x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ამ ლამაზმანს 145 თაყვანისმცემელი ჰყავდა, 13-მათგანმა მისი უარის გამო თავი მოიკლა

image


ნუ ვიკამათებთ. ყოველი ეპოქისთვის, თითოეული კლასისთვის და ცალკეული ადამიანისთვის სილამაზის იდეალები რადიკალურად განსხვავდება. მე-20 საუკუნის დასაწყისში ეს იყო "გიბსონის გოგო", რამდენიმე ათეული წლის შემდეგ კი "ბიჭური-გოგონა".სილამაზის სტანდარტები ყოველ ათწლეულში იცვლებოდა, და თუ 2000-იანი წლების დასაწყისში მოდამ პოდიუმზე გამოიყვანა ქალები, რომლებსაც სერიოზული კვებითი დარღვევების მხვერპლთა იერი ჰქონდათ, მიმდინარე საუკუნის მეორე ათწლეულში პოდიუმზე კვლავ ქვიშის საათის ფიგურის მქონე - "გიბსონის გოგო" დაბრუნდა.


image


დღეს, კი ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ იდეალური აღნაგობის ტიპად ისეთი სხეული ითვლება, რომელშიც ქალი თავს თავდაჯერებულად და კომფორტულად გრძნობს. მარტო ამ ფოტოს შეხედეთ. როგორც გვარწმუნებენ, ეს პრინცესა ანის ალ-დოლია, რომელიც მოგვიანებით შაჰ ნასერ ად-დინის საყვარელი მეუღლე გახდა.


image


გოგონა მამაკაცების ნამდვილი გულთამპყრობელი გახლდათ, რომელსაც თაყვანისმცემლებისგან მოსვენება არ ჰქონდა. როგორც გადმოცემით არის ცნობილი, თურმე ზოგიერთი უარყოფილი მამაკაცი ანის ალ-დოლიას გამო თავსაც კი იკლავდა. დიახ, მართალია, სილამაზის იდეალები იცვლება, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე, თუმცა არა ასე რადიკალურადაც. ირანელი შაჰ ნასერ ადინი ხელისუფლებაში 1848 წლიდან 1896 წლამდე იყო. შაჰის ჰარამხანაში ხარჭების რაოდენობა თითქმის ასამდეც კი აღწევდა, ყველა მათგანი საოცარი "სილამაზით" გამოირჩეოდა: შაჰის გემოვნების გოგონები იყვნენ ძირითადად მსუქნები, გადაბმული, ფართო წარბებითა და არც თუ სწორი სახის ნაკვთებით, სწორედ მათ შორის გახლდათ შაჰის საყვარელი და სათაყვანებელი ხარჭა ანის ალ-დოლიაც.


image


ნასერ ად-დინის მმართველობის დროს ირანელი ქალების და განსაკუთრებით შაჰის ხარჭების გადაღება მკაცრად იკრძალებოდა. პრინცესა ანისის სილამაზეს ყველა ადიდებდა, და მისი გარეგნობა იმ დროისთვის თითქმის იდეალურადაც კი ითვლებოდა, თუმცა ისტორიკოსები დღემდე ვერ თანხმდებიან რომ შაჰის ჰარამხანაში საკმაოდ ლამაზი ქალები იყვნენ და არა ისეთები როგორიც უამრავ ფოტოზე არიან აღბეჭდილნი. მაშ, რისთვის იყო საჭირო მთელი ეს მასკარადი გადაცმული მამაკაცებით? ამ კითხვაზე პასუხი დღემდე არ არსებობს. ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, შესაძლოა ეს ერთგვარი პოლიტიკური დაკვეთაც კი ყოფილიყო ყოვლისშემძლე ირანელი მმართველის დასამცირებლად.


image


სწორედ ამიტომ მხოლოდ ნახატებიდან შეგვიძლია გავიგოთ ლამაზმანთა ნამდვილი გარეგნობის შესახებ, ისე კი ირანელ ქალებს შორის მართლაც ძალიან ბევრი ნამდვილი ლამაზმანია.











0
313
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
313