სხვა დაფნის ფოთოლი, როგორც სასწრაფო დახმარება დასუსტებული მცენარეებისთვის 23 აპრილი, 12:10 დაფნა, ნებისმიერი დიასახლისის სამზარეულოში მოიპოვება და უმეტესობა, ალბათ, მას მხოლოდ დანიშნულებისამებრ – კულინარიაში იყენებს. მაგრამ, მისი გამოყენება მემცენარეობაშიც შეიძლება, თან ძალიან წარმატებით. დაფნის ფოთოლი განსაკუთრებით სასარგებლოა ოთახის მცენარეებისთვის. ის აძლიერებს და კურნავს მცენარეს და მის ზრდას ასტიმულირებს. ახლა კი, იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა სარგებლობა მოაქვს დაფნის ფოთოლს ოთახის მცენარეებისთვის: 1. მას აქვს ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული თვისებები. მინერალებით და ვიტამინებით მდიდარი, ასეთი სასუქის მიღების შემდეგ, რა თქმა უნდა, შედეგიც არ დააყოვნებს: 1. ანტისეპტიკური თვისებების წყალობით, დაფნის ფოთლის ნაყენი, შეიძლება, გამოყენებულ იქნას დეზინფექციისთვის და სამკურნალოდ. ამასთან, ერთდროულად, ყველაფრისთვის – მისი საშუალებით, შეიძლება, ნიადაგის, ფოთლების, თესლის და მცენარის ფესვების დამუშავება. 2. რა თქმა უნდა, დაფნის ფოთლის ნაყენი სრულფასოვან კვებას ვერ ჩაანაცვლებს, მაგრამ ის ხელს უწყობს, ნიადაგის სასარგებლო ვიტამინებით და მიკროელემენტებით გაჯერებას. ხოლო, საკვებით მდიდარ გრუნტში, მცენარე აქტიურად გაიზრდება და არც ყვავილობაზე იტყვის უარს. 3. ძმარმჟავა და ჭიანჭველა მჟავა მასტიმულირებელ ეფექტს ახდენს მცენარეებზე. ამ ნაყენის მიწოდების შემდეგ, მცენარეები თითქოს «იღვიძებენ» და ზრდას აქტიურად იწყებენ. ეს მჟავები, ასევე ზრდის მცენარის მდგრადობას, გვალვისა და სხვა არახელსაყრელი ფაქტორების შემთხვევაში. მოკლედ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ უნივერსალური ნაყენის გამოყენება როგორც მიწის ზედა, ისე მიწისქვეშა ნაწილებისთვის შეიძლება და მისი საშუალებით, მცენარეების რეგულარული დამუშავების შემთხვევაში, გრუნტი «სუფთა», ხილო მცენარეები უფრო ჯანმრთელები იქნებიან. ნაყენის რეცეპტი კი, ასეთია: აიღეთ დაფნის 3-4 ფოთოლი, მოათავსეთ მინის ქილაში და დაასხით 0, 5 ლ. ანადუღარი ცხელი წყალი (70-80 გრადუსამდე გაგრილებული), დაახურეთ თავზე. დაელოდეთ, ვიდრე არ გაგრილდება და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენეთ. დაფნის ნაყენის გამოყენება, სასუქის სახით, თვეში ერთხელ შეიძლება. არხის სხვა სიახლეები:* 10 უჩვეულო და რეალური ფაქტი, რომელთა დაჯერებაც რთულია* ზღაპრული სილამაზე, რომლის ყურება არასდროს მოგწყინდებათ* როგორ გამოიყურება ბავშვობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?342 2-ს მოსწონს
|