x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
პასკის რეცეპტი (1 თვე ახალივით არის)
image


ინგრედიენტები (ინგრედიენტები დალაგებულია ცომის მომზადების ეტაპების მიხედვით):


თბილი რძე – 180 მლ.

ნედლი საფუარი – 20 გრამი (ან 2 ჩ. კ. მშრალი, სწრაფად ხსნადი)

შაქარი – 1 ჩ. კ.

ფქვილი, უმაღლესი ხარისხის – 100 გრამი


***


ფორთოხალი – 1 ცალი (დიდი)

ქიშმიში – 130 გრ.

ცუკატები – 130 გრ.

ხილის ლიქიორი – 100 მლ.


***


შაქარი – 1 ს. კ.

კვერცხი – 2 ცალი

ფქვილი – 120 გრ.


***


კვერცხი ცივი – 1 მთელი და 3 გული

მარილი – 1 მწიკვი

შაქარი – 130 გრ.

შაქრიანი ვანილინი – 1 პაკეტი

ფქვილი – 300 გრ.

კარაქი ცივი (82 % ცხიმიანობით) – 150 გრ.



მომზადება:


I. შეურიეთ დიდ თასში პირველი 4 ინგრედიენტი > გადააკარით სამზარეულოს აპკი, ან მოათავსეთ პოლიეთილენის პარკში > დადგით ასაფუებლად 30 წთ. თბილ ადგილზე.

II. ვიდრე ხაში ამოდის, ფორთოხალს ჩამოახეხეთ ნარინჯისფერი კანი > გადაკარით თეფშს სამზარეულოს აპკი, რომ სურნელი არ აორთქლდეს > შეინახეთ მაცივარში.

III. ქიშმიში და ცუკატები მოათავსეთ პატარა თასში > გამოწურეთ ნახევარი ფორთოხლის წვენი > დაუმატეთ ლიქიორი და ჩაასხით თასში > გადააკარით სამზარეულოს აპკი > შეინახეთ მაცივარში.

IV. ახლა ისევ ხაში: კარგად რომ ამოვა, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი შაქარი და 2 კვერცხი > ხელის სათქვეფით კარგად გადაურიეთ > დაუმატეთ 120 გრ. ფქვილი > კარგად შეურიეთ ხელის სათქვეფით (ცომი სქელი, არაჟნისებრი უნდა იყოს) > გადააკარით სამზარეულოს აპკი.

V. შედგით მაცივარში 8–13 სთ.

VI. მაცივრიდან გამოღებული მასა გაორმაგებული იქნება > დაუმატეთ კვერცხის 3 გული და 1 კვერცხი > დაამატეთ მარილი, 130 გრ. შაქარი და ვანილინი > დაამატეთ ახლად გაცრილი ფქვილი > თასში მოთავსებული ინგრედიენტები, საშუალო სიჩქარით, მიქსერით ათქვიფეთ, 10–15 წთ. (ყოველი 3 წთ–ს შემდეგ, მიქსერი 1–2 წთ–ით გააჩერეთ) > პარალელურად დაამატეთ კარაქი (კარაქი დაჭერით სიგრძე–სიგანეზე 5–5 ნაწილად და მიღებული კუბიკები ნელ–ნელა დაამატეთ)

უნდა მიიღოთ პრიალა და წელვადი ცომი.

VII. გამოიღეთ მაცივრიდან ცუკატები და ქიშმიში > თუშფალანგზე გადაწურეთ, რომ ზედმეტი სითხე მოსცილდეს.

VIII. დაუმატეთ ცომს ქიშმიში, ცუკატები და ცედრა > ათქვიფეთ ცომი 2–3 წთ. > გადააკარით თასს სამზარეულოს აპკი და ჰაერის ცირკულაციისთვის, 4–5 ადგილზე, დანით ჩაჩხვლიტეთ > გადააფარეთ თავზე სამზარეულოს ტილო > შედგით თასი ცივ ღუმელში და გვერდით პატარა თასი მიუდგით, მდუღარე წყლით > გააჩერეთ ასე 2 სთ (მისი მოცულობა 2–ჯერ უნდა გაიზარდოს).

X. გადაზილეთ ცომი, მაგრამ არა წრიულად, არამედ, კონვერტისებურად: მოკიდეთ ხელი ცომს ერთი მხრიდან, ამოწელეთ და საპირისპირო მიმართულების კიდეზე ჩაკეცეთ. ასე გააკეთეთ ოთხივე მხრიდან > გადააკარით ისევ აპკი, გადააფარეთ ტილო და ისევ ღუმელში შედგით, მდუღარე წყლის თასთან ერთად.

XI. ცომის მასა 2–ჯერ რომ გაიზრდება, გაანაწილეთ ფორმებში (ცომი ფორმაში 1/3 სიმაღლეზე უნდა იყოს. ამ ინგრედიენტებით 3 საშუალო ზომის (125 X 100) და 4 პატარა (110 X 100) პასკა გამოდის): დაისველეთ ხელები ცივ წყალში და ცომის ნაწილი ამოიღეთ > გააკეთეთ გუნდა > მოათავსეთ ფორმაში > გადააკარით აპკი და დატოვეთ ასაფუებლად ცხაურზე.

XII. გაახურეთ ღუმელი 170 გრადუსზე და შედგით გამზადებული ფორმები > აცხვეთ 10 წთ., შემდეგ 160 გრადუსამდე შეამცირეთ ტემპერატურა და აცხვეთ კიდევ 20–25 წთ.


image

არხის სხვა სიახლეები:


* 10 მითი ევოლუციის შესახებ, რომლისაც სულ ტყუილად გვჯერა (II ნაწილი)

* ამ გამოცანებზე სწორი პასუხის გაცემას მხოლოდ 10% ახერხებს (პასუხები აქვს)

* ფოტო ნაკრები რუბრიკიდან – "ცხოვრება მშვენიერია"

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
109
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
109
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0