საზოგადოებრივი ყველაზე საშინელი სიკვდილი და მისი მოზიარე ცნობილი ადამიანები 15 ნოემბერი, 14:08 სასმელით სავსე ჭიქების მიჭახუნების ტრადიცია იცით საიდან მოდის? — რა თქმა უნდა, ძველი რომიდან: ამ დროს, ღვინო, ერთი თასიდან მეორეში იქცეოდა, რაც იმის მტკიცებულება იყო, რომ მოწამლული არ იყო. კონკურენტის, ან მტრის, მოწამვლით მოშორების ხერხი, ყველაზე პოპულარული, სწორედ ძველ რომში იყო და შესაბამისად, მისგან თავდაცვის გარკვეული ხერხებიც არსებობდა... და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთ–ერთი, სწორედ ჭიქების მიჭახუნება იყო. გარდა ამისა, სპეციალური «პროფესია» — კერძის დამგემოვნებელიც გაჩნდა... თავადაც ხვდებით, რისთვის. მაგრამ, მიუხედავად თავდაცვის «მექანიზმების» არსებობისა, მოწამვლის მსხვერპლი, მაინც არაერთმა პოლიტიკოსი გახდა. მათ შორის, ყველაზე ცნობილი, შემდეგი სამეულია: ალექსანდრე დიდი, მაკედონელი ალექსანდრე მაკედონელი საკუთარ ჯანმრთელობაზე საერთოდ არ ზრუნავდა. მთელი მისი დრო საბრძოლი ლაშქრობებზე და ნადიმებზე იხარჯებოდა. ერთ დღეს, იმპერატორს მუცელი ასტკივდა. მაგრამ, იმის ნაცვლად რომ ჯანმრთელობის პრობლემა მოეგვარებინა, ის ბრძოლის ველზე, უბრალოდ, ექიმებთან ერთად წავიდა. 2 კვირის მანძილზე, მისი მდგომარეობა თანდათანობით დამძიმდა და მან კარის მკურნალის წამლების მიღება დაიწყო. ექიმი მას თეთრ შხამას (ლათ. Verátrum) ასმევდა თაფლით და შესაძლოა, სწორედ ამ მცენარემ გამოიწვია დიდი მხედართმთავრის ნაადრევი სიკვდილი. და მაინც, ისტორიკოსები არ გამორიცხავენ, რომ მაკედონელი განზრახ მოწამლეს. იმ ეპოქაში, ღვინო რომ არ გაფუჭებულიყო, მას ხის სპირტს – მეთანოლს უმატებდნენ. ხოლო, ამ ტოქსიკური ნივთიერების 1 ჩაის კოვზს, მძიმე მოწამვლის გამოწვევა შეუძლია. იმპერატორი კლავდიუსი რომის იმპერატორის ტიბერიუს კლავდიუსს ერთადერთი მემკვიდრე, მისი გერი — ნერონი იყო. იმპერატორი 49 წლის იყო და ოჯახის შექმნას აღარ აპირებდა. მაგრამ, 32 წლის აგრიპინემ, ქალური ხიბლი გამოიყენა და სასიკვდილო ქორწინებაში «ჩაითრია» ის. ახალგაზრდა ქალს პირველი ქორწინებიდან ვაჟი ჰყავდა და მან მეუღლე დაარწმუნა, რომ მას ბიჭი შვილად აეყვანა, რაც ამ უკანასკნელს რომის ტახტის მემკვიდრეობის უფლება აძლევდა. და ეს საბედისწერო შეცდომა იყო... იმპერატორი, მისმა საყვარელმა მეუღლემ სოკოს კერძით მოწამლა და კლავდიუსი გარდაიცვალა. ნაპოლეონ ბონაპარტი მისმა სიკვდილმა, არანაკლები ლეგენდები და საიდუმლოებები წარმოშვა, ვიდრე ბობოქარმა ცხოვრებამ... 1820 წლის შემოდგომაზე, წმ. ელენეს კუნძულზე გადასახლებული ყოფილი იმპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოულოდნელად, გაუარესდა. ბონაპარტი კარის ექიმს ყოველ დღე ეუბნებოდა, რომ გვერდი საშინლად სტკიოდა და თავს ძალიან სუსტად გრძნობდა. გარდა ამისა, ტიტულიან ტუსაღს, გულის არევის შეტევებიც აღენიშნებოდა. მანამდე, მისი ორი მსახური, მეტად იდუმალ ვითარებაში გარდაიცვალა და ნაპოლეონი ღიად საუბრობდა იმაზე, რომ მსახურები მოწამლეს და რომ შემდეგი მსხვერპლი, ის იყო. მთავარსარდალი 1821 წლის მაისში გარდაიცვალა. ხოლო, გარდაცვალების მიზეზად, ოფიციალური დასკვნის მიხედვით, კუჭის კიბო იყო. თუმცა, იყო სხვა მოსაზრებაც: ნაპოლეონის ავადმყოფობა, შეიძლება, დარიშხანით მოწამვლით ყოფილიყო გამოწვეული – ნაპოლეონის თმის კვლევისას, მასში ამ შხამის კვალი აღმოაჩინეს. თუმცა, შესაძლოა, თმის ანალიზის ასეთი შედეგი, ტალკსაც გამოეწვა, რომელსაც ყოფილი იმპერატორი, თმის მოვლისთვის იყენებდა და რომელიც, დარიშხანს შეიცავდა. მოწამვლის მეორე ვერსიის თანახმად კი, ნაპოლეონი ნუშის გემოს მქონე სიროფით მოწამლეს, რომელსაც ის, როგორც კუჭის ტკივილის საწინააღმდეგო საშუალებას ისე იღებდა (კალიუმის ციანიდს, სწორედ ნუშის სუნი აქვს). ბოლოს კი, უნდა აღინიშნოს, რომ ყოფილი იმპერატორის ნეშთის თანამედროვე კვლევამ, კიბოს დიაგნოზი დაადასტურა. არხის სხვა სიახლეები:* ტესტი: აირჩიეთ კაბა და უფრო ახლოს გაიცანით საკუთარი თავი* მონადირე მაღალი საზოგადოებიდან – დეტექტიური გამოცანა (პასუხი აქვს)* 15 საინტერესო არტეფაქტი, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის* მცენარე, რომელიც ებრძვის დეპრესიას, შიზოფრენიასა და ალცჰაიმერის დაავადებას614 3-ს მოსწონს
|