაახლოება.რომელიც სხვა ქალის კვარცუხჯრედიდან არის და რომლის შესახებაც მან არაფერი იცის: კლინიკასთან შეთანხმებით, კვერცხუჯრედის დონორი ანონიმურია. ქმარი შიშობდა, რომ დონორს შესაძლოა გენეტიკური დაავადებები ჰქონოდა და ვარაუდობდა კიდეც, რომ შესაძლოა კლინიკა კვერცხუჯრედების მომწოდებელი ქალის ექსპლუატაციას ახორციელებდა.

შედეგად, მან მეუღლე არჩევანის წინაშე დააყენა მისცა: ან ის ან შვილი.

ქალი მიხვდა, რომ ქმრის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო და აბორტი გაუკეთა.

„არ მინდა გავიხსენო ის დღე, როცა ეს პროცედურა ჩავიტარე: ეს იმდენად მტკივნეული იყო, რომ ტვინმა თითქოს წაშალა ის ჩემი მეხსიერებიდან“, - თქვა ქალმა. შემდეგ მან სთხოვა, რომ გაენადგურებინათ კლინიკაში დარჩენილი სხვა განაყოფიერებული ემბრიონები.

ქალმა აღიარა, რომ ხანდახან ქმრის მიმართ სიძულვილს გრძნობს, რადგან მან დააკარგვინა უკანასკნელი შანსი, გამხდარიყო მშობელი. თუმცა, მან აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ "უყვარს ის მთელი გულით".

0
173
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0