სხვა იცით, რომელია ყველაზე ძველი სახელი? ის დღემდე გამოიყენება 29 აპრილი, 16:53 ოდესმე დაფიქრებულხართ, რომელია ყველაზე ძველი სახელი პლანეტაზე? არა, არ ვგულისხმობთ ადამს და ევას, რომელიც ბიბლიაში ნახსენებია. ვსაუბრობთ რეალური პიროვნების სახელზე, რომლის არსებობაც დოკუმენტებით დადასტურებულია. არქეოლოგებმა ყველაზე ძველი სახელი დაასახელეს და ამაში დაეხმარათ თიხისგან გამომწვარი პატარა ფირფიტა, რომლის ზომები 8x8 სანტიმეტრია.
ურუქში, შუმერულ ქალაქში გათხრების დროს მეცნიერებმა აღმოაჩინეს ლუდის სადგამის მსგავსი კვადრატული ფირფიტა. ყველაზე მოკრძალებული გათვლებით, ეს შეუხედავი არტეფაქტი 3100 წლისაა. თიხის ზედაპირზე არის ხაზები და ფიგურები, რომელიც უბრალო ადამიანს არაფერს ეუბნება. აი, შუმერული მწერლობის დარგის ექსპერტებმა მაშინვე გაიგეს, რა ხდებოდა და ღირებული აღმოჩენით აღფრთოვანებულები იყვნენ. თიხის ფირფიტა რაღაც ბუღალტრული ანგარიშის მსგავსი აღმოჩნდა. მასზე ძველმა გამყიდველმა ვიღაცისთვის დაწერა ქერის ვაჭრობის შედეგები. ქვემოთ, ცენტრში, სქემატურად გამოსახულია ქერის ღერო. ცოტა მარცხნივ არის კვადრატული შენობა მილით. ეს ალბათ არის რაღაც ლუდსახარშის მსგავსი, რადგან შუმერები განთქმულნი იყვნენ ქერის ლუდით. ამას ადასტურებს კიდეზე გამოსახული ჭურჭელი შიგნით ქერის ღეროთი, რომელიც, როგორც ჩანს, ლუდის დოქის სიმბოლოა. თარიღი და ხელმოწერა შუმერულად ფირფიტაზე ზემოთ გამოსახული იყო საქონლის რაოდენობა, ხოლო დრო – სამი ნახვრეტი და შვიდი ჩაღრმავება. ყველაფერი ერთად ამბობს, რომ 37 თვის განმავლობაში მიიღეს ქერის 29, 086 ერთეული“. ფირფიტის ზედა მარცხენა კუთხეში ჭურჭლის ზემოთ გამოსახულია ორი სიმბოლო. მეცნიერებმა იციან, რა ბგერებს წარმოადგენს ისინი – „კუ–შიმ“. დიდხანს მიდიოდა დისკუსია იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ეს კომბინაცია. ხანგრძლივი კამათის შემდეგ მივიდნენ დასკვნამდე, ეს იყო ვაჭრის ან ბუღალტრის სახელი. მას კუშიმი ერქვა, თანამედროვე ფორმით შეიძლება კასიმი. გამოდის, რომ მეცნიერებისთვის ცნობილი ადამიანის ყველაზე ძველი სახელი არის კუშიმი. მართალია, არსებობს გარკვეული ალბათობა, რომ „კუშიმი“ არის თანამდებობა. მაგრამ ვინაიდან ეს სიტყვა სხვა წერილობით ნიმუშებზეც იყო წარმოდგენილი ხელმოწერის სახით, დიდი ალბათობით, სახელია. დღეს სახელი კუშიმი გვხვდება ცენტრალურ და შუა აზიაში, ახლო აღმოსავლეთში. სახელი არც თუ ისე გავრცელებულია, მაგრამ სამაგიეროდ შეიძლება იყოს როგორც სახელი, ასევე გვარი. ასევე დაგაინტერესებთ: რას ნიშნავს სიტყვა "აბრაკადაბრა" და რატომ ვიყენებთ მას არასწორად? იცით, რატომ გვირჩევდა კონფუცი, რომ არავის არაფერი ვუთხრათ საკუთარ თავზე? გაიცანით ქალი, რომელსაც ყველაფერი ახსოვს აუხსენით ბავშვს, რას ნიშნავს სიტყვის ჯადოქრობა და თავს შეურაცხყოფილად აღარ იგრძნობს 1492 1-ს მოსწონს |