სხვა 10 საუკეთესო პასუხი ინტერვიუერის კითხვაზე: რატომ უნდა დაგიქირაოთ გამოცდილების გარეშე? 30 აპრილი, 15:30 ხშირად ადამიანებს, რომელთაც არ აქვთ სამუშაო გამოცდილება კონკრეტულ სფეროში, დასაქმების პოვნა უჭირთ. ამ მიზნით ექსპერტები გთავაზობთ 10 საუკეთესო პასუხს ინტერვიუერის კითხვაზე: რატომ უნდა დაგიქირაოთ გამოცდილების გარეშე? ამავდროულად, გაითვალისწინეთ, რომ პასუხი არ იყოს ტყუილი, რადგან სწრაფად გამოაშკარავდებით. აი, როგორი უნდა იყოს პასუხები.
1. “დამწყები ვარ“ ახალი ვარ ამ სფეროში, მაგრამ ენერგიით და ენთუზიაზმით სავსე ვარ. იმდენი რამ ვისწავლე და იმდენ ტექნოლოგიას დავეუფლე, რომ მინდა მალე გამოვცადო პრაქტიკაში. გარწმუნებთ, რომ ჩემი მუშაობით იმედგაცრუებული არ დარჩებით, რადგან ეს იქნება ჩემი პირველი შესაძლებლობა საკუთარი თავის სრულად წარმოსაჩენად“ – ამბობთ თქვენ. იდეალური პასუხია. სხვა რამით შეგიძლიათ შეავსოთ.2. “მოქნილი ვარ“ „მოქნილი ვარ და შემიძლია დროის ორგანიზება ისე, როგორც თქვენთვის მოსახერხებელი იქნება. თუ სამუშაოსთვის საჭირო რაიმე უნარი მაკლია, სწრაფად ავითვისებ. კარიერას ახლა ვიწყებ, ამიტომ დიდი ენთუზიაზმით მივუდგები. სწრაფად ვსწავლობ, ამიტომ თქვენს კომპანიას მცირედ შანსს არ მივცემ, რომ შეამჩნიოს ჩემი ნაკლოვანებები“. სწორედ ამ სიტყვებს ელის HR მენეჯერი. ასევე შეგიძლიათ მიუთითოთ დამატებითი ინფორმაცია, რომელიც წაიკითხეთ კომპანიის შესახებ, რომ აჩვენოთ თქვენი ინტერესი და ენთუზიაზმი. 3. “პუნქტუალური ვარ“ „მესმის და პატივს ვცემ იმ ფაქტს, რომ ყოველ წუთს აქვს მნიშვნელობა. პუნქტუალურობა ჩემი საუკეთესო თვისებაა, რომელიც ბავშვობიდან შევიძინე. დასახულ ამოცანებს ყოველთვის დროულად ვასრულებ. მოვედი, რომ ყველაფერი გავაკეთო ამ კომპანიისთვის. გარდა ამისა, ყველაფერს ადვილად ვითვისებ, რადგან შრომისმოყვარეც ვარ“.4. “კომუნიკაბელური ვარ“ თქვენ შეგიძლიათ თქვათ: „ვთვლი, რომ კარგი კომუნიკაციის უნარი მაქვს. დარწმუნებული ვარ, ჩემს გამო არც ერთი კონფერენცია და შეხვედრა არ ჩაიშლება. ეს ჩემი თვისებაა, რაც სხვა კანდიდატებისგან გამომარჩევს. მესმის გუნდური მუშაობის მნიშვნელობა და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ შეხმატკბილებულად ვიმუშავებთ“.5. “შემოქმედებითი იდეები მაქვს“ უთხარით ინტერვიუერს: „მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენს კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობისთვის. ბეჯითად ვსწავლობდი და მივიღე სპეციალობა, რომელიც დამეხმარება შევიტანო ჩემი წვლილი თქვენი ორგანიზაციის განვითარებაში. ასევე აქტიურად ვმონაწილეობდი ბევრ კლასგარეშე აქტივობაში, რამაც გაამდიდრა ჩემი გამოცდილება და ცოდნა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ შემოგთავაზოთ კრეატიული იდეები, რაც თქვენს კომპანიას განვითარებაში დაეხმარება“.6. “შესაბამისი უნარები მაქვს“ სწორი პასუხი ასეთი იქნება: „ამ პოზიციისთვის საჭირო ყველა უნარი საფუძვლიანად შევისწავლე და ჩემს რეზიუმეში მივუთითე ყველა ჩემი უნარი. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანი ვარ, ვინც გჭირდებათ. მზად ვარ, ჩემი უნარები გამოვიყენო თქვენს კომპანიაში მუშაობისთვის.7. “სრული თავდადებით მუშაობა შემიძლია“ „ჩემს ერთგულებას საზღვარი არ აქვს. მზად ვარ ავიღო ნებისმიერი დავალება, არ დავიშურებ ძალისხმევას, სანამ შედეგს არ მივაღწევ. ამისთვის საჭირო უნარებს ვფლობ: გუნდური მუშაობა, იდეების გაზიარება, პრობლემის მოგვარების უნარი, კარგი კომუნიკაცია. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სამუშაოსთვის ყველაზე შესაფერისი კანდიდატი ვარ“ – ასეთი პასუხი ინტერვიუერს დააკმაყოფილებს.8.“ვხედავ ორმხრივ სარგებელს და არ მინდა შანსის ხელიდან გაშვება“ „გამოცდილება მაკლია, მაგრამ ჩემი თავის წარმოჩენის სურვილი ჩემს გადაწყვეტილებაზე დადებითად იმოქმედებს. თქვენს ორგანიზაციასთან მუშაობა სასარგებლოა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ თქვენთვისაც. ვინაიდან გჭირდებათ კვალიფიციური სპეციალისტი, მე კი – გამოცდილება. თქვენს კომპანიაში მუშაობა ჩემს ცოდნას გააფართოებს. მინდა გამოვიყენო შანსი ახალი იდეების და ახალი სფეროს შესასწავლად“.9. “რთულ სიტუაციებში კონტროლს არ ვკარგავ“ „სხვებისგან გამოვირჩევი ჩემი პოზიტიური განწყობით, რა რთული სიტუაციაც არ უნდა იყოს. არ ვნერვიულობ და ყველაფერს ღიმილით ვუმკლავდები“.10.“მაქვს ბევრი დადებითი თვისება, რომელიც ორგანიზაციას გამოადგება“ „რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულების უნარი მაქვს და ეს ერთ–ერთი ჩემი ძლიერი მხარეა. მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია კლიენტების დაკმაყოფილება და მის მისაღწევად გულწრფელად ვიმუშავებ. გარდა ამისა, მივისწრაფვი შევინარჩუნო კარგი ურთიერთობა კოლეგებთან.ამ პოზიციით გატაცებული ვარ და ვიმუშავებ ყველა პროექტზე ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში. ასევე ცნობილი ვარ ჩემი მოთმინებით და მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან მშვიდი ურთიერთობით. ძალიან მშვიდი და დაუზარებელი ადამიანი ვარ. ეს ყველაფერი დამეხმარება, კომპანიას დიდი სარგებელი მივუტანოთ“. ასევე დაგაინტერესებთ: რას ნიშნავს დამსაქმებლისთვის გასაუბრებაზე თქვენი ტანსაცმლის ფერი? რისი თქმა არ შეიძლება სამსახურში: 5 ფრაზა, რაც კარიერას საფრთხეს უქმნის როდის ვკითხოთ მომავალ დამსაქმებელს ხელფასის შესახებ: 12 სასარგებლო რჩევა 30 მხიარული მემე, რომლებიც ეძღვნება სამუშაოს და კოლეგებს ფეისბუქის HR მენეჯერი კანდიდატებს მხოლოდ ერთ კითხვას უსვამს, რომელიც მათზე ბევრ რამეს ამბობს 130 1-ს მოსწონს |