შოუბიზნესი "მის ბუენოს აირესი" 60 წლის ქალმა მოიგო, ახლა იგი "მის სამყაროსთვის" ემზადება 29 აპრილი, 14:32 ![]() რა თქმა უნდა, მას ყოველწლიურად ვიღაც იგებს, მაგრამ ალეხანდრას ტრიუმფი განსაკუთრებული არის, რადგან ის 60 წლისაა. ახლა არგენტინელი "მის არგენტინის" ტიტულისკენ მიისწრაფვის დ აიქიდან " მის სამყარომდე" სულ ერთი ნაბიჯია. სილამაზის კონკურსების წესები იცვლება დროთა განმავლობაში. შარშან "მის სამყაროსა" და მასთან დაკავშირებული სილამაზის კონკურსებზე შეიცვალა წესები. მოიხსნა ასაკობრივი ზღვარი (ადრე 28 წელს გადაცილებულებს კონკურსში მონაწილეობის უფლება აღარ ჰქონდათ). ![]() სენიორიტა როდრიგესი აე არის ერთადერთი, ვინც ისარგებლა ახალი წესებით. "მის ბუენოს აირესის" ტიტულისთვის 73 წლის მონაწილეც კი იბრძოდა. ალეხანდრა ირწმუნება, რომ მის პიროვნებაში გაიმარჯვა "ფასეულობების კომპლექტმა", რომლის გარეშეც ფიზიკური სილამაზე მხოლოდ ცარიელი ადგილია. ![]() თუ გადახედავთ როდრიგესის პირად გვერდს სოციალური ქსელებში, აღმოაჩენთ, რომ ის ყოველგვარი უხერხულობის გარეშე პოზირებს საცურაო კოსტიუმებში. მისი პროპორციები ნამდვილად ვერ დაიკვეხნის, მაგალითად, საერთოდ არა აქვს ბრტყელი მუცელი, მაგრამ ზოგადად არგენტინელის გარეგნობა ძალიან სასიამოვნო შთაბეჭდილებას სტოვებს. ![]() ![]() 233 3-ს მოსწონს
|