x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ალკოჰოლის "მონები": 10 საბჭოთა მსახიობი, რომელიც ალკოჰოლის სიყვარულმა იმსხვერპლა

image


ადამიანები დალევას უბრალოდ არ იწყებენ. ხშირად ამის უკან სერიოზული პრობლემები იმალება - წინააღმდეგობები სამსახურში, ფინანსური სირთულეები, ფსიქოლოგიური ზეწოლა, პრობლემები პირად ცხოვრებაში. ზოგიერთმა ცნობილმა ადამიანმა ალკოჰოლზე დამოკიდებულებას ვერ გაუძლო და ჩვენი დღევანდელი გმირების მსგავსად ალკოჰოლიკი გახდა. თქვენ წინაშეა 10 საბჭოთა მსახიობი, რომელიც სასმელის მეტისმეტმა სიყვარულმა იმსხვერპლა.





ლეონიდ ფილატოვი


image


ნიჭიერი მსახიობი, მწერალი და პოეტი "მხნეობისთვის" ყოველდღე სვამდა. ალკოჰოლის მუდმივი მოხმარების შედეგად მას მიკროინსულტი დაემართა, შემდეგ კი ორივე თირკმელმა უმტყუნა. ფილატოვს წყლის დოზირებაც კი უწევდა. მსახიობის ორგანიზმი ალკოჰოლის გამო იმდენად იყო დასუსტებული რომ პნევმონიას ვერ გაუმკლავდა, რომელმაც სიცოცხლე მსახიობს 56 წლის ასაკში წაართვა.





ვალენტინა სეროვა


image


სეროვა 1940-იან წლებში ძალიან პოპულარული მსახიობი იყო, მაგრამ მას შემდეგ რაც ის ქმარმა მიატოვა, ალკოჰოლს მიეძალა. მისი პოპულარობა შემცირდა, ცხოვრება კი ნამდვილ კოშმარად ექცა. მან უფროსი ვაჟი სკოლა-ინტერნატში ჩააბარა, ქალიშვილის დაბადების შემდეგ კი ის ბებიას მეურვეობაში გადასცა. ვალენტინა სეროვა გაურკვევლ ვითარებაში გარდაცვალა.




ვლადიმერ ვისოცკი


image


ცნობილი საბჭოთა პოეტი და მუსიკოსი ცნობილი იყო იმით რომ შეეძლო ყველანაირ პირობებში დალევა. ის სასმელისადმი საკუთარ ვნებას გარშემომყოფებისგან არ მალავდა და არც საკუთარი რეპუტაციის გაფუჭების ეშინოდა. ალკოჰოლზე დამოკიდებულებამ არტისტი ნარკოტიკებამდეც მიიყვანა, რომლისგანაც თავის დაღწევა მან უკვე ვეღარ შეძლო, მისმა გულმა ვერ გაუძლო, შედეგად არტისტი საკმაოდ ახალგაზრდა ასკაში, 43 წლის გარდაიცვალა.






ნატალია კუსტინსკაია


image



სსრკ-ს პირველმა სექს-სიმბოლომ ცხოვრების ბოლო წლები საკუთარ პრობლემებთან პირისპირ გაატარა. მისმა წარუმატებელმა ქორწინებამ და როლების ნაკლებობამ ის დეპრესიაში ჩააგდო - მსახიობმა დალევა დაიწყო, რაც მის გარეგნობაზეც აისახა - ნატალიამ წონაში საგრძნობლად მოიმატა და ნაადრევად ჩამოჭკნა. კუსტინსკაიას ინსულტი დაემართა, რაც 2012 წელს მისი გარდაცვალების მიზეზიც გახდა.






ანდრეი კრასკო


image

ცნობილმა მსახიობმა ალკოჰოლისადმი სიყვარული ღიად აღიარა. მისი მეუღლე სვეტლანა კუზნეცოვა ცდილობდა მისი ამ დამოკიდებულებისთვის წინააღმდეგობის გაწევას, თუმცა უშედეგოდ. 2006 წელს ფილმ "ლიკვიდაციის" გადაღებების დროს, ალკოჰოლის გადაჭარბებული დოზის მიღებისას კრასკოს გულის შეტევა დაემართა. მსახიობი 50 წლისაც კი არ იყო როცა გარდაიცვალა.





იური ბოგატირევი


image


მართალია მსახიობი გარეგნულად საკმაოდ ძლიერი ჩანდა, თუმცა რეალურად ის საკუთარ თავში ბევრ კომპლექსს ატარებდა. სპეციალისტთან ფსიქოლოგიურ პრობლემებზე მუშაობის ნაცვლად, იური ბოგატირევი ალკოჰოლში მათ ჩახშობას ცდილოდა. მსახიობი სულ უფრო და უფრო მეტს სვამდა, რის გამოც გადასაღებ მოედანზე ხშირად დებოშსაც კი აწყობდა. საბოლოოდ, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მისმა გულმა დეპრესიის მორიგ შეტევას ვეღარ გაუძლო, მსახიობი საკმაოდ ახალგაზრდა, 41 წლის ასაკში გარდაიცვალა.





კიუნა იგნატოვა


image


საბჭოთა კინოსა და თეატრის მსახიობი სევდას ხშირად ალკოჰოლით იკლავდა. ვლადიმერ ბელოკუროვთან დაშორების შემდეგ, ის სასმელს მიეძალა, რის შედეგადაც შემოქმედებით კრიზისში აღმოჩნდა. ერთხელ კოლეგებმა მსახიობი უგონო მდგომარეობაში იპოვეს, სასწრაფო გამოიძახეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, მკურნალობის მიუხედავად კიუნა იგნატოვა გარდაიცვალა.





ვლადისლავ გალკინი


image


ვლადი ნიჭიერი მსახიობი იყო, რომელიც ისეთ სერიალებში შესრულებული როლებით გახდა ცნობილი როგორიცაა "სატვირთო მანქანის მძღოლები" და "44 -ის აგვისტოში...", თუმცა ის ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული, რამაც მსახიობი რეჟისორებთან კონფლიქტამდეც კი მიიყვანა. ერთხელ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოსკოვის ერთ-ერთ ტავერნაში ჩხუბის გამო ყველა გაზეთის მთავარ გვერდზეც კი აღმოჩნდა, 2010 წლის 27 თებერვალს მსახიობი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. პათომორფოლოგების თქმით, გარდაცვალების მიზეზი ალკოჰოლის ზედოზირების შედეგად გულის გაჩერება გახდა.





გიორგი ბურკოვი


image


ბურკოვმა პოპულარობა "მიმინოსა" და "დედის გულში" შესრულებული როლებით მოიპოვა. მსახიობი ასევე ცნობილი იყო ალკოჰოლისადმი თავისი ერთგულები და არა მხოლოდ გადასაღებ მოედანზე. თეატრისა და კინოს მსახიობი გიორგი ბურკოვი 57 წლის ასაკში თრომბოემბოლიით გარდაიცვალა. გაკვეთის შემდეგ ექიმები გაოგნებულები იყვნენ, როგორ შეეძლო მან მსგავსი სისხლძარღვებით ცხოვრება.





იზოლდა იზვიცკაია


image


1960-იანი წლების საკულტო მსახიობი საკუთარ განცდებს ალკოჰოლით იქარვებდა, რომელსაც ამ საქმეში ხელს მეუღლე ედუარდ ბრედუნიც უწყობდა. მალე ქმარმა ის მისივე მეგობრის, იზოლდას გულისთვის მიატოვა, რამაც მსახიობის ალკოჰოლზე დამოკიდებულება კიდევ უფრო გაამწვავა. 1971 წლის მარტში იზოლდას ცხედარი მის ბინაში იპოვეს, გარდაცვალების მიზეზი კი, მსახიობის მიერ ალკოჰოლის ხანგრძლივი მოხმარება და შიმშილი გახდა.









0
376
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
376