აშშ-ს და ევროპის ჭკუაზე ბევრი ვიარეთ, დროა ჩვენი ეროვნული ინტერესები გაითვალისწინონ და პატივი სცენ
არა "რუსულ კანონს"-უკვე ევროპა და ამერიკაც გვიკიჟინებს და თითსაც გვიქნევენ სანქციებს დაგიწესებთო!
არც ამერიკას და არც ევროპას არანაირი უფლება არა აქვს სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაერიოს და ტოლერანტიზმის და დემოკრატიის თამაშში აგვიყოლიოს.
ჩვენ არ გვესწავლება ტოლერანტობა, ჯერ კიდევ დავით "აღმაშენებლის" პერიოდიდან. მართმადიდებლური ქართული ტაძარი, სომხური გრიგორიანული ტაძარი, ისლამის მიმდევართა მეჩეთი და სინაგოგა გვერდიგვერდ დგას და საქართველოში რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტი არ ყოფილა, მცირე გაუგებრობებს თუ არ ჩავთვლით. ჭკუას გვარიგებენ ისინი, ვისაც ერის ცნება არ გააჩნია და ირლანდიელების, ებრაელების, იტალიელების და ანგლოსაქსების მიერ ჩამოყალიბებული სახელმწიფო აშშ ჰქვია.
ვისი უფლებების დარღვევაზე საუბრობს აშშ-ს სენატორები და დიპლომატები, როცა ასეულ მილიონობით ინდიელი ტომები გაჟლიტეს, დარჩენილები რეზერვაციაში ყავს, მექსიკას უზარმაზარი ტერიტორია ძალით წაართვა და გასულ საუკუნემდე აფროამერიკელებს არჩევნებზე ხმის უფლებას, რომ არ აძლევდა?
საქართველომ ქალებისათვის არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება 1918 წელს დააკანონა, ამერიკელებმა კი 1920 წელს.
დავანებოთ ამას თავი, ამარიკამ გამოგვიყენა საზარბაზნე ხორცად ავღანეთში და ერაყში, სადაც შეიჭრა აშშ და მისი ალიანსის მოკავშირეები, ჩვენ კი "სტრატეგიული პარტნიორის" სტატუსით გვიკრეს სხვის ომში თავი, თან ბედოვლათი სააკაშვილის წყალობით აშშ-ს შემდეგ ყველაზე მრავალრიცხოვანი კონტიგენტით ვიყავით წარმოდგენილი.
რა გვესაქმებოდა შორეულ ავღანეთში ან ერაყში, რომელი ერთი იყო ჩვენი მტერი?
რამდენი ქართველი მებრრძოლი დაიღუპა და სამუდამოდ დასახიჩრდა ამ ომებში და რისთვის?
ომს ამერიკელებმა დაარქვეს ანტიტერორისტული ოპერაცია, რეალურად კი მიმდინარეობდა ომი აღანელი პარტიზანების წინააღმდეგ.
რა მოგვცა ჩვენ ამ ოპერაციებში მონაწილეობამ?-არც არაფერი, რადგან "ღბადაღებულ" ამერიკულ ტნკსაწინააღმდეგო, მართვად სარაკეტო კომპლეს "ჯაველინს" ქართველებს არ აკარებდნენ.
ამერიკელებმა ჯარები გამოიყვანეს ავღანეითან და მილიონობით მოკავშირე "თალიბებს" შეატოვეს.
ჩვენ 2008 წელს რუსებს პირისპირ შეგვატოვეს. მიუხედავად იმისა, რომ დასავლური ხამხედრო განათლება მაქვს მიღებული, ვთვლი: ამერიკა არც ჩვენი მეგობარია და არც სტრატეგიული პარტნიორი. გრანტებსაც აძლევენ ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ "ლგბტ" თემის დაცვაზე და ისეთი ღირებულებების იდეოლოგიაში, რაც ქართველი ადამიანისათვის მიუღებელია.
ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდიდან ვითვლებით აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორად და მე თუ ვცდები თქვენ შემისწორეთ, რამდენიმე აშეული "ჯაველინის", ადამის დროინდელი ვერტმფრენების (იროკეზი), ალუმინის შენადნობით დაჯავშნული ჯიპების და ვიეტნამის ომის დროინდელი სატვირთოების გარდა რა გადმოგვცეს ან სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გაძლიერებაში ან თუნდაც ლიცენზიით თუნდაც სადაზვერვო დრონების წარმოებაში დაგვეხმარნენ?
ამერიკას ბელგრადი გაეროს წესდების და ნებართვის გვერდის ავლით მიწასთან, რომ არ გაესწორებინა, თან კოსოვოსათვის დამოუკიდებლობა არ ეჩუქებინა, რუსეთს ხელი არ გაეხსნებოდა აფხაზეთის და სამაჩაბლოს ასაღიარებლად.
მე არ ვამბობ, რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ დასავლეთთან აქტიურ თანამშრომლობაზე, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს საქართველოს ინტერესების სანაცვლოდ.
საქართველოს ჰყავს კანონიერი ხელისუფლება და არც ამერიკას და არც ევროპას არა აქვს უფლება, საქართველოს მოქალაქეებს ქართული "მაიდნისაკენ" მოუწოდოს.
უკრაინიდან ბირთვული ქობინების გატანის სანაცვლოდ უკრაინის უსაფრთხოების გარანტორები აშშ და დიდი ბრიტანეთი იყვნენ, რაო დაიცვეს უკრაინა რუსეთის აგრესიისაგან?
მე ვიღებდი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას და ვხედავდი, "ულუფებად", რომ აწვდიდნენ უკრაინას თავდაცვით შეიარაღებას. 2 წელი გავიდა და დღემდე არ დაადგა საშველი უკრაინისათვის გამანადგურებლების მიწოდებას.
მაშ რანაირი გარანტორი ხარ თუ დაპირებას არ ასრულებ? აამ რუსეთს წითელი ღილაკი აქვს თურმე!
უკრაინული ბირთვული არსენალი, რომ გაგქონდათ, მაშინ არ იცოდით რუსეთს წითელი ღილაკი, რომ ჰქონდა?
ამერიკელმა სამხედრო ანალიტიკოსებმა ისიც კი ვერ გათვალეს, რაც ომის დაწყებამდე 2 თვით ადრე აქ, ამ საიტზე ვწერდი, რომ რუსეთი აუცილებლად დაესხმებოდა თავს უკრაინას.
ეს კანონიც და ლუსტრაციის კანონიც სასწრაფოდაა მისაღები და დასამტკიცებელი, რათა ერმა ვიცოდეთ ვინ მუშაობდა და მუშაობს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებზე.
თბილისში და საქართველოს რეგიონებში გამართული დემონსტრაციები მართულია, ნაძირალა და მკვლელი ვანო მერაბიშვილის მიერ კაპიტნის წოდება ნაჩუქარი ქალბატონი გიგაური არ უნდა გვიქნევდეს თითს იმ ქართველებს, ვისაც გრანტებით არ აგვიწყვია კომფორტული ცხოვრება და გიგაურზე ბევრად მეტი გაგვიკეთებია ფიზიკურად ამ ქვეყნისათვის.
კიდევ ერთხელ გიმეორებთ ახალგაზრდებო: ნუ წამოეგებით პროვოკაციებს, იმ მითის შემოგდებით თითქოს დღევანდელი ხელისუფლებაა რუსული ორიენტაციის.
ამ ხელისუფლებამ აგვარიდა ახალ ომს სამაჩაბლოში და აფხაზეთში, ახალი კანონის მიღება არ უნდა მათ, ვისაც შეეზღუდება ქვეყნის მტრობა.
დემოკრატია, რომ არ გვქონდეს და სიტყვის თავისუფლება, საქართველოს სამართალდამცველებს მონებს ვერ დაუძახებდნენ და დედას არ აგინებდნენ.
"ჯენზის თაობაო"-გაიძახიან მედიით და ლამის ქვეყნის ეროვნულ გმირებთან გაათანაბრონ, რა გაუკეთებიათ ან რისი გამკეთებლები არიან?
ეროვნული დროშით საჯდომის "გათბობით" "შორს წახვალთ", თქვენი შეცდომაში შემყვანები და დამფინანსებლები, რომ გაიშიფრებიან და გასაჯაროვდებიან, თავადვე შეგრცხვებათ!!!
შეეშვით ხელისუფლების დამხობის მცდელობას ასჯერ სახელგამოცვლილო ნაცებო, კოჰაბიტაციის დრო დამთავრდა და ის, ვინც ქვეყნის სიმშვიდეში ბზარის შეტანას შეეცდება სასტიკად დაისჯება, კანონის სრული სიმკაცრით და ვერც "ქართული ოცნების" მიერ პრეზიდენტის სავარძელ მირთმეული ზურაბიშვილი გიშველით, ვერც ჭაობისკენ მიმავალი ოპოზიცია და ვერც ათასი ჯურის "მამაძაღლის" მიერ გამოგზავნილი გრანტები.