x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
სიკვდილისთვის განწირულები: ჩინეთის იმპერატორთა ხარჭების საშინელი ხვედრი
image


მრავალ უძველეს და შუა საუკუნეების კულტურაში მმართველებსა და საზოგადოების კეთილშობილურ წევრებს არა მხოლოდ ოფიციალური ცოლები, არამედ ხარჭებიც ჰყავდათ, რაც მამაკაცების წარმატების ერთგვარ ინდიკატორად ითვლებოდა. კაცს რაც უფრო მეტი ქალი და ბავშვი ჰყავდა, ის მით უფრო გავლენიანად და ძლევამოსილად ითვლებდა. ბევრი ფიქრობს, რომ ხარჭები მხოლოდ მუსლიმებს ჰყავდათ. ეს არასწორია. მაგალითად, ხარჭები ბიბლიაშიც არიან ნახსენები. ისრაელელებს ცოლების პარალელურად ასევე ხარჭებიც ჰყავდათ. ხარჭების დიდი რაოდენობით ასევე სოლომონ მეფეც (ძვ. წ. 1011 - 931 წწ) გამოირჩეოდა, რომელსაც როგორც ამბობდნენ 700 ცოლი და 300 ხარჭა ჰყავდა.


image


მართალია იუდაიზმში ხარჭებს ოფიციალურ ცოლებთან შედარებით გაცილებით უფრო დაბალი სტატუსი ჰქონდათ, თუმცა ნორმის ვარიანტად ასევე განიხილებოდნენ. ბიბლიაში არის მომენტები, როდესაც წინასწარმეტყველებისა და ცნობილი ბიბლიური პერსონაჟების ცოლები, რომლებიც დაორსულებას ვერ ახერხებდნენ თავიანთ მხევლებს ქმრებს უძღვნიდნენ. ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ, აბრაამისა და სარას ამბავი. როგორც ცნობილია, სარამ, საკუთარ მეუღლეს თავისი მხევალი აგარი დაუთმო, რათა მას მათთვის შვილი გაეჩინა.


image


ისლამში, ომის დროს ქალებს ტყვეებად ხშირად იყვანდნენ, რომლებსაც შემდგომ ხარჭებად აქცევდნენ. ისინი როგორც წესი, ან სხვა რელიგიის წარმომადგენლები ან წარმართები იყვნენ, თუმცა მათ შესანახადაც გარკვეული მოთხოვნები არსებობდა. მონის "პატრონს" სულ მცირე ის ტანსაცმლით, თავზე ჭერითა და საკვებით უნდა ეზრუნველყო. მის შვილებს ის თავისად აღიარებდა, ხოლო ვაჟის გაჩენის შემთხვევაში, ხარჭა "თავისუფლებას"იღებდა, ანუ მონად აღარ ითვლებოდა. ძველი მუსლიმი ისტორიკოსისა და მეცნიერის ალ-ტაბარის შეფასებით, წინასწარმეტყველი მუჰამედი სულ თხუთმეტ ქალზე იყო დაქორწინებული და სულ მცირე ოთხი ხარჭაც ჰყავდა. მუჰამედის ყველა ხარჭა მისი მონა იყო. ჩანაწერების მიხედვით, ალაჰის უკანასკნელი მოციქული ერთ ღამეში ყველა ცოლს სტუმრობდა.


image


ძველ საბერძნეთში ხარჭები უფრო დაბალი სოციალური სტატუსის ქალები იყვნენ, კაცს მათზე დაქორწინება არ შეეძლო, თუმცა მათზე ყველა უფლება ჰქონდა, ხოლო სხვა მამაკაცის მხრიდან ასეთი ქალების მისამართით გამოვლენილი ძალადობის შემთხვევაში "არაოფიციალურ" ქმარს (კანონით!) მისი მოკვლის უფლება ჰქონდა.



ჩინეთის იმპერატორთა ხარჭები



image



ჩინეთში ხარჭების ძალიან საინტერესო ინსტიტუტი არსებობდა. ციური იმპერის იმპერატორის სასახლეში მისი ათასობით ხარჭა ცხოვრობდა, თუმცა ყველა მათგანს განსხვავებული სტატუსი ჰქონდა. ზოგიერთი ხარჭა თავისი სტატუსით ცოლს არაფრით ჩამოუვარდებოდა, ზოგიც თანამედროვე გაგებით მეძავად აღიქმებოდა.ხარჭას თავისი პოზიციის გაუმჯობესება მემკვიდრის გაჩენით შეეძლო, თუმცა მისი ვაჟები კანონიერ შვილებზე მაინც უფრო დაბალ საფეხურზე რჩებოდნენ, ხარჭებს მმართველის კეთილგანწყობის მოპოვებით სოციალურ კიბეზე ასვლა ასევე საკმაოდ მაღლა შეეძლო.


image

ამის ერთ-ერთი მაგალითი კი ვუ იყო, ჩინეთის იმპერატორის ზუანზონგის საყვარელი, რომელიც თავისი სილამაზით ცნობილი, იმ უმაღლეს წოდებამდე ავიდა, რომლისთვისაც ხარჭას შეეძლო რომ მიეღწია. იმპერატორის მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, სასახლეში მცხოვრები ყველა მსახური მას იმპერატრიცად ეპყრობოდა, თუმცა აი, სხვებს კი ნაკლებად გაუმართლათ. თუ ხარჭა შვილების გაჩენას ვერ ახერხებდა, მისი ცხოვრება ნაკლებ სასიამოვნო ხდებოდა.


image


თავის მხრივ, ის ქალები, რომლებსაც სასახლეში გარკვეული დონისთვის უკვე მიღწეული ჰქონდათ, საკუთარ პოზიციებს გამეტებით იცავდნენ და კონკურენტებს შორის ინტრიგების ქსელსაც ხლართავდნენ. ხშირად ასეთი ინტრიგები იმ ადამიანის სიკვდილით მთავრდებოდა, ვის წინააღმდეგაც ეს ყოველივე იყო მიმართული. იმპერატორთან "გასაცნობად" მიახლოება უკიდურესად რთული იყო. ამავდროულად, ჰარამხანაში ყველა ქალი მხოლოდ მას ეკუთვნოდა, ისინიც კი, ვისაც მასთან ურთიერთობა არასდროს ჰქონია ან თავისუფალ ქალებად ივლებოდნენ. მას შეეძლო თავის ქვეშევრდომებისთვის ან სხვა მმართველებისთვის ისინიც კი ეჩუქა.


image


ხოლო ყველაზე საშინელი მინის დინასტიის მმართველობის პირველ ნახევარში მაინც ხარჭების მსხვერპლად შეწირვის ტრადიცია იყო, როგორც ცნობილია იმ პერიოდში ხარჭებს იმპერატორებს ხშირად სწირავდნენ და ცალ-ცალკე სამარხებში გარდაცვლილი მმართველების გვერდით კრძალავდნენ, ზოგჯერ იმპერატორის იმქვეყნად გამგზავრებამდეც კი ხარჭებს წინასწარ ცოცხლად, ფეხდგომელა მარხავდნენ. ბევრ ძველ ჩინურ სამარხში არქეოლოგები ერთი მამაკაცის გვერდით დაკრძალული ქალების ნაშთებს პოულობენ, რაც ამ საშინელი ტრადიციის ერთ-ერთი დამადასტურებელი ფაქტია.


image


ამავდროულად, ქალებს იმ პერიოდში გვერდით არავინ ჰყავდათ ისეთი, ვისთანაც თავიანთი მდგომრეობით შეწუხებულები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ. სასახლის ტერიტორიის დატოვება მათ არ შეეძლოთ. ასევე აკრძალული იყო სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, მათ შორის საკუთარ ახლობლებთანაც კი, საერთოდ რომ აღარაფერი ვთქვათ უცნობებთან საუბარზე. იმპერატორის ხარჭები მხოლოდ სასახლის საჭურისებს ეკონტაქტებოდნენ, ხოლო თუ მათ სამედიცინო დახმარება სჭირდებოდათ, მათ დახმარებას "დისტანციურად" უწევდნენ.


image

ქალი თავის სიმპტომებს საჭურისს უყვებოდა, ის კი მიღებულ ინფორმაციას ექიმს აწვდიდა, რათა მას დიაგნოზი დისტანციურად დაესვა და პაციენტისთვის მკურნალობა დაენიშნა, სწორედ ამ მიზეზით, ხარჭებს შორის სიკვდილიანობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი იყო, თუმცა ზუსტი რაოდენობა არავის დაუთვლია. ზოგიერთ ხარჭას მრავალწლიანი "მუშაობის" შემდეგ ოჯახში დაბრუნების უფლება შესაბამისი პენსიით ეძლეოდა. მსახურების მინიმალური ვადა იმპერატორის მიერ 1389 წელს იქნა განსაზღვრული და ის 5 წელს შეადენდა. პენსიაზე გასულ ქალებს თავისუფლად შეეძლოთ ნორმალური ცხოვრებით ცხოვრება, რაც ქორწინებას და ოჯახის შექმნასაც გულისხმობდა, თუმცა ბევრი მათგანი ასაკის გამო სასახლეში მაინც მოსამსახურედ დარჩენას ამჯობინებდა ან სახლში განმარტოებულ ცხოვრებას ეწეოდა.




უკანასკნელი ჩინელი ხარჭა


image



ლი იუცინი ხარჭა 15 წლის ასაკში გახდა. ეს იყო შორეულ 1943 წელს, როდესაც იმპერატრიცა ვანრონგი, ჩინეთის უკანასკნელი იმპერატორის პუის მეუღლე, პრაქტიკულად ოპიუმის მიერ იქნა განადგურებული, იმპერატორთან დაახლოებულებმა პირებმა გადაწყვიტეს, რომ პუის ახალი ცოლი სჭირდებოდა და მას არჩევანის გაკეთება ადგილობრივი სკოლის მოსწავლეების ფოტოების მიხედვით სთხოვეს.


image


მან არჩევანი ლი იუცინზე შეაჩერა, გოგონა სახლიდან წაიყვანეს და უთხრეს რომ ის სასახლეში სასწავლებლად მიდიოდა. ახალგაზრდა გოგონას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, წინ რა ელოდა. "რადგან მეგონა, რომ იქ სასწავლებლად მივდიოდი, სკოლის ჩანთაც კი ავიღე, მაშინ ძალიან გულუბრყვილო ვიყავი, ვფიქრობდი, რომ თუ არ მომეწონებოდა უკან გამოვიქცეოდი. სინამდვილეში კი, იქიდან გაქცევა აბსოლუტურად შეუძლებელი იყო", - განაცხადა ერთხელ ლი იუცინმა. ახლა უკვე ჩინეთში არც იმპერატორები, და აღარც ჰარემები აღარ არსებობს, თუმცა მსოფლიოში სამწუხაროდ ჯერ კიდევ არის ადგილები, სადაც ხარჭების ინსტიტუტი დღემდე ყვავის...










0
129
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
129