x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
როგორ მოვამზადოთ ხორციანი ბლინები
imageხორციანი ბლინების მოსამზადებლად დაგვჭირდება
ფარშისთვის
:1 კგ საქონლის ხორცი
:50 გრ კარაქი ან ერბო
:200 გრ ხახვი
:1 ჩ/ჭ ბულიონი
:200 გრ ზეთი
: შავი პილპილი და მარილი გემოვნებით

ცომისთვის

:8 ცალი კვერცხი
:1 ლ წყალი ან რძე
: ფქვილი(რომ მივიღოთ არაჟნის სითხის მასა)


1) კარგად მოხარშული, ხორცის რბილი ნაჭერი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.
2) წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ერბოში შეწითლებამდე და დავაყაროთ ფარშს..
3)წინასწარ ბულიონში გავხსნათ მარილი, შავი პილპილი და დავამატოთ ფარშს იმდენი, რომ მასა რბილი გამოვიდეს.
4)მიღებული მასა ვშუშოთ 5-10 წუთი, გადმოვდგათ და გავაციოთ.
imageimage








5)კვერცხი კარგად ავთქვიფოთ და დავასხათ რძე ან წყალი და მანამდე ვთქვიფოთ სანამ არ აქაფთება, დავამატოთ იმდენი ფქვილი, რომ მივიღოთ არაჟნის სისქის მასა
image

6)ცხელ ტაფას წავუსვათ ზეთი(ტაფა უნდა იყოს პატარა ზომის და სახელურიანი) და ჩამჩით დავასხათ ბლინის ცომი, როცა ზედაპირი მოშრება, გადმოვიღოთ ბლინი.ხშირად პირველი ბლინი არ გამოდის კარგი, თანდათან მიხვდებით როგორი სისქის უნდა იყოს დანარჩენი ბლინები.
6)ბლინს დავადოთ გამზადებული მასა(ფარში)და ტოლმასავით შევახვიოთ
imageimage




7)სუფრაზე მიტანის წინ ბლინებიუნდა შევწვათ გაცხელებულ, ზეთიან ტაფაზე. image
7
22184
13-ს მოსწონს
ავტორი:Leo
Leo
22184
  
2017, 28 მაისი, 2:03
გატარებულ ხორცს (უმს) ვშუშავ ტაფაზე , ცოტა რომ მოიშუშება დავაყრი ხახვს , მერე მოხარშულ ბრინჯს , მწვანილს და წითელ წიწაკას და მშრალ აჯიკას და ქონდარს, მარილსამ ყველაფერს ვშუშავთ სანამ ხორცი კარგად არ მომზადდება .. უუგემრიელესია, სუფრაზე მიტანის წინ ვწვავ ბლინებს ზეთში
2017, 28 მაისი, 1:59
ცომს მე ვაკეთებ ასე
3 კვერცხი
3 ჭიქა ფქვილი
3 ჭიქა რძე
3 ჭიქა წყალი (თბილი ორივე, ან შეიძლება 6 ჭიქა წყალი, და რძის გარეშე)
3 სუფრის კოვზი ზეთი
და მარილი გემოვნებით
კვერცხს ავთქვეფ დავუმატებ წყალს მერე ფქვილლს და ბოლოს ზეთს და მარილს და კარგად გავხსნი ყველაფერს ერთმანეთში მერე ჩვეულებრივად გამვაცხობ
2013, 6 მარტი, 17:41
მიყვარს ძალიანნნნნნ
2013, 6 მარტი, 17:41
მაგფარიიიიიაააააააააააააააააააა
2013, 14 თებერვალი, 19:32
მეც მომინდააააააააააა
2012, 20 მაისი, 1:28
მომინდააა...
0 1 7