კინო 16 ფაქტი კინოინდუსტრიის შესახებ, რომელთა დაჯერება ძნელია 8 მაისი, 14:47 კინოს გადაღება ისეთი იდუმალი ინდუსტრიაა, რომ არასოდეს წყვეტს ადამიანების გაოცებას. გიზიარებთ საინტერესო ინფორმაციას ყველასთვის საყვარელი ფილმებისა და რეჟისორების შესახებ – ალბათ, ბევრის ხელახლა ყურება მოგინდებათ.
1. მსახიობი დეივი ჩეიზი, რომელმაც შეასრულა სამარას როლი „ზარში“, შემდეგ გაახმოვანა ლილო მულტფილმში „ლილო და სტიჩი“. 2. ჩინეთში აკრძალულია ფილმები დროში მოგზაურობის შესახებ ჩინეთის მთავრობა დროის მანქანის იდეას როგორც ტელევიზიაში, ასევე კინოში საშიშ ფანტაზიად განიხილავს. ხელისუფლებას არ მოსწონს არაფერი, რაც ამახინჯებს მოვლენების განვითარებას.3. ოსკარის დაჯილდოებაზე სტივენ სპილბერგს ვარსკვლავები უფრო ხშირად უხდიდნენ მადლობას, ვიდრე ღმერთს. 4. სილვესტერ სტალონე იმდენად ღარიბი იყო, რომ თავისი საყვარელი ძაღლი ბუტკუსი 40 დოლარად გაყიდა. მსახიობს საჭმლის ფულიც არ ჰქონდა და სასოწარკვეთილმა გაყიდა თავისი ბულმასტიფი ძაღლი. მაგრამ საბოლოოდ იპოვა მყიდველი „როკის“ სცენარისთვის და შეძლო შინაური ცხოველის დაბრუნება, თუმცა მასში 15 ათასი დოლარის გადახდა მოუწია.5. 1886 წელს პირველმა რეჟისორმა ქალმა ელის გი–ბლაშემ ფილმზე მუშაობა დაიწყო. გი–ბლაშე საკმაოდ ნაყოფიერი რეჟისორი იყო: 28 წლის განმავლობაში იმუშავა 1000–ზე მეტ ფილმზე (მათ შორის 22 სრულმეტრაჟიან ფილმზე), რომელთაგან 350 გადარჩა.6. საშინელებათა ფილმები დაგეხმარებათ კალორიების დაწვაში. ვესტმინსტერის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, საშინელებათა კლასის ყურებისას, როგორიცაა „ნათება“, 184 კალორიის დაწვას შეძლებთ, ხოლო „ეშმაკის განმდევნელი“ 158 კალორიას უდრის. გამოგონილი კოშმარებიც იწვევს ადრენალინის მომატებას და გულისცემის აჩქარებას.7. კურტ კობეინმა ახსენა რეჟისორი კვენტინ ტარანტინო ალბომში In Utero ამბობენ, რომ კობეინმა ეს წარწერა ფილმის „ცოფიანი ძაღლები“ სიყვარულის გამო გააკეთა. მუსიკოსის ქვრივი, კორტნი ლავი ირწმუნება, რომ ტარანტინომ შესთავაზა მას და მის ქმარს როლები ფილმში „მაკულატურა“. თითქოს მათ უნდა ეთამაშათ ნარკოდილერი ლენსი თავის შეყვარებულ ჯოდისთან ერთად. თავად რეჟისორმა ეს არ დაადასტურა, მაგრამ მისი ფილმის ტიტრებში არის სტრიქონი „მშვიდად განისვენე, კურტ კობეინ“.8. დენიელ რედკლიფის დუბლიორს ჰარი პოტერის გადასაღებ მოედანზე უბედური შემთხვევა შეემთხვა და პარალიზებული დატოვა. „ფილოსოფიური ქვიდან“ დაწყებული რედკლიფის ტრიუკებს ასრულებდა დუბლიორი დევიდ ჰოლმსი – ასე გაგრძელდა, სანამ სერიის ბოლო ფილმის „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრების“ გადასაღებ მოედანზე უბედური შემთხვევა არ შეემთხვეოდა. ახლა ჰოლმსის ოთხივე კიდური პარალიზებულია და ეტლს მიჯაჭვულია, მაგრამ აგრძელებს მეგობრობას ახალგაზრდა ჯადოქართან, რომელმაც ტრავმის შემდეგ საავადმყოფოში ინახულა.9. დენი ტრეხომ რეჟისორ რობერტ როდრიგესთან საუბარში მოიფიქრა ფრაზა „მაჩეტე წერილს არ წერს“ „მაჩეტეს“ გადაღებების დროს ტრეხო ხშირად ურეკავდა როდრიგესს და იდეებს სთავაზობდა. ერთხელ რეჟისორი შეხვედრაზე იყო და მსახიობს წერილის დაწერა შესთავაზა. ამაზე ტრეხომ უპასუხა: „მაჩეტე წერილს არ წერს“ – ასე გამოჩნდა მისი პერსონაჟის ცნობილი რეპლიკა ფილმში. 10. არავინ იცის, რამდენი თითი აქვს ხელზე იოდას იოდას ხელები განსხვავებულად გამოიყურება „ვარსკვლავური ომების“ საგის სხვადასხვა ფილმში. პირველ ეპიზოდში სამი თითი აქვს, მესამე და მეოთხე ეპიზოდში – ოთხი, ხოლო მეხუთე ეპიზოდში ხან სამი, ხან ოთხი. მრავალრიცხოვანი სათამაშო მწვანე ჯედაის სახით საქმეს არ უშველის: მათ აქვთ სამი, ოთხი და თუნდაც ხუთი თითი.11. ტომ ჰენქსის პერსონაჟის პროტოტიპი ფილმში „ტერმინალი“ აეროპორტში 18 წელი ცხოვრობდა. ირანელი მეჰრან კარიმი ნასერი, ალბათ, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ადამიანია, რომელიც აეროპორტში დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა. პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტის ტერმინალში 1988 წლის 8 აგვისტოდან 2006 წლის ივლისამდე ცხოვრობდა. ნასერი საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ირანიდან გააძევეს, მან მიიღო პოლიტიკური ლტოლვილის სტატუსი და გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში, მაგრამ გზაში პასპორტი დაკარგა და პარიზში გაიჭედა.12. კინოთეატრში სავარძლებზე ჭიქების დამჭერი მხოლოდ 1980–იან წლებში გამოჩნდა. ჭიქების დამჭერი პირველად გამოჩნდა AMC–ის კინოთეატრების ქსელში 1981 წელს: კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი სტენლი დარვუდი ცდილობდა დარბაზებში ადგილები მაქსიმალურად კომფორტული ყოფილიყო ვიზიტორებისთვის.13. ჯეიმზ კამერონმა თავი დაანება სატვირთო მანქანის მძღოლად მუშაობას ფილმის „ვარსკვლავური ომები IV: ახალი იმედი“ ყურების შემდეგ. სანამ მძღოლი გახდებოდა, რეჟისორი სწავლობდა ფიზიკას და ლიტერატურას, მაგრამ შემდეგ დაინტერესდა კინოთი და სპეცეფექტებით და სწავლა მიატოვა. კამერონმა გადაწყვიტა მიჰყოლოდა თავის ოცნებას, როცა უყურა საგის პირველ ეპიზოდს. ყველამ იცის, რა მოხდა შემდეგ: „ტერმინატორი“, „ტიტანიკი“ და „ავატარი“.14. 1994 წლის ოქტომბერში კინოთეატრებში ერთდროულად აჩვენეს ფილმები „მაკულატურა“, „იურული პარკი“, „ფორესტ გამპი“ და „გაქცევა შოუშენკიდან“. ერთ შაბათ–კვირას ყველა ამ ფილმის ყურება შეგეძლოთ. იმ დროს სალაროებში ტარანტინოს ნამუშევარი ლიდერობდა: ეს იყო მისი პირველი კვირა სალაროებში, ხოლო დანარჩენი ფილმები უკვე ნაჩვენები იყო 4–დან 75 კვირამდე.15. სათავგადასავლო ფილმში „კარიბის ზღვის მეკობრეები: შავი მარგალიტის წყევლა“ უფრო მეტი შეცდომაა გაპარული, ვიდრე 2000 წლიდან გამოსულ ნებისმიერ სხვა ფილმში. ყველაზე მეტი შეცდომა გაპარულია 1979 წლის ფილმში „აპოკალიფსი დღეს“, მაგრამ მესამე ათასწლეულში „მეკობრეები“ ლიდერობენ 390 შეცდომით.16. ყველაზე ახალგაზრდა, ვინც მიიღო ოსკარი „საუკეთესო რეჟისორისთვის“ იყო დემიენ შაზელი მიუზიკლისთვის „ლა–ლა ლენდი“. დაჯილდოებისას შაზელი 32 წლის იყო. ტიტული წაართვა ყველაზე ახალგაზრდა ოსკაროსან რეჟისორს ნორმან ტაუროგს: როდესაც 1931 წელს აიღო „ოსკარი“ ფილმისთვის „სკიპი“, 221 დღით უფროსი იყო შაზელზე 2017 წლის 27 თებერვალს.383 შეფასება არ არის |