საზოგადოება ჯონდი ბაღათურია: "ტვინის გამორეცხვა", ანუ სრული "დებილიზცია" როგორც მართვის ტექნოლოგია 1 მაისი, 13:45 "ტვინის გამორეცხვა", ანუ სრული "დებილიზცია" როგორც მართვის ტექნოლოგია! იოზებ გებელსი პროპაგანდის ( "ტვინის გამორეცხვის" ) 6 ძირითადი პრინციპის შესახებ:
1. პროპაგანდა უნდა იყოს, რაც შეიძლება ბევრი, დღისითა და ღამით.
ის არ უნდა წყდებოდეს, ვერავინ უნდა მოასწროს იმის გააზრება, რასაც ათასჯერ ეუბნებიან ( იხილეთ გრანტებით დაფინასებული არხები, ყოველ ერთ საათში საინფორმაციო გადაცემებით )
2. ყველა გზავნილი პრიმიტიული უნდა იყოს ( მაგ, "რუსი ოლიგარქი", "რუსული კანონი" ანუ "რუსეთში მიგვათრევენ ევროპელობას გვართმევენ "), რათა ყველაზე ჩამორჩენილმაც უცებ აითვისოს, დაიზეპიროს და რაც უფრო ბევრი მოისმენს, მით უფრო იძულებული იქნება ყველა - გაყვეს უმრავლესობას.
3. პროპაგანდა უნდა იყოს მარტივი, ცხადი და ერთფეროვანი ( მაგ, "რუსი ოლიგარქი", რუსული კანონი" ანუ რუსეთში მიგვათრევენ "ევროპელობას გვართმევენ"). ლოზუნგები უნდა იყოს ყოველი მხრიდან და მეორდებოდეს ყოველი პროპაგანდის ბოლოში ( ყველა წინადადება ბოლოს, "რუსი ოლიგარქილ", "რუსული კანონი" ანუ "რუსეთში მიგვათრევენ ევროპელობას გვართმევენ").
4. არანაირი ყოყმანი, არავითარი სხვადასხვა ვარიანტები და განსხვავებული აზრი, ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ არჩევანის უფლება, ამას მათ მაგივრად სხვები გააკეთებენ, მათ მხოლოდ ინფორმაციად უნდა მიიღონ თუ რა არის მათთვის კარგი ( "რუსი ოლიგარქი", "რუსული კანონი" ანუ "რუსეთში მიგვათრევენ ევროპელობას გვართმევენ" ), და დარწმუნდნენ რომ, რაც ხდება არის გარდაუვალი.
5. პროპაგანდა უნდა ხდებოდეს მხოლოდ გრძნობებზე და არა გონებაზე, მართვა უნდა ხდებოდეს მხოლოდ ემოციებზე ( "რუსი ოლიგარქი", "რუსული კანონი" ანუ "რუსეთში მიგვათრევენ ევროპელობას გვართმევენ" ).
6. შოკი და ტყუილი-მთავარი პრინციპები სრულყოფილი პროპაგანდისა. პატარა ტყუილს არავინ დაიჯერებს, საჭიროა შოკისმომგვრელი და გაუგონარი ტყუილი, ისეთი, რომლის გააზრებაც ძნელია ( "რუსი ოლიგარქი", "რუსული კანონი" ანუ "რუსეთში მიგავთრევენ ევროპელობას გვართმევენ" ). ფაქტები უნდა იყოს არა შელამაზებული, არამედ გაუგონრად დამახინჯებული, უსინდისოდ განსხვავებული ( "რუსი ოლიგარქი", "რუსული კანონი" ანუ "რუსეთში მიგვათრევენ ევროპელობას გვართმევენ" ), ისეთი, რომ მასამ ვერ დაიჯეროს, რომ ასეთი რამ შესაძლებელია.
" - წერს ჯონდი ბაღათურია
242 1-ს მოსწონს
|