საზოგადოება გელა ზედელაშვილი: "ვიღაცამ ,,ხოშტერიების'' ტელეფონში თვალი ჩაჰკრა, დააფიქსირა და ,,იმედს'' გადაუგზავნა..." 22 აპრილი, 18:57 "ოღრაშები! გოგია და მისი კნეინა კაფეში ჩამომსხდარან, თან ყავა ვწრუპოთ, თან წვენი ვყლურწოთ და თან კიდენა რუსეთში “ტელეგრამა'' ვაფრინოთ, ამ თვეში რუბლების გადმორიცხვა რატომღაც დააგვიანეს, შევახსენოთო. შეახსენეს, “ტელეგრამა'' აფრინეს... თან ყავა წრუპეს, თან წვენი ყლურწეს, ოღონდ ვიღაცამ “ხოშტერიების'' ტელეფონში თვალი ჩაჰკრა, დააფიქსირა და “იმედს'' გადაუგზავნა.
საერთოდ, ჯაშუშები ყოველთვის კაფეებში, ან ღამის კლუბებში ხვდებიან ხოლმე ერთმანეთს და საიდუმლო საკითხებზე იქ საუბრობენ, ალბათ ფილმებშიც გინახავთ მსგავსი მომენტები, მაგრამ ამათ, ამ ძველებმა ის ვეღარ გათვალეს, რომ დღეს სხვანაირი ტექნოლოგიები შემოვიდა “ხმარებაში'', დაინტერესებულ პირებს თუ მოუნდებათ, შეუძლიათ, თქვენი მიმოწერა კოსმოსიდანაც წაიკითხონ.
ჰელენის დედა მოსკოვში ვინმე ეკატერინას “ტელეგრამას'' უგზავნის, გადახდა ისევ რუსულ რუბლებში განვახორციელოთ, როგორც ადრე ვაკეთებდით, “ჩერეზ'' ლონდონი რომ გადმოირიცხა ამას წინებზე ფუნტ-სტერლინგებში, იგეთი გემრიელი არ იყო და თანაც უფრო მეტს გვაჭრიან საკომისიოსო... ველოდები თქვენს პასუხსო.
“იმედის'' ჟურნალისტმა “ხოშტერიებში'' დარეკა, ყურმილი გოგიამ აიღო - რაიო? რა “ტელეგრამაო''? ჩემი ცოლიო? რა რუბლები, კაცო, რეებს იგონებთო? მე არ ვიცი, ჩემი ცოლი რომელ ქვეყანაში რას აგზავნის, მაგას დეელაპარაკეთო.
იმან კიდე, იმ ქალმა, ჰელენის დედამ - რა ფული, რი ატმი კურკა და რომელი ტანკლი-ტუნკლი-ტანკლებიო?
მოკლედ, შეჯდა ქალი ტყემლი ტოტზე და აღარ ჩამოვიდა, ეკატერინა ვინ არი, საერთოდ არ ვიციო!
ბალღებო და მათთან გათანაბრებულო პირებო!
ახლა მაინც თუ ხვდებით, ვის დასდევთ და ვის “აპრავებთ'' რუსთაველზე? ახლა მაინც თუ ხვდებით, ვინ გხმარობთ და ვინ გიყენებთ? არა მგონია, თქვენ რამეს მიხვდეთ, მაგრამ მაინც!
ჰა, ჰა, ჰა! ისევ რუბლებშიო, კაცოოოო... სტერლინგებში არ გვაწყობსო" - გელა ზედელაშვილი 110 შეფასება არ არის
|