x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
მთიულური ხინკალი
image

ინგრიდიენტები


ცომი
:

პურის ფქვილი - 1.4 კგ;

წყალი - მაგარი ცომის მოსაზელად;

მარილი - 1/2 ჩაის კოვზი;


ფარში:


საქონლის ხორცი - 600 გრ;

ღორის ხორცი, ცხიმიანი - 600 გრ;

ხახვი - 3 საშუალო ზომის (180 -200 გრ დაახლოებით);

წიწაკა - 1 ცალი;

წყალი - რამდენსაც შეირევს ფაფუკი მასის მისაღებად;

შენიშვნა: საქონლისა და ღორის (ან ცხვრის) ხორცის პროპორცია არის 1:1.

საჭირო ინვენტარი: საბრტყელებელი, ხორცსაკეპი, დიდი ზომის ქვაბი;

მომზადების დრო: 2 საათი საშუალოდ;

რაოდენობა: საშუალოდ გამოდის 50 ხინკალი.


მომზადების წესი


ცომი: იზილება ოთახის ტემპერატურის, ან ნელ-თბილ წყალზე, მარილით. მაგარი კონსტიტენციის ცომი. ზელვა უნდა დიდხანს, თუ ფქვილი არასაიმედოა, შესაძლოა კვერცხის დამატებაც, რომ ხინკალი არ ჩაიშალოს ხარშვისას.


ფარში იკმაზება ასე:

მწარე წიწაკას (გაჭერით და თესლები გამოაცალეთ) დაასხით ცხელი წყალი, ჩაყარეთ იმდენი მარილი, რომ დაამლაშოს წყალი. დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ იმდენ ხანს, რომ თბილ ტემპერატურაზე დადგეს.
ერთმანეთს შეურიეთ გატარებული ან დაკეპილი ხორცი და გატარებული ან დაბლენდერებული ხახვი, შეურიეთ ერთმანეთს. მერე ეს ფარში შეაზავეთ წინასწარ გამზადებული წიწაკა-მარილიანი წყლით. წყალი ბევრი არ უნდა მოგივიდეთ. ფარშს არ უნდა ედგას თავზე წყალი. არ უნდა გაათხელოთ. ისეთი კონსტიტენციის უნდა იყოს, გაბრტყელებულ ცომზე რომ დადებთ, შეკრულად იდოს, წვენი აქეთ-იქეთ არ უნდა გაუვიდეს;ფარშის მომზადებაში ცომი უნდა დაასვენოთ;



მერე მოახვევთ:

ცომი გაყავით 2-3 ნაწილად; ერთი გუნდა გააბრტყელეთ 0.5 სმ სისქის წრედ და მასში ამოჭერით წრეები, დაახლოებით 4 სმ დიამეტრით; მორჩენილი ცომი მოაგროვეთ და გადაინახეთ, წრეები კი გააბრტყელეთ;

ამისათვის ჯერ შუაგულში ჩააწექით თითებით (მუჭად შეკრული), შემდეგ კი კიდეები გაუბრტყელეთ საბრტყელებლით. ასე ცომის შუაგული სქელი დარჩება და არ გაიხევა, კიდეები კი "კუჭად" შეკვრისას ადვილად მოგროვდება, თან მოუხარშავიც არ დარჩება, თავისთავად პატარაც გამოვა;

ასე გაიმეორეთ დანარჩენი ცომის შემთხვევაშიც;
ფარში კოვზით აიღეთ და დადევით ცომის შუაგულში, კიდეები ფრთხილედ მოაგროვეთ
და ერთად შეკარით;

2
8012
11-ს მოსწონს
ავტორი:ლეგა
ლეგა
8012
  
2017, 21 იანვარი, 4:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 6 სექტემბერი, 23:00
აუ მაგარი იქნება
0 1 2