საზოგადოება გელა ზედელაშვილი: ლმობიერება გამიგია, როგორ არა, მაგრამ ეგეთი? 1 მაისი, 13:33
შსს-ს ამ პატივცემულმა წარმომადგენელმა გამოაცხადა, რომ საქმე აღძრულია წვრილმანი ხულიგნობის მუხლით.
კი, მაგრამ რაც წუხელ თბილისში ხდებოდა, ეს იყო მხოლოდ წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელების კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობა?
ვერ გავიგე!
წუხელ რომ კერძო მანქანები დალეწეს, შენობები დააზიანეს, პოლიციელებს ქვები დაუშინეს, ქუჩაში ბარიკადები აღმართეს და დიდძალი ნაგავი დაახვავეს, ეს არის წვრილმანი ხულიგნობა? ხულიგნობა და თანაც წვრილმანი?
ბოლო-ბოლო, ხელისუფლების დამხობის მცდელობაც წვრილმანი ხულიგნობაა?
“ო, ბოჟე, მოი''!
რა გამოდის? 63 “მეწვრილმანეს'' მხოლოდ ჯარიმებს დააკისრებენ და ხელწერილებით გამოუშვებენ? შემდეგ კი ისინი ისევ პარლამენტის წინ აღმოჩნდებიან და ისევ თავზე დაიმხობენ დედაქალაქს, ხომ?
ხალხო, ბოლო-ბოლო, მითხარით, რომ ქვეყნის მოქალაქე კი არა, ფაქიზ გრძნობათა ასოციაციის წევრი ვარ და ხმას აღარ ამოვიღებ. ჰო, მითხარით, გამომიტყდით, ნუ გერიდებათ!
ლმობიერება გამიგია, როგორ არა, მაგრამ ეგეთი? არა, ეგეთი საბავშვო ბაღშიც არ მინახავს, სადაც მხოლოდ სამი დღე ვიარე. რატომ ვიარე სამი დღე? ამაზე მეტი სიმკაცრე იყო და იმიტომ! ჰმ... წვრილმანი ხულიგნობაო, კაცოოო... წვრილმანიო!" - გელა ზედელაშვილი
189 შეფასება არ არის
|