შოუბიზნესი ანჯელინას ხანჯლები და კიდევ 8 ვარსკვლავის უცნაური და მაგარი ჰობი 23 აპრილი, 15:05 ჰობი გვეხმარება ცუდი ფიქრების დავიწყებაში და განწყობის ამაღლებაში. ყველას აქვს საყვარელი ჰობი, ვარსკვლავებსაც. დატვირთული გრაფიკისა და უამრავი პროექტის მიუხედავად ისინი საინტერესო აქტივობებისთვის დროს პოულობენ. ხანჯლების შეგროვებიდან ბაყაყების დაჭერამდე - ცნობილი ადამიანების ჰობი შთამბეჭდავი და გამაოგნებელია.
რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები თავისუფალ დროს? მსახიობი უილ სმითი თავისუფალ დროს ფარიკაობს. მას დევიდ ბექჰემიც შეუერთდა. მსახიობს სპორტის ეს სახეობა გააცნო მეგობარმა, ტომ კრუზმა. თავისუფალ დროს ვარსკვლავები ხმალაობენ და სტრესისგან თავისუფლდებიან. ცნობილ ამერიკელ კალათბურთელს შაკილ ო’ნილს უყვარს სამბორბლიანი მანქანის ტარება. თავისუფალ დროს Slingshot SLR–ს ქალაქში დაატარებს. ერთხელ სპორტსმენი მოტოციკლეტით ავარიაში მოყვა. მას შემდეგ გაყიდა ყველა მოტოციკლეტი და ამ ფულით იყიდა სამბორბლიანი მანქანა. სიჩქარის სიყვარულის მოკვლა შეუძლებელია! ლეგენდარული კაცი-მემე ნიკოლას კეიჯი აგროვებს ციხესიმაგრეებსა და არტეფაქტებს. ექსცენტრიული მსახიობი მილიონობით დოლარს ხარჯავს თავის გატაცებაზე. იყიდა 15 სასახლე, თითოეულის ღირებულება 8, 5-დან 25 მილიონ დოლარამდეა. სახლებს შორის ორი ევროპული ციხესიმაგრეც არის. კეიჯის კოლექციაში უცნაურ ნივთებს შორისაა დინოზავრის თავის ქალა, საფლავის ქვა და მოშინაურებული რვაფეხა, რომლის ღირებულება 150 000 დოლარია. ანჯელინა ჯოლი ხანჯლებს აგროვებს. ამის გაკეთება პატარა ასაკში დაიწყო და დღემდე აგრძელებს. მსახიობი აგროვებს დანებს სხვადასხვა ქვეყნიდან და ყველა განსხვავდება ერთმანეთისგან დიზაინით და ფორმით. პერის ჰილტონი აქტივისტია ცხოველთა დაცვის სფეროში. ამის მიუხედავად ბაყაყებზე ნადირობა უყვარს. სასტუმროების ქსელის მფლობელს რამდენიმე მამული აქვს, მათ შორის კუნძულები, სადაც თავისუფალ დროს ბაყაყებს იჭერს. ჰილტონი ბაყაყებს დაჭერისთანავე ათავისუფლებს, ზიანის მიყენების გარეშე. ესპანელი მსახიობი პენელოპა კრუზი ცნობილია თავისი დახვეწილი გემოვნებით და სტილის გრძნობით. ყოველთვის უნაკლოდ გამოიყურება და საიდუმლო მის უჩვეულო ჰობში იმალება: ვარსკვლავს საკიდების უზარმაზარი კოლექცია აქვს. მისი ნაკრები მოიცავს 500 ცალ სხვადასხვა ფერის და ზომის საკიდს. ეს გატაცება ეხმარება ყოველთვის უნაკლოდ ჩაიცვას. მოდელს და მსახიობს კლაუდია შიფერს საზიზღარი არსებების, განსაკუთრებით ობობების დახატვა უყვარს. მთელი მისი სახლი მორთულია მწერების ნახატებით. უცნაური ჰობის შთაგონებით 2011 წელს ტრიკოტაჟის ნაწარმის მოდური ხაზი შექმნა. შიფერს მოსწონს ბუნების ბნელი მხარე, რასაც თავისი ტანსაცმლის კოლექციაში განასახიერებს. ტეილორ სვიფტს უყვარს მხიარული, სადღესასწაულო ატმოსფერო. თოვლის გლობუსების შექმნის დიდოსტატია. ყოველ შობას მომღერალი და მისი მეგობრები სახლში აკეთებენ მინის გლობუსებს შიგნით ზამთრის ლამაზი კომპოზიციებით. საყვარელი ჰობია, რომელიც ვარსკვლავის მომხიბვლელ გარეგნობას შეესაბამება. ყოფილი ვამპირი რობერტ პატინსონი შესანიშნავად უკრავს არა მხოლოდ ფილმებში, არამედ მუსიკალურ ინსტრუმენტებზეც. პიანინოზე, გიტარაზე და ვიოლინოზე კარგად უკრავს. ფილმში „ბინდი“ თავად შეასრულა კომპოზიციები ფორტეპიანოზე. საყვარელი საქმიანობა არა მხოლოდ თავისუფალი დროის შევსების საშუალებაა, არამედ ის, რაც თითოეულ ჩვენგანს ავითარებს. ჰობი ავლენს ფარულ ნიჭს და საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში გვეხმარება. ცნობილი ადამიანები დატვირთული გრაფიკის მიუხედავად ჰობს მცირე დროს მაინც უთმობენ, რადგან იციან, რომ ეს მათ შემოქმედებითი უნარების განვითარებაში დაეხმარებათ. ასევე დაგაინტერესებთ: ჯურღმულიდან პოდიუმამდე – „ველური ორქიდეის“ კერი ოტისის რთული ბედი მარგალიტი სკანდინავიელ ლამაზმანთა დინასტიიდან: ნენა ფონ შლებრიუგე, უმა თურმანის დედა როგორ იცვლებოდნენ წლების განმავლობაში მსახიობები, რომელთა გმირებთან ერთად ოდესღაც ვტიროდით და ვიცინოდით 199 1-ს მოსწონს |