პოეზია "აკაკი "ნეიტრალებზე", ყველაზე საშიშ და ამორალურ ხალხზე"-რა ლექსს აზიარებს ნიკა გვარამია? 10 მაისი, 13:45 "მთავარი არხის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა და ამჟამად პარტია "ახალის" დამფუძნებელმა(ნიკა მელიასთან ერთად) ნიკა გვარამიამ მიმდინარე დაძაბული პოლიტიკური ვითარების ფონზე, როცა ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი აპროტესტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, ანუ როგორც თავად შეარქვეს "რუსულ კანონს"სოციალურ ქსელში აზიარებს აკაკი წერეთლის ლექსს "ნეიტრალი" და აღნიშნავს, რომ ყველაზე საშიში და ამორალური ხალხი ისაა, ვისაც დღეს ნეიტრალური პოზიცია უჭირავს. აქეთაც ვარ, იქითაც ვარ,
მიყვარს შუა მე ტრიალი!..
მაგრამ არსად კი არა ვარ:
ჩემთვის ვარ... ნეიტრალი.
მადლობა ღმერთს, რომ სხვებსავით არ მებნევა გზა და კვალი!..
გადავდივარ!.. გადმოვდივრ!..
ისე როგორც ნეიტრალი.
მე არა მსურს ჩემზე ვინმე რომ განრისხდეს!.. იყოს მწყრალი!..
იაც მომწონს, ვარდიც მიყვარს,
რადგანაც ვარ ნეიტრალი.
სამაისო მომზადებამ ორად გაჰყო ჩვენი ძალი,
მე არც ერთს არ ვემატები:
განზედა ვარ ნეიტრალი.
ამბობენ, რომ საზოგადო საქმე არის ყველას ვალი,
მაგრამ მე ჯერ ვალს არ ვიხდი,
სანამდი ვარ ნეიტრალი.
სულ სხვადასხვა პარტიისა ერთად შემხვდა ორი ქალი:
ერთი ერთს მთხოვს, მეორე სხვას...
დამაფიქრეს ნეიტრალი.
ერთს ის ვუთხარ, მეორეს ეს, აქეთ თვალი!.. იქით თვალი!..
ბისმარკივით გამოვძვერი,
დავრჩი ისევ ნეიტრალი.
საარჩევნო ლხინში ვიყავ: იქ სუყველა იყო მთვრალი,
მე ვსვი, მაგრამ ფხიზლად ვიყავ,
რადგანაც ვარ ნეიტრალი.
ვინც ამ ქვეყნად პირდაპირობს ვაი, მხოლოდ მისი ბრალი,
თვარა ყველგან კარგი ყმაა
ჩემისთანა ნეიტრალი!..
აქეთაც ვარ, იქეთაც ვარ მიყვარს შუა მე ტრიალი!..
მაგრამ არსად კი არა ვარ
ჩემთვისა ვარ ნეიტრალი!!
213 2-ს მოსწონს
|