x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ძაან საცოდაობა ხარ ამხელა კაცი” -ვის მიმართავს ვიკა ბუკია

image


"ტვ პირველის" წამყვანი, ვიკა ბუკია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის პარტიულ გადაწვეტილებას მონაცემთა ბაზის შექმნის თაობაზე პირად გვერდზე ეხმაურება და აღნიშნული ინიციატივის გამო მას "საცოდაობას" უწოდებს:


"ბრიფინგზე გვამცნეს რომ შეიქმნება სიები იმ ხალხის, ვინც საზოგადოების დანარჩენ წევრებზე მორალურ ტერორს და წნეხს ახორციელებს.


გამოგონილ გამჭვირვალობასაც ვერ აწვებიან. ვერც მალავენ უკვე, რომ ზუსტად ამიტომ უნდათ ის რუსული კანონი აგენტებზე, რაღაც სიებში რომ ჩაგვტენონ.

პაპუაშვილმა თქვა ეს, მას შემდეგ რაც ვიღაც 15 წლის ბავშვებს არეკინეს ჩვენთან დავალებით რომ ეგინებინათ.


ისტორიის წიგნში ცალკე თავი მიეძღვნება ამ ყველაფერს თუ არა – არ ვიცი, მაგრამ პიარის ლექციაზე პაპუაშვილის სახე იციმციმებს პროექტორზე და ბავშვები როგორც ქეისი ისწავლიან რაები იკადრეს ამ სფეროში ადამიანებმა.


შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashvili ბოდიში, რომ მორალურ ზიანს გაყენებ, მაგრამ ძაან საცოდაობა ხარ ამხელა კაცი."- წერს ბუკია სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა რომ შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ:


"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით პარტიული სტრუქტურების მეშვეობით ვიწყებთ მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს. ეს მონაცემთა ბაზა განთავსდება სპეციალურ ვებ-გვერდზე და იქნება საჯარო და გამჭვირვალე საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ პირთა წინააღმდეგ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში მიღებული იქნება ყველა ზომა, რათა კანონდარღვევა, ძალადობა და მუქარა არ დარჩეს სახელმწიფოს თუ საზოგადოების რეაგირების გარეშე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.





0
227
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
227