ისტორია ჰიტლერის "მგლის ბუნაგში" 5 ჩონჩხი აღმოაჩინეს ხელის მტევნების და ტერფების გარეშე 5 მაისი, 19:09
პოლონეთში, ადოლფ ჰიტლერის შტაბ-ბინაში აღმოაჩნეს ხუთი ჩონჩხი ხელის მტევნების და ტერფების გარეშე.
ხუთი ჩონჩხი აღმოაჩინეს პოლონეთში, ადოლფ ჰიტლერის ყოფილი შტაბ-ბინაში, რომელიც ცნობილია როგორც "მგლის ბუნაგი". ინფორმაციას Associated Press ავრცელებს. საშინელი აღმოჩენა Latebra Foundation მოხალისე არქეოლოგთა ჯგუფმა გააკეთა. ისინი რამდენიმე წელია გათხრით სამუშაოებს აწარმოებენ იმ ადგილზე, რომელიც ცნობილია როგორც "მგლის ბუნაგი", რომელიც ოდესღაც აღმოსავლეთ ფრონტზე SS-ის ჯარების შტაბ-ბინა იყო. ჩონჩხები იპოვეს ლუფტვაფეს მთავარსარდლის, ჰერმან გერინგის კუთვნილი ვილის იატაკის ქვეშ. ვილის ერთ-ერთ ოთახში, სადაც ადრე ხის იატაკი იყო, ხუთი შიშველი ჩონჩხი აღმოაჩინეს, აქედან სამი ზრდასრულია, ერთი ჩვილია და ერთიც მოზრდილი ბავშვია. ჩონჩხები ღრმად არ იყო იყო დამარხული. ხუთივეს აკლია ტერფები და ხელის მტვენები. ამ დროისთვის ამ ადამიანების ვინაობის დადგენა შეუძლებელია. ასევე, არქეოლოგები და სასამართლო სამედიცინო ექსპერტები ზუსტად ვერ ამბობენ, როდის მოხვდნენ ცხედრები აგარაკის იატაკის ქვეშ - მეორე მსოფლიო ომის დროს თუ მის შემდეგ. „არ ველოდით ასეთ აღმოჩენებს ამ ადგილას... ეს იყო მესამე რაიხის ყველაზე დაცული ტერიტორია, ომის შემდეგ რუსებმა აიღეს ეს ადგილი. ყველას აინტერესებს, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. ჩვენ ვცადეთ რამდენიმე ვერსიის განხილვა, მაგრამ ვერაფერი გონივრული ვერ მოგვივიდა თავში. საერთოდ არ ვიცით რასთან გვაქვს საქმე. იყო თუ არა ეს მესამე რაიხის ფანატიკოსების ოკულტური რიტუალები? ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს“, - თქვა დომინიკ მარკევიჩმა, Latebra Foundation-ის ერთ-ერთმა არქეოლოგმა. ომის დროს ''მგლის ბუნაგი'' შედგებოდა დაახლოებით 200 შენობისგან და მოიცავდა 250 ჰექტარს. კომპლექსის დიდი ნაწილი გაანადგურეს ნაცისტურმა ჯარებმა 1945 წლის დასაწყისში უკან დახევის დროს, რათა იგი ხელში არ ჩავარნოდა წითელ არმიას. დღეისთვის ბუნკერებიდან, ვილებიდან და ყაზარმებიდან, ცოტა რამ არის შემორჩენილი, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთ პოლონეთში, გერლოჟის ტყეში მდებარეობს და ღიაა ტურისტებისთვის. 449 3-ს მოსწონს
|