x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512072
20 უჩვეულო სათვალე გასული საუკუნიდან
მზის სათვალე გასული საუკუნის შემდეგ გახდა ტიპური მოდური აქსესუარი. იმის მიუხედავად, რომ ძველად ფერადი ლინზები გამოიყენებოდა მზის კაშკაშა სხივებისგან თვალების დასაცავად, ხოლო მე–19 საუკუნეში შენიღბული ლინზები საკმაოდ გავრცელებული იყო, მათ არავინ თვლიდა მოდურ აქსესუარად.



image



1950–იან წლებში სათვალის მთავარი დანიშნულება ისევ მზისგან თვალების დაცვა იყო. მათ ატარებდნენ ავტომობილის ტარებისას ან თხილამურებზე სრიალისას. მხოლოდ მოდური ავანგარდის წარმომადგენლებს შეეძლოთ მათი ტარება, როგორც დეკორატიული აქსესუარი, თუნდაც მოღრუბლულ ამინდში.



image




იმ წლებში ინოვაციების თვალსაზრისით პირველი იყო იტალიელი წარმოშობის ფრანგი მოდის დიზაინერი პიერ კარდენი. ქმნიდა საინტერესო მოდელებს, მაგრამ სახესთან მიმართებაში დიდწილად შეუთავსებელი იყო. თუმცა კარდენი ხშირად იმეორებდა, რომ ტანსაცმელი (ვფიქრობთ, ასევე „ტანსაცმელი“ თვალებისთვის), რომლის შექმნაც ურჩევნია, არის ტანსაცმელი ცხოვრებისთვის, რომელიც ჯერ არ დამდგარა, ტანსაცმელი ხვალინდელი დღისთვის.



image



ისინი, ვინც მოდაში ინოვაციას აკრიტიკებდა, 1970–იან წლებში ისევ ტრადიციის ერთგულნი იყვნენ და ატარებდნენ მძიმე ჩარჩოიან, ძირითადად, მართკუთხა ფორმის მუქ სათვალეს.



image



ზოგადად, 1970–იან წლების მოდა დემოკრატიული ხასიათით გამოირჩეოდა, ბრენდების მიმართ სიყვარულიც ამ ათწლეულში გაჩნდა. თუმცა ველურად აყვავდა 1980–იან წლებში. ამ დროს გამოჩნდა ჩარჩოების და სათვალეების დიდი კოლექცია, რომლებიც ცნობილი დიზაინერების, მოდის სახლების, საიუველირო ბრენდების სახელებს ატარებდნენ.



image



იმისთვის, რომ შეექმნათ სათვალე, რომელიც შეესაბამებოდა ეპოქის სულისკვეთებას, დიზაინერებმა შეიმუშავეს ყველაზე წარმოუდგენელი მოდელები. დაათვალიერეთ სათვალის რამდენიმე საინტერესო მოდელი, რომელიც გასულ საუკუნეში მოდაში იყო.



image


image


image


image


image


image


image


image


image


image


image


image


image


image



ასევე დაგაინტერესებთ:

წარბის მოდა: როგორ იცვლებოდა წარბის ფორმა ბოლო 100 წლის განმავლობაში

მინი ქვედაბოლოს ისტორია ჩინური ქრონიკებიდან მადონამდე და ბრიტნი სპირსამდე

18 სასაცილო და თამამი ტრენდი 2000-იანებიდან, რომლებიც კვლავ აქტუალური გახდა

10 თანამედროვე ტენდენცია, რომლებიც პოპულარული სინამდვილეში 100 წლის წინ იყო

90-იანი წლების ველური მოდა: რას იცვამდნენ მოდელები ჩვენებების დროს

აი, როგორ ძლიერად შეიცვალა ქალის სხეული 1957 წლიდან, მიზეზი კი გახდა

70-იანი წლების მამაკაცების მოდა, რომელიც არ უნდა დაბრუნდეს (20+ ფოტო)


0
47
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
47